შიში და სიყვარული ღვთისა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შიში და სიყვარული ღვთისა |
მნათე |
Oct 16 2007, 04:39 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
საინტერესო თემად მეჩვენება, ალბათ ცნობილია რომ არაერთი წმიდა მამა საუბრობს, შემდეგზე -"შიში ღვთისა არს დასაბამი სიბრძნისა" ამავდროულად იგივე მამები საუბრობენ, რომ სიყვარული ეს არის სამყაროს შემამტკიცებელი ძალა და რომ მის გარეშე ყველაფერი 'არრარაა'...
მაინტერესებს რას ფიქრობთ თემასთან დაკავშირებით, მე ცოტა არ იყოს უცნაურად მეჩვენება სიყვარულისა და შიშის თანხვედრა.. თუ ღვთის შიში სიბრძნის დასაბამია, გამოდის რომ ის არ ყოფილა თავად სიბრძნე (?) მაშ რა არის მასში ფასეული? გმარკვიეთ, ცოტა არ იყოს დავიბენი, აი სახარების მაგალითი ავიღოთ, გაწითლებულ მონაკვეთზე გაამახვილეთ ყურადღება: (1 იოანე 4, 7-21) საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგან არის სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ვიცოცხლოთ მისი მეშვეობით. ამაში გამოჩნდა სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამომსყიდველ მსხვერპლად. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმარეთებს ერთმანეთის სიყვარული. ღმერთი არასოდეს არავის უხილავს, თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სიყვარული ჩვენში სრულყოფილია. ჩვენ რომ მასში ვრჩებით და ის ჩვენში, იმით ვგებულობთ, რომ მან თავისი სულისგან მოგვცა. ჩვენც ვიხილეთ დავამოწმებთ, რომ მამამ მოავლინა ძე სოფლის მაცხოვრად. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი - ღმერთში. ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომლიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი არის სიყვარული და, ვინც სიყვარულში რჩება, ღმერთში რჩება, და მასში რჩება ღმერთი. ამიტომ გახდა სრულყოფილი ჩვენ შორის სიყვარული, რომ სითამამე გვქონდეს განკითხვის დღეს, რადგან როგორც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ სოფელში. შიში არ არის სიყვარულში, არამედ სრულყოფილი სიყვარული გარეთ სდევნის შიშს, რადგან შიშს სასჯელთან აქვს საქმე, ხოლო შეშინებული არ არის სიყვარულში სრულყოფილი. ჩვენ იმიტომ გვიყვარს, რომ პირველად მან შეგვიყვარა ჩვენ. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო თავისი ძმა კი სძულს, რომელსაც ხედავს, არ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
Oct 16 2007, 05:49 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მნათე
ჩემ აზრს ვიტყვი.... შიშში ჩვენ არ უნდა მოვიაზროთ მიწიერი, სიმხდალით გამოწვეული შიში, რომელიც დაგვეუფლება ხოლმე სიბნელის, დიდი ხმის და სხვა ამქვეყნიური მიზეზების გამო ღვთის შიში, ალბათ, უპირველესად არის უდიდესი კრძალვა, რომელიც შიშშია გადაზრდილი. ყველა ჩვენგანი მდგარა ძალიან დიდ ნაგებობასთან (მაგ. თბილისის ანძასთან), ან დიდ მთასთან და გვიგრძვნია რაღაც ქვეშეცნეული შიში, თუმცა შიშსაც ვერ დაარქმევ.... რაღაც უცნაური გრძნობა, სიდიადის გამო გამოწვეული. მე ასეთი მგონია ღვთის შიში.... გავიხსენოთ საღვთო მოციქული პეტრე. როდესაც მან უფალი ამოიცნო მწირში, წყალში გადახტა... რატომ? შეაშინა განა უფალმა? არა, მან თავისი საშინელი უღირსებისა და მაცხოვრის განუზომელი სიწმინდის განცდამ შეაშინა და შერცხვა ასეთია ალბათ, შიში ღვთისა, განცდა და აღქმა უდიდესი კრძალულებისა, რომელმაც დავით მეფსალმუნეს ათქმევინა - "მატლ ვარ და არა კაც, საყვედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა....." -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი