სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა |
:_მარიამი_: |
Jul 28 2006, 01:59 PM
პოსტი
#1
|
gvirila_mari ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 |
სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა
უფალო, ღმერთო ჩვენო! როგორ ვერასოდეს ვიქცევით შენს მოსაწონად, რაც არ გსურს იმას ვაკეთებთ, დაგვჯაბნა ცოდვებმა და ვნებებმა, მოწყალეო, ყოვლის შემძლევ, შენი მადლით შეეხე ჩვენს გულებს, მოგვეცი ძალა ცოდვებთან ბრძოლისა, განგვაშორე მაცდური ეშმაკი, მფარველი ანგელოზი მოგვივლინე, მისივე ძალით გვიხსენი, შენ თვითონ თქვნი უფალო, რომ ცოდვილთა საცხოვნებლად მოხვედი; შენ, შენ თვითონ თქვი მოწყალეო, რომ ცოდვილის სიკვდილი კი არ გსურს, არამედ მის სინანულს მოელი. თვითონვე ბრძანე შენი უწმინდესი ბაგეებით:"ჩემთან მოსულს არ განვაგდებ". და აი, მოგეახლენით, სასოო ჩვენო, შენს ფეხებთან დამხობილნი ვქვითინებთ, ღმერთო და მეუფეო ჩვენო, ნუ მოგვარიდებ სახეს შენს ქმნილებებს, თუმცა ცოდვილნი ვართ, მაგრამ მაინც შენ გეკუთვნით, მოგვანიჭე სიმტკიცე და ძალა, რათა დავძლიოთ ჩვენი ბოროტი, ცოდვიანი ჩვევები. ამინ! |
bagusa |
Oct 18 2007, 12:05 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 17-October 07 წევრი № 2,986 |
მამა ვიტალის სურათი არ გთქვთ
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი