ადამი და ევა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამი და ევა |
მხევალი ნინო |
Oct 15 2007, 01:13 PM
პოსტი
#1
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
არ ვიცი არის თუ არა ეს ღვთისმეტყველება, მაგრამ კაიროსის იმედით აქ ვხსნი თემას, მოდით ვისუბროთ თემაზე, რატომ დაიწყევლა ქალი მეტად ვიდრე მამაკაცი ცოდვით დაცემის შემდეგ, რატომ უნდა დაემორჩილოს ქალი მამაკაცს, ღვთისმშობლის შემდეგ, რატომ არ შედის ქალი საკურთხეველში? დღემდე მეტია თუ არა მამაკაცი ქალზე?
ფორუმისთვის ყბადაღებული თემა დედათა წესი, მე როგორც ვიცი წარმოადგენს ქალისთვის იმ პირველი შეცოდების გახსენებას. ქრისტეს შემდეგ კვლავ რატომღა ვიხსენებთ იმ პირველ შეცოდებას? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
Oct 17 2007, 12:54 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა "ქალი კაცზე დაბლა დგას მხოლოდ სქესის გამო" მე მჯერავს ეგ, და თუ რატომ, ბევრის მოყოლა მომიწევს და აქ თავს ვიკავებ. არანაირი დაბლა დგომა არ არსებობს, არ შეიძლება ასე საუბარი ქრისტიანობაში, არ უჯერებთ პავლეს? "არცა მამაკაცებაი, არცა დედაკაცებაი", საქმე სხვა რამეშია, კერძოდ მორჩილებაში იმ ჯვარისა, რაც თითოეულ მათგანს აკისრია, მაშ ასე "თანასწორნი, მაგრამ განსხვავებულნი",ამის შესახებ "აკრიბიიდან იკონომიამდე" ვისაუბრე. იხარეთ, კაიროსი! ციტატა მართლა? დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი შენთან მეც კარგად ვთამაშობდი (თუღა მახსოვს... ) შეიძლება ზეპირადაც შეიძლება იაჰუს თამაშების განყოფილებაში, დავგეგმოთ მერე, ისე კი ახლა რაც მახსოვს მესამე თანრიგოსანიც არ ვარ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
Oct 18 2007, 01:03 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
არანაირი დაბლა დგომა არ არსებობს, გაუგებრობას იწვევს სხვა გარემოება რომ თვლიან რომ რადგან კაცი თავია ოჯახის, ე.ი. თანაბარ უფლებიანობა არ გვაქვს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავობა სხვას ნიშნავს - პრეზიდენტი თავია სახელმწიფოსი, მაგრამ უფლებებით ჩვენ და ის ვართ თანაბარუფლებიანი მოქალაქეები. ასევეა ქალის და მამაკაცის საკითხი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი