![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოკლედ ახლა წამოიჭრა ერთ ფორუმელთან გარკვეული კითხვა, არის თუ არა ღვთის მადლი არა მართლმადიდებელ თემებში, თი ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან ყოველგვარ მადლს.
მე როგორც წარმომიდგენია, ეს არ არის ასე მარტივად გადასაწყვეტი, რადგან როდესაც ვიღებთ სხვადასხვა თემის არამართლმადიდებლებს, გათვალისწინებით კონკრეტული თემისა, მიღების წესიც სხვადასხვაა, მაგალითად კათოლიკებს იგივე რუსეთის ეკლესია არ იღებს არც ნათლობით, არც მირონცხებით და თუ მღვდელლია ქიროტონიის გარეშე. ჩვენთანაც იგივე წესია, თავად ვარ ერთი ყოფილი კათოლიკეს ნათლია...მისი გადმოსვლლის რიტუალი იყო მხოლოდ ლოცვების კრებული, არანაირი ნათლობა და სხვა საიდუმლო. თუ მართალია ის, რომ იქ არანაირი ნათლობა არ არის, მაშინ როგორც კვიპრიანე კართაგენელი ამბობდა მათეული ნათლობა სიბინძურით განბანა არისო, მაშინ ბუნებრივია რომ გადმოსვლის დროს უნდა მოინათლნენ, რასაც თავად წმ. კვიპრიანე აკეთებდა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეკლესიამ ეს წესი არ მიიღო ზოგად საყოველთაო წესად...ზემოთ მოვიყვანე ერთი მცირე მაგალითი ამისა. ე.ი. გამოდის რომ, როდესაც არ ვნათლავტ და არანაირ წესს არ ვუტარებთ გადმოსვლისას ადამიანს-ვაღიარებთ იმ თემში შესაბამისი საიდუმლოს არსებობას. ჯერ ეს იყოს იმედია ანათემაზე გადაცემები და მსგავსი რამე არ დამემუქრება ![]() მნათე რას იჭყიტები...ანათემის ტექსტს თუ ადგენ ჩემზე, მე უკვე მაქვს, მოგაწვდი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
ერთადერთი მხოლოდ კათოლიკებზე შეიძლება იყოს აღსრულებული ნათლობა ცოტა განსხვავებული ფორმით რაც შეიძლება გამოწვეული იყოს იმით რომ ისინი ყველაზე უფრო ახლო დგანან მართლმადიდებლობასთან,რაც შეეხება დანარჩენს ეს იქნებიან ბუდისტები,მუსულმანები,პროტეს
ტანტები და სხვადასხვა განხეთქილებების მიმდევრები მათზე ეკლესიის მიერ დადგენი ნათლობის სრული წესი სრულდება.აქ შეიძლება საუბარი იმაზე თუ რატომ ხდება კათოლიკებზე ცოტათი განსხვავებული წესით(ჩვენს ეკლესიიაში მგონი არა)და რაში მდგომარეობს ეს წესი. ციტატა მთელი შრომა და ჩემი მტკიცებაც მიმართულია იქითკენ, რომ გასაგები გავხადოთ, რომ გამოთქმა " ნათლობა აუცილებელია" შეცდომაა, რადგან ეს აუცილებლობა არაა KAIROS თქვენი მტკიცება მართლაც მცდარია რადგანაც ნათლობა ყველასთვის აუცილებელია ისე იგი ვერ ჩაითვლება მონათლულად ანუ მართლმადიდებლად მითუმეტეს აღსარებაშიც თუ არ მოინანია რომ სხვა რელიგიის აღმსარებელი იყო და რომ მტკიცედ აქვს გახდეს მართლმადიდებელი და იცხოვროს ისე როგორც მართლმადიდებლობა ითხოვს |
KAIROS |
![]()
პოსტი
#3
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ერთადერთი მხოლოდ კათოლიკებზე შეიძლება იყოს აღსრულებული ნათლობა ცოტა განსხვავებული ფორმით რაც შეიძლება გამოწვეული იყოს იმით რომ ისინი ყველაზე უფრო ახლო დგანან მართლმადიდებლობასთან,რაც შეეხება დანარჩენს ეს იქნებიან ბუდისტები,მუსულმანები,პროტეს ტანტები და სხვადასხვა განხეთქილებების მიმდევრები მათზე ეკლესიის მიერ დადგენი ნათლობის სრული წესი სრულდება.აქ შეიძლება საუბარი იმაზე თუ რატომ ხდება კათოლიკებზე ცოტათი განსხვავებული წესით (ჩვენს ეკლესიიაში მგონი არა)და რაში მდგომარეობს ეს წესი. KAIROS თქვენი მტკიცება მართლაც მცდარია რადგანაც ნათლობა ყველასთვის აუცილებელია ისე იგი ვერ ჩაითვლება მონათლულად ანუ მართლმადიდებლად მითუმეტეს აღსარებაშიც თუ [b]არ მოინანია რომ სხვა რელიგიის აღმსარებელი იყო და რომ მტკიცედ აქვს გახდეს მართლმადიდებელი და იცხოვროს ისე როგორც მართლმადიდებლობა ითხოვს[/b] სოლომონ, რაღაც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ან გვისმენ კარგად და ან ვერ მიხვდი რაზე ვკმათობთ... ბუდისტი და მუსულმანი რომ უნდა მოინათლოს, ამას ვინ უარყოფს? მე რომ მეუბნები "თქვენი მტკიცება მართლაც მცდარია " , იგივეს არათუ გაგიმეორებ არამედ დაგიმტკიცებ კიდეც, რა უფლება გაქვს შენ, როცა მართლამდიდებლობის სახელით ამტკიცებ :"ნათლობა ყველასთვის აუცილებელია ისე იგი ვერ ჩაითვლება მონათლულად ანუ მართლმადიდებლად მითუმეტეს აღსარებაშიც თუ არ მოინანია რომ სხვა რელიგიის აღმსარებელი იყო ..." რამდენი მაგალითი მოგიყვანეთ, რომ სხვადასხვა მართლამადიდებულური ეკლესიები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიებიდან მოქცეულებს სხვადასხვა წესით ღებულობდა, მაპატიე ძამიკო, მაგრამ საკითხი ჯერ უნდა იცოდე და მერე უნდა იკამათო, იმ ცოდნით კი რასაც ამჟღავნებ ( დამწყები ქრისტიანის) უკეთესი იქნებოდა, გამოიყენო "მე ასე ვფიქრობ..." ,"იქნებ ასეა..." და " ამ აზრზე რას იტყვით" და არანაერი უფლება არ გაქვს რაღაც მტკიცედ ამტკიცო, რადგან შეიძლება შენ გგონია, რომ მართლმადიდებლობას იცავ ( არადა ვინ უტევდა? ), ამავე დროს კი ზედიზედ არღვევ ისტორიულ რეალობას, ერთმანეთში ურევ კანონიკას და დოგმატიკას და ყოველგვარი დოკუმენტაციის მოყვანის გარეშე მოკამათე მხარეს სიმცდარეში დებ ბრალს, არ შეიძლება ასე, მეგობარო! სინამდვილეში, იყო შემთხვევა, როცა ქართული ეკლესია მონოფიზიტებს მირონცხებით ღებულობდა, ახლა სრული ნათლობით ღებულობს ე.ი. დაარღვია რამე? რადგან შენ ამტკიცებ " ნათლობა ყველასთვის აუცილებელია "? არა, უბრალოდ შენ ვერ გაიგე... რუსული ეკლესია ( ისე გააჩნია სად) უნათლავად ღებულობს კათოლიკეთ, რა ხდება მწვალებლად გამოვაცხადოთ? არანაერად და ღმერთმა დაგვიფაროს, უბრალოდ შენ არ გესმის, მეგობარო სოლომონ, რომ ეს არის კანონიკის საკითხი და დროთა განმავლობაში იცვლება... ჩვენ აქ ვკამათობთ რა დამოკიდებულობით ეკიდება ან ეკიდებოდა ეკლესია ახლადმოქცეულებს, როცა უნათლავად ღებულობდა ან ღებულობს მათ... ამაზეა ჩემო კამათი და არა ნათლობის საიდუმლოების აღსრულებაზე... მოკლედ დაფიქრდი ჯერ, კარგად წაიკითხე, ლიტერატურაც მოიპოვე და მერე იკამათე... ასევე K.K.ვთხოვ ნუ იყენებს ციტატებს, რომელითაც თანაფორუმელებს შეურაცხყოფას აყენებს, ფორუმი ჩემო კარგო, ფორუმია, აქ საუბრობენ, მსჯელობენ , ზოგიც "ყბედობს", ზოგს კი "ყბედობა" გონია, ის რაც არ ესმის, ამიტომ აგრესიას თუ არ შეეშვები, სჯობია ის პოსტები ან უკომენტაროდ იკითხო ან საერთოდ არ იკითხო... კოცონი... კოცონი გიზგიზებს... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 02:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი