გალობა ინსტრუმენტების თანხლებით. . . (?) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გალობა ინსტრუმენტების თანხლებით. . . (?) |
მნათე |
Nov 5 2006, 07:28 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მოკლედ მინდა გაგიმხილოთ, რომ ჩემი ცოდნა გალობისა და ზოგადად მუსიკის სფეროში, არ ცდება ნულოვან ნიშნულს. . . ამიტომ რიგი საკითხები გაურკვეველია.
სწორედ ამ რიგს მიეკუთვნება, "ინტრუმენტული გალობა". იქნებ გამარკვიოთ (სასურველია ვრცლად), რატომ კრძალავს დედა ეკლესია გალობას უსულო საკრავების თანხლებით? ჩემი გააზრებით უფალი მხოლოდ "სულიერი ხმით" უნდა განიდიდებოდეს, მაგრამ მხოლოდ ამ არგუმენტით ვერ დავაკმაყოფილე მაგ. ჩემი პროტესტანტი მეგობარი და ამ ფორუმის წევრი glaxa რომელმაც კონტრარგუმენტად დავით მეფსალმუნე და ქნარი მოიყვანა. ვიცი რომ აქ პროფესიონალები დომინირებენ, სწორედ მათგან მინდა მოვისმინო ვრცელი წიაღსვლა ამ კუთხით. იმედია არ წამომაძახებენ 15 წლის ბალღს რა გატლიკინებსო -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დათიკო |
Nov 14 2006, 10:34 PM
პოსტი
#22
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
glaxa
ციტატა ვინ შეჰქმნა მუსიკა? ღმერთმა შექმნა მუსიკა, ისევე როგორც სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე ისე უფრო დეტალურად ჩემს ზედა პოსტებში წერია და იმ სტატიებში მე რაც დავდე. ეს ერთ-ერთი ლინკია, სადაც ამომწურავადაა ეს ინფორმაცია. http://www.12urokovpravoslavia.ru/muzstatya.htm იქ საუბარია იმაზე რომ პირველი ე.წ. მომღერლები ანგელოზები იყვნენ. იქვე საუბარია იმაზე თუ როგორ ვითარებაში ჩაისახა ინსტრუმენტებიც. ეს კაენის შტოს დამსახურებაა. ციტატა და თუკი არ შეიძლება ღმერთს ხოტბა შეასხა ინსტრუმენტებით ვინ თქვა რომ არ შიელძლება? მე სიგიჟემდე მიყვარს ბახის იოანეს და მათეს ვნებანი. ჰ მოლ მესა და სხვა აუარებელი საორღანო თუ არასაორღანო ნაწარმოებები. მაგრამ ამ ნაწარმოებთა ეკლსიაში საღვთო ლიტურგიის დროს გამოიყენება არ შეიძლება. ამ მიზეზებზე სწორედ ახლა მიდის საუბარი და ძლიან მალე შევეცდები დავდო საეკლესიო კრებათა დადგენილებების, სადაც ეს ოფიციალურადაა დამტკიცებული. რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ მუსიკას, მისი ადგილი საკონცერტო დარბაზშია და არა ეკლესიაში. ჩვენ ღმერთი უნდა ვადიდოთ ყველა არსებული ხერხით, მათ შორის მუსიკითაც. მე თვითონ მუსიკოსი ვარ და ვცდილობ თვითეული ნოტი უფლის სადიდებლად ავიღო. აქვე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი მუსიკა შესაძლებელია სულისთვის მარგებელი იყოს, მაგრამ მათი ლიტურგიკული დანიშნულებით გამოყენება არ შეიძლება. პარალელს გავიყვან: ისეთი ლიტერატურის მსგავსად, რომელიც მარგებელია სულისთვის, მაგრამ ღვთის მსახურებისას არ გამოიყენება. მაგალითად ბასილი დიდის ექვსთა დღეთა, ხოლო იგივე ბასილი დიდის მიერ არის დაწერილი ლიტურგია, რაც გამოიყენება ეკლესიში ღვთისმსახურებისას. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი