მე-9 საავადმყოფოს ტერიტორიაზე ეკლესიაა, დავეხმაროთ ! ! ! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მე-9 საავადმყოფოს ტერიტორიაზე ეკლესიაა, დავეხმაროთ ! ! ! |
ხათუნა |
Oct 16 2007, 09:34 PM
პოსტი
#121
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 365 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 412 |
ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ახალი ეკლესია შენდება რაც რა თქმა უნდა ძალიან მახარებს, მაგრამ არსებობს ისეთი ეკლესიებიც რომელთაც ჩემი აზრით უფრო სასწრაფოდ სჭირდება ჩვენი დახმარება.
ვაკეში მე-9 საავადმყოფოს ტერიტორიაზე ძააალიან დიდი ხნის წინ იყო ანდრიაპირველწოდებულის ეკლესია (ზუსტი თარიღი არ ვიცი) რომელსაც მერე გარშემო ''შემოაშენეს'' საავადმყოფო. ანუ ეს ეკლესია მოექცა შენობის შუაში. მის ტერიტორიაზე გაკეთდა საქტო დარბაზი და ამ მდგომარეობაში იყო აქამდე. ახლა ეს საავადმყოფო გასაყიდ ნუსხაში მოხვდა, თუ გაიყიდება რა თქმა უნდა დაინგრევა ეკლესიიანად. მამა კონსტანტინემ (ადრე ტვერელის მოძღვარი, ახლა ქაშუეთშია) რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინა ეს ამბავი შევიდა ამ ეკლესიაში და წირვა ლოცვებს ატარებს, რა თქმა უნდა იქ არაფერი არ არის , რაც მოახერხა თვითონ, მცირერიცხოვანი მრევლის დახმარებით : ''გიფსოკარდონით'' გადატიხრა საკურთხეველი, რამოდენიმე ხატი დაკიდა და ცდილობს ყველანაირად შეინარჩუნოს ეს ეკლესია. ნებისმიერი შენაწირი იქნება ეს ხალიჩა, ჭურჭელი, ფარდები, ხატები და ა.შ ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია იქნებ დავეხმაროთ თუ სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ. თუ ეს ეკლესია იმოქმედებს (უკვე მოქმედებს) მაშინ დანგრევას გადაურჩება. -------------------- აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
|
ხათუნა |
Oct 16 2007, 09:56 PM
პოსტი
#122
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 365 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 412 |
ნათია
თითქმის დარწმუნებული ვარ, როდესაც მამა კონსტანტინემ იქ პირველი წირვა ჩაატარა, ეს ტელევიზიითაც გადაიცა და პატრიარქიც აპირებდა მიბრძანებას უბრალოდ გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და ვერ მოახერხა. ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ, შევხვდეთ მამა კონსტანტინეს გვესაუბროთ და დეტალური ინფორმაცია მივიღოთ მისგან. ყოველ პარასკევს ჯანმრთელობის ლოცვებს კითხულობ და იქ არის. შემიძლია ტელეფონი გავიგო დავუკავშირდე (თან ახლოს ვცხოვრობ) მე ორჯერ ვიყავი ამ ეკლესიაში და იმის მერე ვერ ამოვიგდე ტვინიდან ამაზე ფიქრი. შოთა ტელევიზიით მხოლოდ ერთხელ გადმოიცა, ხომ იცით ქართული რეალობა როგორია ხალხის უმეტესობა ინტერესდება იმის დახმარებით რაც მათ მერე ''გამოაჩენს'' სამებას რომ რამეს შესწირავენ ამაზე მერე 100 გადაცემას გააკეთებენ რადგან ეს სამებაა, დიდია, ჩანს. ეს ეკლესია კი თითქმის არავინ იცის. მხოლოდ ერთი მღვდელი რას მოერევა, რას გაწვდება. -------------------- აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 03:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი