![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#21
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ყოველთვის რთულია ცოცხალი საზოგადოების შიგა სამყაროში რაიმე სიახლის დანერგვა ან ძველის მოშლა, ან შეცვლა, რეფორმაციის ორი სახეა ყველაზე ცნობილია ევოლუცია და რევოლუცია, ცვლილებათა ეს სისტემები, დროითი განზომილებით არ განსხვავდება მხოლოდ, ერთი ფრიად ნელა და გეგმაზომიერად მიმდინარეობს, მეორე სწრაფია და ქაოტური. ამიტომაცაა რომ რაც დრო გადის და კაცობრიობის საყოველთაო გამოცდილება იზრდება, იზრდება ამასთანავე გამოცდილება მებრძოლი ეკლესიისა და შიგა ჩამოყალიბების, კანონიკური ევოლუციის პროცესს გადის.
ეს პროცესი კი უფრო მტკივნეული მაშინ ხდება, როდესაც ცვლილებები სწრაფად ხდება და ბევრი სიახლე ერთდროულად და გაუაზრებლად ცდილობს ეკლესიის შიგა სამყაროში შეღწევას, ასეთ "კულტურულ აგრესიას", ხშირად საპირისპირო უკიდურესი კონსერვატიზმი მოყვება, დევიზი "ყველაფერი ახალი წინსვლის ნაყოფია", იცვლება "ყველაფერი ძველი უცვლელია"! არადა ეკლესიისათვის არასოდეს იყო უცხო აკრიბიიდან, რაც არის სიზუსტითი სწავლება დოგმატიკისა და უძირითადესი კანონიკის შესახებ, რომლებიც მუდამ უცვლელნი რჩებიან, როგორც ფუნდამენტი ქრისტიანული მოძღვრებისა) იკონომიამდე სვლისა, რომელიც გაიგება, როგორც შეწყალება, როგორც დაშვება და თუნდაც როგორც მიზეზ-შედეგობრივი ცვლილება; თუმცა თავიდანვე უნდა განსხვავდეს რაა დაშვება ( შეწყალება) და რაა ის ევოლუციური, განვითარების გზით მოტანილი ცვლილება და სად იწყება აკრიბია. დაშვებაა ის რომ ნათლობა დღეს თავზე წყლის დასხმით ხდება და არა სრული შთაფვლით, ის რომ ავადმყოფს მარხვა არ მოეთხოვება და ა.შ. მაგრამ რა შეიძლება მივიჩნიოთ ცვლილებად და რა ადგილობრივ ტრადიციად? არის თუ არა ცვლილება მართლმადიდებელი ეკლესიიის ცხოვრებაში ჩვენს და ეკლესიებში მიღებული სხვადასხვა ტრადიცია? მაგალითისათვის სიის მიხედვით მოვიყვან ამ განსხვავებებს, და ვნახოთ რა არის ისინი ევოლუცია-წინსვლა თუ დათმობა-შეწყალება-დაშვება, დროებითი და ლოგიკური, მაგრამ არა საყოველთაოდ მისაღები? აქ უკვე ბევრჯერ განხილული სკამების არსებობის ფაქტი უწვერულ მღვდელთა ყოლა შეუმოსავი გადაადგილება ქალაქში მცხოვრებ სასულიერო პირთა ( ან კათოლიკური შავი პერანგით სიარული, რაც ასე ახასიათებს რუმინელ, ბერძენ, ამერიკელ და სხვა მართლმადიდებელს ), ქალთა თავდაუბურავი ლოცვა ტაძარში, რომელიც ლამის ბუნებრივი მოვლენაა რუსულ და ქართულ ეკლესიათა გარდა, შეიძლება თუ არა თავსაბურავი "ამოვარდეს" საეკლესიო პრაქტიკიდან? და საერთოდ, ვინ და როდის უნდა დაიბუროს თავზე? აქაც აზრთა სხვადასხვაობაა... სანთლების ტრადიცია, რომელიც საბერძნეთში საერთოდ მეორეხარისხოვანია და ეკლესიის ბოლოს, სპეციალურად გამწოვდაყენებულ სასანთლეებით ამოიწურება, არანაირი სასანთლე ხატების წინ და ა.შ. კათოლიკებში საერთოდ ელექტრონული სანთლებია. ოჯახის "დაგეგმარების" საკითხი, იგივე კათოლიკებმა ლამის ლეგალიზაცია მოახდინონ პრეზერვატივებისა, რათა რამენაირად წინ აღუდგნენ მუდმივად მზარდ აბორტთა რიცხვს. ჩვენთან უკვე ბევრჯერ განხილული სხვა ქრისტიანული აღმსარებლობიდან მოქცეულთა საკითხი, რომელიც ასე ცვალებადია არამარტო სხვდასხვა ეკლესიებში,და არა მხოლოდ ქვეყნების მიხედვით, არამედ მოქცეულთა რიცხვის მიხედვითაც, ანუ შეიძლება ერთი თუ მოექცა სრული ნათლობით მიიღონ, ხოლო თუ ასი, სინანულით... კათოლიკურ, პროტესტანტულ და სხვა აღმსარებლობის ტაძრებთან, მათ წევრებთან ურთიერთობის საკითხი... სახელმწიფო წყობასთან, მეცნიერულ განვითარებასთან, ტექნიკურ წინსვლასთან და სხვა ბევრს რამესთან დაკავშირებული ცნობილი შეუგუებლობა, რომლებიც საღდება "მებრძოლ მართლმადიდებლობად", ეს ყველაფერი სწორედ ის თემებია, რომლებზეც ყველაზე მძაფრი კამათები იმართება ხოლმე ფორუმში, აქ კი მინდა ერთგვარი ჩამოყალიბებული სახე მივცეთ, რაა დაშვება, რაა ტრადიცია ( ანუ არც დაშვებაა და არც საყოველთაო კანონი) და რაა აკრიბია ( ანუ ყოვლადუცვლელი კანონი),რათქმაუნდა თქვენი დახმარებით და თქვენთან ერთად! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#22
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
KAIROS ,
პირველ რიგში მადლობა შენს ბოლო პოსტზე, ჩამოყალიბებული რომ არის ქალის თავდაბურვის შესახებ, მე ქართულად არ ვიცოდი ეგ და თავს ვიკავებდი დამეწერა,თუმცა დარწმუნებული იმაში რომ ყველამ ვიცით,მივაწერე წინა პოსტს, ცხადია რატომაც უნდა იყოს ქალი თავსაფრით. ახლა კი რაც მე ნამდვილად ვიცი იმას დავწერ : იმ მიზეზით, რომ ეს მართლმადიდებლობის ეკლესიის პრობლემაა და პასუხი ჭირდება, ბერძნები საერთოდ ( ან თითქმის საერთოდ) თავს არ იბურავენ, სერბები და რუმინელები მხოლოდ ზიარებისას, ქართველები და რუსები მთელი წირვისას ( ზოგი ვაიმოძღვარი ქუჩაში და მაპატიეთ და ლოგინშიც ურჩევს ზომბ მრევლს ![]() ![]() წვერის საკითხიც ასეთივეა, ამერიკის მართლმადიდებლები ზოგი საერთოდ არ ატარებს, რუსებში ზოგი დიაკონი არ ატარებს წვერს, ძალიან ბევრ რუს მოძღვარს კი "ბლანჟე" ამშვენებს ![]() მე ჩემი ქრისტიანული ცხოვრების უმეტესი ნაწილი სერბების ეკლესიაში გავატარე და ამიტომაც დარწმუნებული ვწერ ამას: სერბ ქალებს ყველას არ ახურავს თავზე, უფრო მეტად საზღვარგარეთ მყოფთ,თვით სერბიაში ნაკლებად თავდაუხურავი, და ეს უთავსაფრობა არანაირად არ "მოსწონთ" იქაურ მოძღვრებს, ხშირად ქადაგების დროს ახსენებენ ხოლმე, რომ აუცილებელია თავსაფარი !!! არიან ქალები, რომლებიც ზიარების დროსაც კი არ იხურავენ. თუმცა, ვიმეორებ, ამას ტოლერირებას არ უკეთებენ სასულიერო პირები. ჩემი მოძღვრის აზრით,რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს, ხშირად ვერ ვაძლევთო შენიშვნას ამაზეო, რომ "გაბრაზდებიან" (!) და ეკლესიაში საერთოდ აღარ მოვლენო, ანუ რაღაცით მაინც "უფრთხილდებიან " მრევლს..აი, ესაა სიმართლე რაც ნამდვილად ვიცი. რაც შეეხება შარვალს,ცხადია მოდიან შარვლებით,მაგაზე შენიშვნას არ აძლევენ, მაგრამ უკიდურესი მინი-კაბით მოსულებს ტატქიკურად ეუბნებიან, რომ ასე ჩაცმული ტაძარში ნუ მოვლენ. მაგალითად, ერთი გოგო იყო (განკითხვაში არ ჩამითვალოთ, ამბავს ვყვები), მუდამ ესწრებოდა მსახურებას, მაგრამ მოდიოდა საშინლად მოკლე კაბით, თან მაინცდამაინც მსახურების დროს ანთებდა სანთელს და რომ წაიხრებოდა, საცვალი უჩნდებოდა,მთელი მამრობითი სქესის მრევლი მას მისჩერებოდა...დასკვნა თქვენ გამოიტანეთ აწი, რატომ არის მიუღებელი ასე შევიდეს ქალი ეკლესიაში. თუმცა შენიშვნის მიცემის დროს იმ გოგომ განაცხადა, რომ შურთ მისი ლამაზი ფიგურის და ამიტომაც "უკრძალავენ"..ღმერთო მაპატიე და რაღა უნდა ეთქვათ მეტი. მკრეხელბაში არ ჩამითვალოთ და ჩემი "შემხედვარე" ბევრმა ქალმა დაიხურა თავზე,ჩემი ეკლესიის მრევლთაგან. ადრე კი ერთმა ქალმა მითხრა თავსაფრით რომ ვიყავი, შენ რა მუსლიმანი ხარო ? ![]() მაპატიეთ, გამიგრძელდა სიტყვა. პ.ს.ჩემს მოძღვარსაც აქვს ხანდეხან ბლანჟე, თუმცა არა ყოველთვის და ქუჩაშიც შავი პერანგით დადის,როგორც ეს ადრე აქ ნახსენები იქნა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 09:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი