![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თამარი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 ![]() |
ამპარტავნებაზე საუბრისას ფორუმზე გამოითქვა ასეთი მოსაზრება:
”თუ ამოპარტავნებაზე მიდგა საქმე, ის, რომ ჩვენ ჩვენს საკუთარ აზრებს ამ ფორუმზე ვდებთ და, აპრიორი, ვთვლით რომ ის სხვამაც უნდა წაიკითხოს, უკვე საკმაოდ დიდი ამპარტავნებაა. მათ შორის, ჩემი მოქმედებაც”. საინტერესო იქნებოდა მოძღვრის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ ამ ფორუმზე მოძღვარს შეიძლება თვალში მოხვედროდა ამპარტავნების გამოვლინება ჩვენი მხრიდან. სიამოვნებით მივიღებდი შენიშვნებს ამასთან დაკავშირებით. და კიდევ: ” ახლა ის მენაღვლება მრავალმეტყველების ცოდვით რომ ვისერავ სულს”, - ესეც ერთი ფორუმელის ”ამოძახილია”. ვთვლი, რომ ძალზე მნიშვნელოვანი და სასიკეთოა ასეთი ფორუმის არსებობა, მაგრამ ჩვენი მხრიდან (პირველ რიგში, ჩემს თავზე ვიტყვი) ხშირად ხდება იმ ზღვარის გადალახვა, რასაც ”მართლმადიდებლური ფორუმი” უნდა ერქვას. ამაოდმეტყველებას ვგულისხმობ. აქაც ძალზე საინტერესო იქნებოდა მოძღვრის პოზიცია. ფორუმის წევრების უმრავლესობას ჰყავს მოძღვარი. როგორ უყურებს მოძღვარი იმ ფაქტს, რომ მისმა სულიერმა შვილებმა შეიძლება დღის მნიშვნელოვანი ნაწილი ფორუმში გაატაროს (თუნდაც მართლმადიდებლურ ფორუმში), ღამეც გატეხოს და თავზე დაათენდეს კიდეც, როგორც თვითონვე ხშირად აღნიშნავენ. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი