აკრიბიიდან იკონომიამდე, სიზუსტე და შეწყნარება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აკრიბიიდან იკონომიამდე, სიზუსტე და შეწყნარება |
KAIROS |
Oct 15 2007, 12:56 PM
პოსტი
#21
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ყოველთვის რთულია ცოცხალი საზოგადოების შიგა სამყაროში რაიმე სიახლის დანერგვა ან ძველის მოშლა, ან შეცვლა, რეფორმაციის ორი სახეა ყველაზე ცნობილია ევოლუცია და რევოლუცია, ცვლილებათა ეს სისტემები, დროითი განზომილებით არ განსხვავდება მხოლოდ, ერთი ფრიად ნელა და გეგმაზომიერად მიმდინარეობს, მეორე სწრაფია და ქაოტური. ამიტომაცაა რომ რაც დრო გადის და კაცობრიობის საყოველთაო გამოცდილება იზრდება, იზრდება ამასთანავე გამოცდილება მებრძოლი ეკლესიისა და შიგა ჩამოყალიბების, კანონიკური ევოლუციის პროცესს გადის.
ეს პროცესი კი უფრო მტკივნეული მაშინ ხდება, როდესაც ცვლილებები სწრაფად ხდება და ბევრი სიახლე ერთდროულად და გაუაზრებლად ცდილობს ეკლესიის შიგა სამყაროში შეღწევას, ასეთ "კულტურულ აგრესიას", ხშირად საპირისპირო უკიდურესი კონსერვატიზმი მოყვება, დევიზი "ყველაფერი ახალი წინსვლის ნაყოფია", იცვლება "ყველაფერი ძველი უცვლელია"! არადა ეკლესიისათვის არასოდეს იყო უცხო აკრიბიიდან, რაც არის სიზუსტითი სწავლება დოგმატიკისა და უძირითადესი კანონიკის შესახებ, რომლებიც მუდამ უცვლელნი რჩებიან, როგორც ფუნდამენტი ქრისტიანული მოძღვრებისა) იკონომიამდე სვლისა, რომელიც გაიგება, როგორც შეწყალება, როგორც დაშვება და თუნდაც როგორც მიზეზ-შედეგობრივი ცვლილება; თუმცა თავიდანვე უნდა განსხვავდეს რაა დაშვება ( შეწყალება) და რაა ის ევოლუციური, განვითარების გზით მოტანილი ცვლილება და სად იწყება აკრიბია. დაშვებაა ის რომ ნათლობა დღეს თავზე წყლის დასხმით ხდება და არა სრული შთაფვლით, ის რომ ავადმყოფს მარხვა არ მოეთხოვება და ა.შ. მაგრამ რა შეიძლება მივიჩნიოთ ცვლილებად და რა ადგილობრივ ტრადიციად? არის თუ არა ცვლილება მართლმადიდებელი ეკლესიიის ცხოვრებაში ჩვენს და ეკლესიებში მიღებული სხვადასხვა ტრადიცია? მაგალითისათვის სიის მიხედვით მოვიყვან ამ განსხვავებებს, და ვნახოთ რა არის ისინი ევოლუცია-წინსვლა თუ დათმობა-შეწყალება-დაშვება, დროებითი და ლოგიკური, მაგრამ არა საყოველთაოდ მისაღები? აქ უკვე ბევრჯერ განხილული სკამების არსებობის ფაქტი უწვერულ მღვდელთა ყოლა შეუმოსავი გადაადგილება ქალაქში მცხოვრებ სასულიერო პირთა ( ან კათოლიკური შავი პერანგით სიარული, რაც ასე ახასიათებს რუმინელ, ბერძენ, ამერიკელ და სხვა მართლმადიდებელს ), ქალთა თავდაუბურავი ლოცვა ტაძარში, რომელიც ლამის ბუნებრივი მოვლენაა რუსულ და ქართულ ეკლესიათა გარდა, შეიძლება თუ არა თავსაბურავი "ამოვარდეს" საეკლესიო პრაქტიკიდან? და საერთოდ, ვინ და როდის უნდა დაიბუროს თავზე? აქაც აზრთა სხვადასხვაობაა... სანთლების ტრადიცია, რომელიც საბერძნეთში საერთოდ მეორეხარისხოვანია და ეკლესიის ბოლოს, სპეციალურად გამწოვდაყენებულ სასანთლეებით ამოიწურება, არანაირი სასანთლე ხატების წინ და ა.შ. კათოლიკებში საერთოდ ელექტრონული სანთლებია. ოჯახის "დაგეგმარების" საკითხი, იგივე კათოლიკებმა ლამის ლეგალიზაცია მოახდინონ პრეზერვატივებისა, რათა რამენაირად წინ აღუდგნენ მუდმივად მზარდ აბორტთა რიცხვს. ჩვენთან უკვე ბევრჯერ განხილული სხვა ქრისტიანული აღმსარებლობიდან მოქცეულთა საკითხი, რომელიც ასე ცვალებადია არამარტო სხვდასხვა ეკლესიებში,და არა მხოლოდ ქვეყნების მიხედვით, არამედ მოქცეულთა რიცხვის მიხედვითაც, ანუ შეიძლება ერთი თუ მოექცა სრული ნათლობით მიიღონ, ხოლო თუ ასი, სინანულით... კათოლიკურ, პროტესტანტულ და სხვა აღმსარებლობის ტაძრებთან, მათ წევრებთან ურთიერთობის საკითხი... სახელმწიფო წყობასთან, მეცნიერულ განვითარებასთან, ტექნიკურ წინსვლასთან და სხვა ბევრს რამესთან დაკავშირებული ცნობილი შეუგუებლობა, რომლებიც საღდება "მებრძოლ მართლმადიდებლობად", ეს ყველაფერი სწორედ ის თემებია, რომლებზეც ყველაზე მძაფრი კამათები იმართება ხოლმე ფორუმში, აქ კი მინდა ერთგვარი ჩამოყალიბებული სახე მივცეთ, რაა დაშვება, რაა ტრადიცია ( ანუ არც დაშვებაა და არც საყოველთაო კანონი) და რაა აკრიბია ( ანუ ყოვლადუცვლელი კანონი),რათქმაუნდა თქვენი დახმარებით და თქვენთან ერთად! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
იოანა |
Oct 15 2007, 10:48 PM
პოსტი
#22
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
KAIROS
ჩემთვის ეს ყოველივე დამოკიდებულების გაუბრალოებაა... -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
ზებედე |
Oct 15 2007, 11:25 PM
პოსტი
#23
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
KAIROS ჩემთვის ეს ყოველივე დამოკიდებულების გაუბრალოებაა... იოანა, რუსებს წვერი უცნაურად ამოსდით....ჰო და სასულიერო პირები რუსეთში გაპარსულები გეგონება, ამ დროს უმეტესობას წვერი არ ამოსდით. რა ქნან, ეხლა, შენნაირად მოაზროვნეებმა რომ არ იფიქრონ რომ გამარტივებულად ცხოვრობენო, წვერები მიიწებონ? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
იოანა |
Oct 15 2007, 11:33 PM
პოსტი
#24
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
იოანა, რუსებს წვერი უცნაურად ამოსდით....ჰო და სასულიერო პირები რუსეთში გაპარსულები გეგონება, ამ დროს უმეტესობას წვერი არ ამოსდით. რა ქნან, ეხლა, შენნაირად მოაზროვნეებმა რომ არ იფიქრონ რომ გამარტივებულად ცხოვრობენო, წვერები მიიწებონ? და სოლიდარობის ნიშნად ქართველებმაც გაიპარსონ? თავშალი არავის არ ამოსდის მგონი ცხოვრების გამარტივებაზე კი არა დამოკიდებულების გაუბრალოებაზე მაქვს საუბარი -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
თამარი_ცქნაფო |
Oct 16 2007, 12:29 AM
პოსტი
#25
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
და სოლიდარობის ნიშნად ქართველებმაც გაიპარსონ? თავშალი არავის არ ამოსდის მგონი ცხოვრების გამარტივებაზე კი არა დამოკიდებულების გაუბრალოებაზე მაქვს საუბარი რატომ ედავები, გაუგებარია, შეიძლება ყველაფერი ზედმიწევნით ხუთიანზე იყოს გაკეთებული, მაგრამ მაინც გაუბრალოებული გქონდეს რწმენა, უბრალოდ მექანიკურად იცავდე ყველაფერს... ასე რომ, მთლად გაუბრალოებას ვერ მოვიმიზეზებთ, ეგ ინდივიდუალური რამ უფროა... -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
იოანა |
Oct 16 2007, 01:10 PM
პოსტი
#26
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
რატომ ედავები, გაუგებარია, შეიძლება ყველაფერი ზედმიწევნით ხუთიანზე იყოს გაკეთებული, მაგრამ მაინც გაუბრალოებული გქონდეს რწმენა, უბრალოდ მექანიკურად იცავდე ყველაფერს... ასე რომ, მთლად გაუბრალოებას ვერ მოვიმიზეზებთ, ეგ ინდივიდუალური რამ უფროა... გეთანხმები, ესეც ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, როცა მრევლი ხარ. ზოგისთვის ის დგება, რაც შენ აღნიშნე, ზოგისთვის ის, რაც მე აღვნიშნე. -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 08:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი