ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში |
კანონისტი |
Oct 20 2006, 05:17 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ხშირად არის შემთხვევები, რომ წამოიჭრება ესა თუ ის საკითხი, რომელიც ერთი შეხედვით საყოფაცხოვრებოა, თუმცა მას თავისი წესი აქვს განსაზღვრული საეკლესიო კანონებით
აქ ასეთები განვიხილოთ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Nov 14 2006, 07:17 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
სოლომონ, ვერ გამოვიტანე შინაარსი შენი გამოხმაურებიდან, გასაგებად დამიწერე რა გაინტერესებს და აქ ვარ... და ნუ ფიცხობ ხოლმე
ახლა კანონისტ: ახლა მოდი განვასხვავოთ "კურთხევები" 1) ციტატა თანამდებობაზე დადგინდება ვინმე, აღნიშნულს ყოველთვის ესაჭიროება კურთხევა 2) ციტატა ამ ლოგიკით, ტაძარს კურთხევა არ უნდა სჭირდებოდეს. მას შემდეგ რაც ის ტაძრის ფორმას მიიღებს (ალბათ) ის ჩაითვლება ტაძრად 3) ხატის ან ჯვარის კურთხევა... ისე არის სხვა ბევრი "კურთხევები" , 1) ახლა დავიწყოთ პირველიდან: რაიმე საბუთის დამტკიცების ან პიროვნების დადგინების ეკლესიის მიერ იურიდიულ დადგინებას ან დამტკიცებას კურთხევა ეწოდება ( ასევე რაიმე დავალების გაცემას), მოდით მერე დავაკავშიროთ ეს "იურიდიული დამტკიცების მიმნიჭებელი კურთხევა " ჩვენს "ხატის კურთხევასთან"... 2) ახლა მეორე "ტაძრის კურთხევა" , აქაც შეგვიძლია დავინახოთ "იურიდიული დამტკიცების მიმნიჭებელი კურთხევა", მაგრამ აქ ესყველაფერი აქ შორს მიდის და უძველეს ქრისტიანულ წესებს ეყრდნობა, უპირველესი ქრისტიანული საკურთხევლები ხშირად მოწამეთა საფლავებზე იმართებოდა, და ადგილიც შესაბამისად წმიდა იყო, ცნობილია, ისიც რომ ჯერ კიდევ დევნილ ეკლესიაში, როცა წირვები ( პურის გატეხვა) სახლებში ტარდებოდა, მაშინაც კი ერთგვარი "კურთხევა" ხდებოდა ადგილისა, ანუ მხოლოდ გამორჩეული ქრისტიანის ოჯახს იყენებდნენ ამისათვის და შეძლების ფარგლებშიც ეს ოთახი განსაკუთრებული იყო, უძველეს კატაკომბებში ან პირდაპირ მარტვილის საფლავზე ( ანუ საძვალეზე) გამართავდნენ საკურთხეველს, ან კიდევ ეს მცირე საკურთხევლები კატაკომბების გადაკვეთის ადგილას იმართებოდა, აქაც ადგილისადმი ფაქიზი და ლამის საკრამენტული დამოკიდებულებაა, როგორც კი ქრისტიანობა სააშკარაოზე გამოვიდა, მაშინვე დაადგინა ეკლესიამ კურთხევათა მთელი სტადიები ( დროთა განმავლობაში ვითარდებოდა და მრავლდებოდა) ეკლესიის კურთხევისა და მოწყობისა... ასე რომ აქ უძველეს ტრადიციასთან გვაქვს საქმე, რომელიც უძველეს ლიტურგიკულ წიგნებშიცაა დადასტურებული. 3) აი ხატებთან კი მსგავსი არაფერი ხდება...ანუ უძველეს და თუნდაც ძველ იადგარებში და ტიპიკონებში, კურთხევების გვერდით ხატის კურთხევა არ არსებობს! ახლა ლოგიკური კითხვა:"საიდან, რა მომენტიდან ხდება ფიცარი (ან ტილო) ხატი? როცა ხატმწერი ბოლო ფუნჯს დაუსვამს? " სანამ კომენტარს გავაკეთებდე, კანუდოსელის შენიშვნას მეც გაგიმეორებ, 1ოდნავ იგრძნობა სქოლასტიზმი იურიდიზმთან შერწყმული... ააახლაკი მა კითხვაზე ძალიან უბრალო პასუხს მოგცემ, აქ ეკლესიაა მთავარი, დაწერილ ხატს მიასვენებენ ეკლესიაში ( ისე "უკურთხეველ" ხატზე (უჰ, რა აბსურდულად ჟღერს "უკურთხეველი ხატი"...) შეიძლება "მიაბრძანეს" დაწერა? ) სადაც მღვდელმსახური შეასვენებს ხოლმე საკურთხეველში ან პირდაპირ ემთხვევა მას, და ამით მრევლისათვის გასაგებია, რომ ხატი სწორადაა შესრულებული და მის თაყვანისცემაზე კურთხევა აქვთ მიცემული , მოკლედ ხატის ხატობის შესახებ ბოლო სიტყვას ეკლესია ამბობს და განარჩევს( და არა თუთიყუში, ეს რამ დაგაწერინა კაცო )... არაა, ახლა ეს დიდი საკამათო თემა, მე როცა ვარ საქართველოში, უაზრო კამათები, რომ არ გამოვიწვიო ხატებს ვაკურთხებინებ, როცა ბერძნებთან მაქვს საქმე, ვაძლევ მათ, ისინი ასვენებენ ცოტა ხნით ტრაპეზზე და სულაც არ ვთხოვ " განსაკუთრებულად აკურთხე"-მეთქი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი