შიში და სიყვარული ღვთისა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შიში და სიყვარული ღვთისა |
მნათე |
Oct 16 2007, 04:39 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
საინტერესო თემად მეჩვენება, ალბათ ცნობილია რომ არაერთი წმიდა მამა საუბრობს, შემდეგზე -"შიში ღვთისა არს დასაბამი სიბრძნისა" ამავდროულად იგივე მამები საუბრობენ, რომ სიყვარული ეს არის სამყაროს შემამტკიცებელი ძალა და რომ მის გარეშე ყველაფერი 'არრარაა'...
მაინტერესებს რას ფიქრობთ თემასთან დაკავშირებით, მე ცოტა არ იყოს უცნაურად მეჩვენება სიყვარულისა და შიშის თანხვედრა.. თუ ღვთის შიში სიბრძნის დასაბამია, გამოდის რომ ის არ ყოფილა თავად სიბრძნე (?) მაშ რა არის მასში ფასეული? გმარკვიეთ, ცოტა არ იყოს დავიბენი, აი სახარების მაგალითი ავიღოთ, გაწითლებულ მონაკვეთზე გაამახვილეთ ყურადღება: (1 იოანე 4, 7-21) საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგან არის სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ვიცოცხლოთ მისი მეშვეობით. ამაში გამოჩნდა სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამომსყიდველ მსხვერპლად. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმარეთებს ერთმანეთის სიყვარული. ღმერთი არასოდეს არავის უხილავს, თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სიყვარული ჩვენში სრულყოფილია. ჩვენ რომ მასში ვრჩებით და ის ჩვენში, იმით ვგებულობთ, რომ მან თავისი სულისგან მოგვცა. ჩვენც ვიხილეთ დავამოწმებთ, რომ მამამ მოავლინა ძე სოფლის მაცხოვრად. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი - ღმერთში. ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომლიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი არის სიყვარული და, ვინც სიყვარულში რჩება, ღმერთში რჩება, და მასში რჩება ღმერთი. ამიტომ გახდა სრულყოფილი ჩვენ შორის სიყვარული, რომ სითამამე გვქონდეს განკითხვის დღეს, რადგან როგორც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ სოფელში. შიში არ არის სიყვარულში, არამედ სრულყოფილი სიყვარული გარეთ სდევნის შიშს, რადგან შიშს სასჯელთან აქვს საქმე, ხოლო შეშინებული არ არის სიყვარულში სრულყოფილი. ჩვენ იმიტომ გვიყვარს, რომ პირველად მან შეგვიყვარა ჩვენ. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო თავისი ძმა კი სძულს, რომელსაც ხედავს, არ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
G_I_O_R_G_I_ |
Oct 17 2007, 12:07 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ზოგადად შიშზე
წმინდა იოანე დამასკელი მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა შიშის შესახებ შიშიც, აგრეთვე, განიყოფა ექვსად. ესენია: ყოყმანი, კრძალვა, სირცხვილი, თავზარი, გაოგნება და აგონია. ყოყმანი არის შემდგომი მოქმედების შიში. კრძალვა არის გაკიცხვის მოლოდინის შიში (საუკეთესო განცდაა ეს). სირცხვილი არის შიში სამარცხვინო ნამოქმედარის გამო (არც ესაა ცხონებისათვის უიმედო რამ). თავზარი არის დიდი მოვლენისგან შიში. გაოგნება არის უჩვეულო მოვლენისგან შიში. აგონია არის წარუმატებლობის ანუ დამარცხების შიში, რადგან, გვეშინია რა საქმეში დამარცხებისა, აგონიაში ვვარდებით მამა თეოდორე ნაწყვეტი კითხვებზე პასუხიდან. არა იმიტომ, რომ ღმერთს სიამოვნებს დიდება. საქმე ის არის, რომ უფალთან ურთიერთობას სხვადასხვა გრადაცია აქვს. პირველი, დასაბამი სიბრძნისა, არის შიში ღვთისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სულიერი ცხოვრება იწყება მაშინ, როცა ეს გრძნობა ჩნდება. მას თან ახლავს სულიერი თვალის ახელა, რაც კაცს საკუთარ თავს დაანახვებს. ადამიანს ეშინია ღმერთის დაკარგვის, ხედავს, რომ ღირსია ჯოჯოხეთის დამკვიდრებისა. ასე ხდება მისი მოქცევა. ეს შიში უდიდესი სათნოებაა და საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია ადამიანის ცხონებისათვის. არსებობს საპირისპირო მდგომარეობაც, როდესაც ადამიანი პირდაპირ სასუფეველზე ფიქრობს. ამას მათ ურჩევენ, ვინც მიდრეკილია უიმედობისკენ. მაგრამ მამები გვასწავლიან, რომ არც ღვთის შიში და არს სასუფევლის ნეტარებაზე ფიქრი არ არის საკმარისი სრულყოფილი სულიერი ცხოვრებისთვის. ამისთვის აუცილებელია ღვთის სიყვარული. როცა ადამიანს აქვს ღვთის სიყვარული, იგი სრულ თავდავიწყებაში ვარდება. ღვთის მოშიში შეწყალებას, ცოდვათა მიტევებას, განსაცდელისგან ხსნას, ხელის მომართვას ან სასუფეველს ევედრება უფალს, ხოლო ის, ვისაც ღმერთი უყვარს, აღარაფერს ითხოვს. მას არც ჯოჯოხეთის ეშინია, არც სამოთხისკენ მიისწრაფვის, მხოლოდ ღმერთზე ფიქრობს. ეს კი სამოთხისეული მდგომარეობაა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი