IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართული გერბები და დროშები
death
პოსტი May 1 2007, 01:33 PM
პოსტი #1


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ბაგრატიონთა გერბი

IPB-ს სურათი

ბაგრატიონთა (ვახუშტის ატლასი 1735) გერბი

IPB-ს სურათი

ბაგრატიონ-მუხრანელების გერბი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ბაგრატიონ-ბაბადიშების გერბი

IPB-ს სურათი

ბაგრატიონ-დავითიშვილების გერბი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ბაგრატიონ-გრუზინსკების გერბი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ბოლქვაძე
პოსტი Oct 16 2007, 05:29 PM
პოსტი #2


ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 639
რეგისტრ.: 11-March 07
მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი
წევრი № 1,340



ქართული დროშები და გერბები


დროშები

სახელმწიფო დროშა ეროვნული დამოუკიდებლობის გამომხატველი სიმბოლოა. ერის ისტორიაში მას უმნიშვნელოვანესი როლი და დანიშნულება ეკისრება.

ძველი ქართული სახელმწიფო დროშები ჩვენი ერის ისტორიული წარსულის მრავლისმეტყველი დოკუმენტებია. ტერმინი „დროშა“ ქართულ წერილობით წყაროებში IX საუკუნიდან გვხვდება, მაგრამ იგი უფრო ადრე უნდა გაჩენილიყო. დროშის ტარს ეწოდება „ძელი“ ან „ბუნი“, ტარზე შებმულ ტილოს კი „ალამი“.

დროშები სხვადასხვაგვარი იყო. არსებობდა სახელმწიფო დროშა, საეკლესიო, ლაშქრის (ლაშქრის ცალკეულ რაზმებსაც თავიანთი დროშები ჰქონდათ). სახელმწიფო დროშას სამეფო დროშა ეწოდებოდა და იგი ძალაუფლების სხვა ნიშნებთან ერთად მეფისაგან ტახტის მემკვიდრეს გადაეცემოდა. სახელმწიფო დროშას ქართველები სეფე-დროშასაც უწოდებდნენ. იგი ორგვარი ყოფილა: დიდი დროშა და პატარა დროშა.

დიდი დროშა განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოჰქონდათ. მაგალითად, მეფის კურთხევის ან დაქორწინების დროს, ლაშქრობებშიც მეფეს ეს სახელმწიფო დროშა მიჰქონდა.

პატარა დროშა აღმართული იყო მეფის სასახლის თავზე, ასევე, წირვალ-ლოცვების დროს ტაძარში.

XI-XVI საუკუნეების ქართული საისტორიო წყაროები ქართულ სახელმწიფო დროშას იხსენიებენ, როგორც „გორგასლიან და დავითიანს... ბედნიერად ხმარებულს, დროშას სვიანს“. იგი იყო ერთიანი საქართველოს შემაკავშირებელი, მისი სიძლიერისა და სიამაყის გამომხატველი. ეს დროშა ვახტანგ გორგასლის დროიდან მოდიოდა.

საქართველოს „გორგასლიანი და დავითიანი“ სახელმწიფო დროშა თეთრი ფერისა ყოფილა, რომელიც წითელ ბუნზე იყო მიმაგრებული, ბუნი ჯვრის გამოსახულებით სრულდებოდა. არსებობს ცნობა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო დროშაზე წმიდა გიორგის გამოსახულება იყო აღბეჭდილი. ამ ცნობას იძლევა შუა საუკუნეების პოლონელი მოგზაური კოტოვიჩი, რომელსაც უნახავს იერუსალიმში სალოცავად მოსული ქართველები, ქართული სახელმწიფო დროშით.


IPB-ს სურათი



XIV საუკუნეში ბარსელონაში გამოქვეყნდა ერთი კატალონელი ბერის მიერ შედგენილი მსოფლიო ქვეყნების ატლასი, სადაც ქართული დროშებიცაა აღწერილი. ამ აღწერილობით, ქართული დროშის ალმის თეთრ ფონზე მთელ სიგრძე-სიგანეზე შინდისფერი ჯვრის სწორი ხაზებია გამოსახული, რომელთა კუთხეებშიც ასევე პატარა ჯვრებია ჩახატული. სავარაუდოდ, ასეთი დროშა XIII საუკუნიდან უნდა წარმოშობილიყო.


IPB-ს სურათი



XIII-XIV საუკუნეებში თეთრი ალმის გვერდით ჩნდება შავიც. ფიქრობენ, რომ იგი დავით ნარინმა შემოიღო დასავლეთ საქართველოში დამკვიდრების შემდეგ.


IPB-ს სურათი


XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის პერიოდიდან დროშათა ნარისახეობაც გამრავლდა. ქართლის სამეფო დროშა მოწითალო შინდისფერი გახდა. დასავლეთ საქართველოში კი დამკვიდრდა თეთრი დროშა.


IPB-ს სურათი IPB-ს სურათი


„გორგასლიანი და დავითიანი“ დროშა XIX საუკუნემდე არსებობდა და იგი ქუთაისის სამეფო ზარდახანაში ინახებოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში კი ახალციხის ბრძოლის დროს იგი თურქებს ჩაუგდიათ ხელში და გაუტაცნიათ.

1801 წელს შეწყდა საქართველოს დამოუკიდებლობა. რუსეთმა აქ თავისი მმართველობა დაამყარა და ქართულმა დროშამაც არსებობა შეწყვიტა. შეიქმნა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები, რომელთაც ეროვნული დროშის ნაცვლად რუსული საგუბერნიო დროშები მისცეს.

IPB-ს სურათი



მეფის რუსეთის ბატონობის 117 წლის შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა დაიბრუნა სახელმწიფოებრიობა და თბილისში აღიმართა ეროვნული, სამფეროვანი (შინდისფერი დროშა თავში შავი და თეთრი ზოლებით) დროშა. მაგრამ სულ მალე საქართველომ კვლავ დაკარგა დამოუკიდებლობა და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რესპუბლიკად იქცა. მას თავისი, საბჭოთა დროშა მისცეს. ეს იყო წითელი დროშა, ცისფერი ზოლითა და ცისფერი მზით, რომელშიც ნამგალი და ურო იყო ჩახატული.

IPB-ს სურათი



საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა. სახელმწიფო დროშად კვლავ სამფეროვანი დროშა აღიარეს. დღეს კი სახელმწიფო დროშად აღდგენილია ერთ-ერთი ძველი ქართული დროშა - თეთრ ალამზე ხუთი წითელი ჯვრით.

IPB-ს სურათი


--------------------
რაც არ იწვის არ ანათებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
death   ქართული გერბები და დროშები   May 1 2007, 01:33 PM
თათი87   ხოო ეს გერბები კეთ...   May 10 2007, 12:06 AM
catherina_10   http://img220.imageshack.us/img220/3070/proteqtora...   Jun 20 2007, 04:39 PM
marine   http://img221.imageshack.us/img221/2461/vaxushtiyu...   Aug 2 2007, 01:32 PM
ბოლქვაძე   ქართული დროშები და...   Oct 16 2007, 05:29 PM
ბოლქვაძე   [center]გერბები [center][img]http:/...   Oct 16 2007, 05:59 PM
tamara   რანის გერბი ძალიან...   Oct 16 2007, 10:45 PM
staywhite   მალადეც, ალ :მპუა: ე...   Oct 17 2007, 06:51 AM
ბოლქვაძე   ადმინისტრაციას და ...   Oct 17 2007, 03:50 PM
marine   ადმინისტრაციას და...   Oct 18 2007, 11:04 AM
catherina_10   http://img136.imageshack.us/img136/3015/lisisgerbi...   Oct 18 2007, 02:38 PM
ვალერი   ბაგრატიონ–მუხრან...   Oct 18 2007, 05:28 PM
catherina_10   ვალერი ეს გერბები ...   Oct 18 2007, 05:48 PM
კანონისტი   [b]ქართული დროშები [i...   Mar 13 2008, 04:34 PM
ketino   ბატონო კანონისტ.. უ...   Mar 13 2008, 05:51 PM
კანონისტი   ketino შესაძლოა მე რაც ...   Mar 13 2008, 06:11 PM
t.d   მე მაქვს ერთი საინ...   Mar 13 2008, 06:46 PM
ketino   აღწერით როგორი იყ...   Mar 14 2008, 02:13 PM
natiamaxaradze   ძალიან საინტერესო ...   Jan 5 2010, 09:02 PM
maikusi   სულხანიშვილის საგ...   Jan 5 2010, 10:11 PM
sable   სულხანიშვილის საგ...   Jan 10 2010, 12:23 AM
marine   "საქართველოს პირ...   Nov 21 2013, 04:13 PM
marine   „საქართველოს სამე...   Nov 22 2013, 12:07 PM
sanfol   რას ფიქრობთ როგორი...   Nov 1 2014, 03:47 PM
marine   მე პირადად, დღევან...   Nov 1 2014, 07:05 PM
sanfol   ეს დროშა კარგია? http://...   Nov 4 2014, 05:24 PM
marine   ეს დროშა კარგია? http:/...   Nov 4 2014, 05:26 PM
sanfol   იდეას მიხვდით ალბა...   Nov 5 2014, 10:40 AM
marine   იდეას მიხვდით ალბ...   Nov 5 2014, 11:25 AM
sanfol   კარგი ბიჭი ხარ შენ ...   Nov 5 2014, 11:57 AM
marine   მადლობა ზოგს არ მო...   Nov 5 2014, 11:59 AM
marine   "საქართველოში ან...   Nov 15 2017, 03:26 PM
marine   "კახაბერ კახაბერ...   Jan 6 2021, 07:27 PM
marine   "სვანებს ჰქონდათ ...   Apr 2 2022, 05:54 PM
marine   "კვირის პალიტრას...   Dec 7 2022, 07:00 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th July 2025 - 07:24 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი