ადამი და ევა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამი და ევა |
მხევალი ნინო |
Oct 15 2007, 01:13 PM
პოსტი
#1
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
არ ვიცი არის თუ არა ეს ღვთისმეტყველება, მაგრამ კაიროსის იმედით აქ ვხსნი თემას, მოდით ვისუბროთ თემაზე, რატომ დაიწყევლა ქალი მეტად ვიდრე მამაკაცი ცოდვით დაცემის შემდეგ, რატომ უნდა დაემორჩილოს ქალი მამაკაცს, ღვთისმშობლის შემდეგ, რატომ არ შედის ქალი საკურთხეველში? დღემდე მეტია თუ არა მამაკაცი ქალზე?
ფორუმისთვის ყბადაღებული თემა დედათა წესი, მე როგორც ვიცი წარმოადგენს ქალისთვის იმ პირველი შეცოდების გახსენებას. ქრისტეს შემდეგ კვლავ რატომღა ვიხსენებთ იმ პირველ შეცოდებას? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
Oct 18 2007, 08:07 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა გაუგებრობას იწვევს სხვა გარემოება რომ თვლიან რომ რადგან კაცი თავია ოჯახის, ე.ი. თანაბარ უფლებიანობა არ გვაქვს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავობა სხვას ნიშნავს - პრეზიდენტი თავია სახელმწიფოსი, მაგრამ უფლებებით ჩვენ და ის ვართ თანაბარუფლებიანი მოქალაქეები. ასევეა ქალის და მამაკაცის საკითხი ნამდვილად კანუს! ციტატა ვაღიაროთ მათი აზროვნების სისუსტე მამაკაცებთან შდარებით რათქმაუნდა ბატონო აბო, მე ჩემი პოსტით არც ეგ გამომირიცხავს: ციტატა იქ არა მხოლოდ გონებრივ რაღაც განსხვავებებზე საუბარი, არამედ ფიზიკურზე ეს "არა მხოლოდ" სწორედ მაგას ამბობდა, თუმცა ვიყოთ უფრო დახვეწილნი, და რაიმე ჩამორჩენილობაზე ნუ ვისაუბრებთ, უბრალოდ ორივე სქესს თავისი ჯვარი აქვს და თავისი ჯვრის ტარებაში არის უფრო გონიერი მეორეზე... პირველობას რაც შეეხება, რათქმაუნდა კაცია, თავისი დანიშნულებით და შექმნის იდეითაც, მაგრამ, ვიმეორებ ეს არ ნიშნავს პირველს-როგორც კათოლიკებს ესმით რომის პაპზე, არამედ ჩვენებურად - პრიმუს ინტერ პარეს (primus inter pares ) , რაც ნიშნავს პირველი თანასწორთა შორის, ასეა დღეს მოწყობილი მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიხიც, და ასეა ოჯახშიც, პირველი და მაინც თანასწორი! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი