IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა
L E Q S O
პოსტი Mar 1 2007, 10:17 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 32
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,225



ვილაპარაკოთ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე. გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები მისი პიროვნების, შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ. შეგიძლიათ დაწეროთ თქვენთვის საყვარელი ილიას ფრაზები ან ლექსები. smile.gif smile.gif smile.gif


--------------------
არასოდეს თქვა არასოდეს!!!!!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
catherina_10
პოსტი Oct 18 2007, 05:07 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



მოგონებები



კოსტა აბხაზი


ილია და მე ერთად შევიზარდენით. რაც ჩემი თავი მახსოვს იმ დღიდან მახსოვს ილიაც. ილია ერთი წლით ჩემზედ უფროსი იყო. გიმნაზიაშიც ერთად ვიყავით და სტუდენტობის დროს ერთს ოთახში ვცხოვრობდით.

როგორც მახსოვს, ილია პატარაობიდანვე ლექსებსა სწერდა. მხსოვს ასეთი შემთხვევა ილია იქნებოდა ესე 11 წლისა. ჩვენს სოფელში კარდანახში ვიყავით. კვირა დღე იყო და ერთი ოცი თუ თხუთმეტი ვერსის მანძილზე მამაჩემს მამითადი ჰქონდა. ჩვენც იქ წავედით. მთელი დღე ვუცქეროდით გახურებულ მამითადს. საღამოთი შინისკენ დავბრუნდით და კარდანახამდინ რომ ასე 7 ვერსის სავალი დაგვრჩა კოკისპირული წვიმა დაუშვა და მთელი ნიაღვარი მოვარდა. მეტი გზა არ იყო შევბრუნდით ახლო მდებარე სოფელში ჩალაუბანში და ღამეც იქ გავატარეთ, მაგრამ მთელი ღამე არ მოგვითვლემია. ერთს გლეხკაცის სახლში ვიწექით და ღამე იმოდენა მკბენარი დაგვეხვია, რომ გათენებისას გამოვვარდით გარეთ ლოგინებითურთ და ერთს დიდს კაკლის ქვეშ გავშალეთ და ცოტა გამოვიძინეთ. აი სწორედ აქ დაწერა ილიამ თავისი პირველი ლექსი ”რწყილები”(47-48წ.). საუბედუროთ ეს ლექსი არ შენახულა და არ ვიცი რა უყო ილიამ. მახსოვს მარტო, რომ ამ ლექსში დიდის ოხუნჯობით და მეტად კომიკურად იყო აღწერილი ჩვენი რწყილებთან ბრძოლა, და ლექსმა ბევრი გვაცინა.. .

. . .მამულისადმი უანგარო სიყვარული პატარაობიდანვე შეჰყვა ილიას, მეტის მეტად უყვარდა ბაასი გლეხკაცებთან, მეტადრე მოხუცებულებთან. ჰკრეფდა და აგროვებდა ზღაპრებს, ანდაზებს, გამოცანებს. უყვარდა მესტვირეები და სიამოვნებით უგდებდა ყურს. საზოგადოთ კი მუსიკას არა სწყალობდა, და არც ესმოდა. მე მისი მარტოდ მარტო ერთი სიმღერა მახსოვს. ხშირად ოთახში ბოლთასა სცემდა და უცნაურის კილოთი ღუღუნებდა:

Англиский лорд,

Свободен и горд. . .

დიდი თაყვანისმცემელი იყო ილია ინგლისის სახელმწიფო წესწყობილებისა, აღმერთებდა გარიბალდის და პატივსა სცემდა გლადსტონს.

არ ვიცი, ვინ იყო ისეთი პირი, რომელსაც გავლენა ჰქონდა პატარა ილიაზედ, რომელმაც შთაჰბერა მას გულში სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ხალხური ხელოვნებისადმი სიყვარული. მე მგონია, რომ ეს შემდეგში შეიგნო ილიამ, მეტადრე როდესაც მომრიგებელ შუამავლად და მოსამართლედ იყო, სადაც ხშირად ხვდებოდა და ახლოს ეცნობოდა ჩვენს ხალხს.





მიხეილ ჯავახიშვილი


. . . 1906 წლის გაზაფხულზე ავადმყოფ ილია წინამძღვრიშვილის სანახავად მივედი. მალე ილია ჭავჭავაძეც შემოვიდა. ავადმყოფი მოიკითხა და საუბარი გააბა, შავბნელი აზრებით იყო სეპყრობილი. ჯერ ”ივერიის” ბედი გაიხსენა. ეს გაზეთი მისი ნაშვილევი იყო. იგი რამოდენიმე ათეულ წელიწადს ზიდა, მერმე თავის ერთგულ ა. სარაჯიშვილს გადასცა, მან ილიას გზით მავალ ყიფშიძეს ჩააბარა. ამან კი ახალგაზრდას გადაულოცაო, -სთქვა ილიამ ჩემზე,-და შემდეგ გოგიჩაიშვილსაო.

ილია ჭავჭავაძის საჯარაო ლაპარაკი რამოდენიმეჯერ მოვისმინე. საოცარი ორატორი იყო. არ აღელდებოდა, კილოს არ აუწევდა. თავი რკინის ძეგლსავით ეჭირა. მოპირდაპირეს იშვიათად შეაწყვეტინებდა, და თუ რამდენიმე სიტყვას მიაწოდებდა, მისი რეპლიკა მუდამ მომაკვდინებელი იყო. ხმა ძლიერი ჰქონდა, ლოგიკის ზალა-უნაკლო, დაუნდობარი, რკინისებური. ლაპარაკის მანერა- ბოლომდის დინჯი, მაგრამ შეუბრალებელი, მკვეთრი განგმირავი, ზოგჯერ ზომიერად ირონიული, მაგრამ მუდამ ზრდილობიანი, დარბაისლური. მოპირდაპირის სუსტ ალაგებს ფოლადის მარწუხივით დასწვდებოდა და ჰგლეჯდა, ათრევდა და მანამდის სთელავდა, სანამ საბოლოოდ არ მოსპობდა. ეს მანერა პოლემიკისა ილიას წერილებსაც აშკარად ეტყობა. მტრებსაცვ ნაწვნევი ჰქონდათ და ძლიერ ეშინოდათ, შებმას იშვიათად უბედავდნენ. არა თუ ილიას ტოლი, მისი ტიპის ორატორიც არარ მომისმენია.





იოსებ იმედაშვილი


მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეთა ქართველ ბუმბერაზ მწერალ- მოღვაწეთაგან ვისაც კი ვიცნობდი, თითოეული თავისებური იერით ჩამრჩა მეხსიერებაში...

ილია- შუა ტანის, ცასხმულ-ჩამკვრივებული, წელში მოუხრელი. თითქო კუშტი, შუბლშეკრული, ფიქრებდაყურსული, უმეტეს მოზიდული, წარბ-წამწამში მწყვდეულ თვალებით პირდაპირ გამჭრიახი გამცქერი, იშვიათად მიწისაკენ დახრილი, მუდამ სერთუკით, ”კატილოკით” და ხელ-ჯოხით.

ბევრჯერ შევხვედრივარ ილიას ”ივერიის” რედაქციაში; ხშირად მომისმენია მისი ლაპარაკი თუ კამათი საჯარო სხდომაზე, დინჯი, წყნარი დაფიქრებული, რომლითაც წარუხოცელ შთაბეჭდილებას სტოვებდა მსმენელებზე. ჩემი თაობის ადამიანისათვის ილია განხორციელებული ჭეშმარიტება იყო, უეჭვო და ხელშეუვალი, როგორც საქართველოს უდიდესი წირისუფალი, პრაქტიკული მოღვაწე, მოაზროვნე მწერალი, სამშობლოსათვის მარად მზრუნველი, რომლის აზრი, სიტყვა და სურვილი უდაოდ ბატონობდა ყველგან, ყველასა და ყველაფერზედ.

იგი მახსოვრობაში ჩამრჩა როგორც ყოვლისმცოდნე - ენციკლოპედისტი: წრსულის დიდი მცოდნე, აწმყოს ყოველმხრივ მცნობი და მომავლის განმჭვრეტი, წინასწარმეტყველი.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
L E Q S O   ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა   Mar 1 2007, 10:17 PM
Tatushkebi   ...............ოთხი წელიწად...   Mar 1 2007, 10:40 PM
L E Q S O   ლოცვა მამაო ჩვენო, ...   Mar 1 2007, 10:50 PM
ქავთარაძე   მადლობთ პოსტის წაშ...   Mar 1 2007, 11:25 PM
mogzaura   კაცად მაშინ ხარ სა...   Mar 1 2007, 11:31 PM
Tatushkebi   " სულ ძილი, ძილი რო...   Mar 2 2007, 01:00 AM
marine   * * * გებრალებოდეს, ნუ...   Mar 2 2007, 03:11 PM
mampali   XIX საუკუნეში სამი დ...   Mar 3 2007, 01:14 AM
Zeskvi_ucha   აუ ილია ჭავჭავაძე ...   Mar 3 2007, 02:49 AM
ninca   როგორ ფიქრობთ, ილი...   Mar 9 2007, 12:45 AM
ქავთარაძე   ninca ვიღაცამ მითხრა ი...   Mar 9 2007, 12:55 AM
mampali   ასეთი ჩამჭრელი კი...   Mar 9 2007, 01:02 AM
tatia24   ეს დიდი ლამპარი იყ...   Mar 9 2007, 06:02 PM
შევრდომილი   ვაჟკაცს ცრემლსა რა...   Apr 10 2007, 10:15 PM
მარიამი   სიკეთით სძლიე შენს...   Apr 11 2007, 11:40 AM
Cotne   მურმან ლებანიძეს ა...   Apr 11 2007, 12:59 PM
marine   Cotne შენ შემოგევლე, ც...   Apr 13 2007, 05:00 PM
Irakly   ოდესმე ვინმეს გიფი...   Apr 14 2007, 12:17 AM
mampali   ეხლა ილია არავინ ვ...   Apr 14 2007, 12:20 AM
Irakly   ილია შეიძლება არ ვ...   Apr 14 2007, 12:22 AM
kato_Bato   ილიას ანდერძს არც ...   Apr 14 2007, 07:52 PM
Irakly   ჩემი აზრით თუ ადამ...   Apr 14 2007, 08:22 PM
mampali   ოცნება არაფერ შუა...   Apr 15 2007, 04:16 PM
Irakly   ოცნება არის ამბიც...   Apr 15 2007, 06:14 PM
mampali   :) :D "თავისუფლებაზ...   Apr 15 2007, 06:52 PM
Irakly   mampali შენ არ გესმის მე...   Apr 15 2007, 08:50 PM
mampali   ირაკლი ჩვენ ვერ ვი...   Apr 16 2007, 02:37 PM
Irakly   ალბათ მართალი ხარ, ...   Apr 16 2007, 06:04 PM
ნათია   ილია ჭავჭავაძის ხე...   Oct 16 2007, 11:09 AM
ნათია   [color=#CC0000][center]* * * არამც თ...   Oct 16 2007, 11:37 AM
PUSKU   ძალიან მიყვარს ილი...   Oct 17 2007, 08:52 PM
catherina_10   მოგონებები კოსტ...   Oct 18 2007, 05:07 PM
mari touchet   ილია ჭავჭავაძე და...   Nov 22 2007, 09:37 PM
ilia003   ,,აწ მომწონს თავი, მ...   Nov 23 2007, 08:48 PM
m16   ილია ჭავჭავაძის ...   Dec 7 2007, 12:08 AM
q-e-T-i   ჩემო კარგო ქვეყანა...   Dec 14 2007, 08:21 PM
m16   კაი მართლა??:lol:   Dec 14 2007, 08:24 PM
ninela   ჩემი აზრით ილია ერ...   Apr 30 2008, 06:41 PM
iisperiTOVLI   * * * სიკეთით სძლიე შე...   May 8 2008, 06:03 PM
tetnuldi   გაიხარეთ ამ თემის ...   May 8 2008, 07:10 PM
m16   ილიას ყვარლის მთებ...   Nov 14 2008, 10:58 AM
თამარი_ცქნაფო   ილიას ყვარლის მთე...   Nov 15 2008, 11:07 PM
T_a_M_o   მამაო ჩვენო, რომელ...   Nov 14 2008, 11:43 PM
m16   განხილვა განხლვა   Nov 15 2008, 09:05 PM
syd   ძნელია აბიტურიენტ...   Nov 15 2008, 09:09 PM
marine   „მე და ამირანმა (ამ...   Sep 18 2012, 04:10 PM
marine   „ილიას მჭიდრო ურთი...   Oct 29 2012, 05:03 PM
qarizma   ილია ჭავჭავაძე ერთ...   Nov 12 2012, 01:40 AM
ქევანა   qarizma ჰაჰა, გადავრჩით ...   Nov 12 2012, 09:13 PM
A.V.M   ქევანა ფაქტიურად ...   Nov 14 2012, 12:47 AM
marine   წიწამური აქ ქარი კ...   Dec 7 2012, 01:33 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th August 2026 - 08:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი