შიში და სიყვარული ღვთისა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შიში და სიყვარული ღვთისა |
მნათე |
Oct 16 2007, 04:39 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
საინტერესო თემად მეჩვენება, ალბათ ცნობილია რომ არაერთი წმიდა მამა საუბრობს, შემდეგზე -"შიში ღვთისა არს დასაბამი სიბრძნისა" ამავდროულად იგივე მამები საუბრობენ, რომ სიყვარული ეს არის სამყაროს შემამტკიცებელი ძალა და რომ მის გარეშე ყველაფერი 'არრარაა'...
მაინტერესებს რას ფიქრობთ თემასთან დაკავშირებით, მე ცოტა არ იყოს უცნაურად მეჩვენება სიყვარულისა და შიშის თანხვედრა.. თუ ღვთის შიში სიბრძნის დასაბამია, გამოდის რომ ის არ ყოფილა თავად სიბრძნე (?) მაშ რა არის მასში ფასეული? გმარკვიეთ, ცოტა არ იყოს დავიბენი, აი სახარების მაგალითი ავიღოთ, გაწითლებულ მონაკვეთზე გაამახვილეთ ყურადღება: (1 იოანე 4, 7-21) საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგან არის სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ვიცოცხლოთ მისი მეშვეობით. ამაში გამოჩნდა სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამომსყიდველ მსხვერპლად. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმარეთებს ერთმანეთის სიყვარული. ღმერთი არასოდეს არავის უხილავს, თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სიყვარული ჩვენში სრულყოფილია. ჩვენ რომ მასში ვრჩებით და ის ჩვენში, იმით ვგებულობთ, რომ მან თავისი სულისგან მოგვცა. ჩვენც ვიხილეთ დავამოწმებთ, რომ მამამ მოავლინა ძე სოფლის მაცხოვრად. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი - ღმერთში. ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომლიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი არის სიყვარული და, ვინც სიყვარულში რჩება, ღმერთში რჩება, და მასში რჩება ღმერთი. ამიტომ გახდა სრულყოფილი ჩვენ შორის სიყვარული, რომ სითამამე გვქონდეს განკითხვის დღეს, რადგან როგორც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ სოფელში. შიში არ არის სიყვარულში, არამედ სრულყოფილი სიყვარული გარეთ სდევნის შიშს, რადგან შიშს სასჯელთან აქვს საქმე, ხოლო შეშინებული არ არის სიყვარულში სრულყოფილი. ჩვენ იმიტომ გვიყვარს, რომ პირველად მან შეგვიყვარა ჩვენ. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო თავისი ძმა კი სძულს, რომელსაც ხედავს, არ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
Oct 16 2007, 10:45 PM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მოდი წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით დავამთავრებ
რა არის შიში ღმრთისა? უმაღლესი სათნოებაა, კაცი ყველაფერს ღმერთს მიაწერდეს და თავისად არაფერი მიაჩნდეს, არ ზრუნავდეს კაცთაგან ქების მოხვეჭაზე, არამედ ყოველივეს ღმრთის წინაშე სათნო-ყოფისათვის იქმოდეს, რამეთუ იგი და არა სხვა ვინმე მოგვთხოვს პასუხს ჩვენი საქმეებისათვის. მაგრამ ჩვენს დროში ეს წესი შებრუნებულია: დღეს იმდენად მისი (ღმერთის) კი არ გვეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზე დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის, არამედ იმათი, ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღმერთის სამსჯავროზე. საიდან გაჩნდა ჩვენში ეს სნეულება? საიდან შემოვიდა ჩვენს გულებში? იქიდან, რომ იშვიათად ვფიქრობთ მომავალზე და უკიდურესად მიჯაჭვულნი ვართ დღევენდელ დღეს. ამიტომაც ჩავდივართ ასე იოლად ცუდ საქმეებს, ხოლო თუ რაიმე სიკეთეს ვაკეთებთ, იმასაც მხოლოდ კაცთათვის საჩვენებლად ვიქმთ, ამდენად, ამისთვის სასჯელი მოგველის. კაცმა შეიძლება გულისთქმით შეხედოს ქალს და ეს იმასაც დაუმალოს, ვისაც შეხედა და თავის თანმხლებთაც, მაგრამ ვერაფერს გამოაპარებს იმ თვალს, რომელიც არასოდეს თვლემს. ჯერ კიდევ მანამ, სანამ კაცი ცოდვას ჩაიდენდეს, ღმერთის მღვიძარე თვალი უკვე ხედავს მის სულში შემცოდე გულისთქმას, შინაგან შფოთს და გულისსიტყვათა მღელვარე, დაოუკებელ დუღილს, რამეთუ ყოვლისმხედველს არ სჭირდება არც მოწმეები, არც მტკიცებულებები. ასე რომ, ნუ აქცევ ყურადღებას შენსავე მსგავს ადამიანებს: კაცმა კიდევაც რომ აქოს შენი საქმეები, ეს ქება არას გარგებს, თუკი მათ ღმერთი არ შეიწყნარებს. ასევე, კაცმა რომც გაძაგოს, ეს ვერაფერს დაგაკლებს, თუკი ღმერთი არ განგიკითხავს. როდესაც შენსავე მსგავს მონათა აზრს მაღლა აყენებ, მსაჯულის (ღმერთის) ყვედრებისა არ გეშინია, გაფრთხილდი, არ განარისხო იგი. ამგვარად, არად ჩავაგდოთ კაცობრივი ქება, ყოველთვის გვახსოვდეს შიში ღმრთისა, და მაშინ ყველაზე მრისხანე ვნებებიც კი დადუმდებიან. ამ შიშის გარეშე თუ ვიცხოვრებთ, ვერც რაიმე დიდისა და კეთილშობილურის გაკეთებას შევძლებთ. ამიტომაც ამბობს მაცხოვარი: "შიშით და ძრწოლით თვისსა ცხოვრებასა იქმოდეთ" (ფილიპ. 2,12). უბრალოდ კი არ თქვა, "შიშითო", არამედ "ძრწოლითო" დაუმატა, რომელიც არის შიშის აღმატებითი ხარისხი. და თუკი თვით ყოფითი საქმეების კეთებაც კი შეუძლებელია შიშის გარეშე, განა ეს უფრო მეტად არ ითქმის სულიერ საქმეებზე? მაგრამ საიდან იშვება შიში ღმრთისა? იქიდან, თუკი ვიფიქრებთ, რომ ღმერთი ყოველგან არის და ყოველივეს ხედავს - არა მარტო საქმეებს და სიტყვებს, არამედ ყველაფერს, რაც კი გულისა და სულის სიღრმეში ხდება: "განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა" (ებრ. 4,12). თუკი ასე წარვმართავთ საკუთარ თავს, ცუდს არც არაფერს ჩავიდენთ, არც ვიტყვით და არც გავიფიქრებთ. ამიტომ, რასაც არ უნდა აკეთებდე, გახსოვდეს, რომ ღმერთი ყოველგან არის - რამეთუ იგი მართლაც ყოველგან არის. და თუკი ეს აზრი მუდამ თან გახლავს, ყოველთვის შიშსა და ძრწოლას იგრძნობ, თითქოს თვით მეფის წინაშე იდგე. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი