აკრიბიიდან იკონომიამდე, სიზუსტე და შეწყნარება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აკრიბიიდან იკონომიამდე, სიზუსტე და შეწყნარება |
KAIROS |
Oct 15 2007, 12:56 PM
პოსტი
#21
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ყოველთვის რთულია ცოცხალი საზოგადოების შიგა სამყაროში რაიმე სიახლის დანერგვა ან ძველის მოშლა, ან შეცვლა, რეფორმაციის ორი სახეა ყველაზე ცნობილია ევოლუცია და რევოლუცია, ცვლილებათა ეს სისტემები, დროითი განზომილებით არ განსხვავდება მხოლოდ, ერთი ფრიად ნელა და გეგმაზომიერად მიმდინარეობს, მეორე სწრაფია და ქაოტური. ამიტომაცაა რომ რაც დრო გადის და კაცობრიობის საყოველთაო გამოცდილება იზრდება, იზრდება ამასთანავე გამოცდილება მებრძოლი ეკლესიისა და შიგა ჩამოყალიბების, კანონიკური ევოლუციის პროცესს გადის.
ეს პროცესი კი უფრო მტკივნეული მაშინ ხდება, როდესაც ცვლილებები სწრაფად ხდება და ბევრი სიახლე ერთდროულად და გაუაზრებლად ცდილობს ეკლესიის შიგა სამყაროში შეღწევას, ასეთ "კულტურულ აგრესიას", ხშირად საპირისპირო უკიდურესი კონსერვატიზმი მოყვება, დევიზი "ყველაფერი ახალი წინსვლის ნაყოფია", იცვლება "ყველაფერი ძველი უცვლელია"! არადა ეკლესიისათვის არასოდეს იყო უცხო აკრიბიიდან, რაც არის სიზუსტითი სწავლება დოგმატიკისა და უძირითადესი კანონიკის შესახებ, რომლებიც მუდამ უცვლელნი რჩებიან, როგორც ფუნდამენტი ქრისტიანული მოძღვრებისა) იკონომიამდე სვლისა, რომელიც გაიგება, როგორც შეწყალება, როგორც დაშვება და თუნდაც როგორც მიზეზ-შედეგობრივი ცვლილება; თუმცა თავიდანვე უნდა განსხვავდეს რაა დაშვება ( შეწყალება) და რაა ის ევოლუციური, განვითარების გზით მოტანილი ცვლილება და სად იწყება აკრიბია. დაშვებაა ის რომ ნათლობა დღეს თავზე წყლის დასხმით ხდება და არა სრული შთაფვლით, ის რომ ავადმყოფს მარხვა არ მოეთხოვება და ა.შ. მაგრამ რა შეიძლება მივიჩნიოთ ცვლილებად და რა ადგილობრივ ტრადიციად? არის თუ არა ცვლილება მართლმადიდებელი ეკლესიიის ცხოვრებაში ჩვენს და ეკლესიებში მიღებული სხვადასხვა ტრადიცია? მაგალითისათვის სიის მიხედვით მოვიყვან ამ განსხვავებებს, და ვნახოთ რა არის ისინი ევოლუცია-წინსვლა თუ დათმობა-შეწყალება-დაშვება, დროებითი და ლოგიკური, მაგრამ არა საყოველთაოდ მისაღები? აქ უკვე ბევრჯერ განხილული სკამების არსებობის ფაქტი უწვერულ მღვდელთა ყოლა შეუმოსავი გადაადგილება ქალაქში მცხოვრებ სასულიერო პირთა ( ან კათოლიკური შავი პერანგით სიარული, რაც ასე ახასიათებს რუმინელ, ბერძენ, ამერიკელ და სხვა მართლმადიდებელს ), ქალთა თავდაუბურავი ლოცვა ტაძარში, რომელიც ლამის ბუნებრივი მოვლენაა რუსულ და ქართულ ეკლესიათა გარდა, შეიძლება თუ არა თავსაბურავი "ამოვარდეს" საეკლესიო პრაქტიკიდან? და საერთოდ, ვინ და როდის უნდა დაიბუროს თავზე? აქაც აზრთა სხვადასხვაობაა... სანთლების ტრადიცია, რომელიც საბერძნეთში საერთოდ მეორეხარისხოვანია და ეკლესიის ბოლოს, სპეციალურად გამწოვდაყენებულ სასანთლეებით ამოიწურება, არანაირი სასანთლე ხატების წინ და ა.შ. კათოლიკებში საერთოდ ელექტრონული სანთლებია. ოჯახის "დაგეგმარების" საკითხი, იგივე კათოლიკებმა ლამის ლეგალიზაცია მოახდინონ პრეზერვატივებისა, რათა რამენაირად წინ აღუდგნენ მუდმივად მზარდ აბორტთა რიცხვს. ჩვენთან უკვე ბევრჯერ განხილული სხვა ქრისტიანული აღმსარებლობიდან მოქცეულთა საკითხი, რომელიც ასე ცვალებადია არამარტო სხვდასხვა ეკლესიებში,და არა მხოლოდ ქვეყნების მიხედვით, არამედ მოქცეულთა რიცხვის მიხედვითაც, ანუ შეიძლება ერთი თუ მოექცა სრული ნათლობით მიიღონ, ხოლო თუ ასი, სინანულით... კათოლიკურ, პროტესტანტულ და სხვა აღმსარებლობის ტაძრებთან, მათ წევრებთან ურთიერთობის საკითხი... სახელმწიფო წყობასთან, მეცნიერულ განვითარებასთან, ტექნიკურ წინსვლასთან და სხვა ბევრს რამესთან დაკავშირებული ცნობილი შეუგუებლობა, რომლებიც საღდება "მებრძოლ მართლმადიდებლობად", ეს ყველაფერი სწორედ ის თემებია, რომლებზეც ყველაზე მძაფრი კამათები იმართება ხოლმე ფორუმში, აქ კი მინდა ერთგვარი ჩამოყალიბებული სახე მივცეთ, რაა დაშვება, რაა ტრადიცია ( ანუ არც დაშვებაა და არც საყოველთაო კანონი) და რაა აკრიბია ( ანუ ყოვლადუცვლელი კანონი),რათქმაუნდა თქვენი დახმარებით და თქვენთან ერთად! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
Oct 16 2007, 03:34 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ნამდვილად, უნდა ერქვას ტრადიციას-ტრადიცია, იკონომიას კი იკონომია და არა ორივეს მწვალებლობა და "მაგარი მართლმადიდებლები" არ უნდა გვეგონოს თავი ხო მეორეს პრობლემა სასტიკად დგას ღვთის მიკერძოებულობის მკრეხელობას სად არ შეხვდები -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 12:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი