![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ხათუნა |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 365 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 412 ![]() |
ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ახალი ეკლესია შენდება რაც რა თქმა უნდა ძალიან მახარებს, მაგრამ არსებობს ისეთი ეკლესიებიც რომელთაც ჩემი აზრით უფრო სასწრაფოდ სჭირდება ჩვენი დახმარება.
ვაკეში მე-9 საავადმყოფოს ტერიტორიაზე ძააალიან დიდი ხნის წინ იყო ანდრიაპირველწოდებულის ეკლესია (ზუსტი თარიღი არ ვიცი) რომელსაც მერე გარშემო ''შემოაშენეს'' საავადმყოფო. ანუ ეს ეკლესია მოექცა შენობის შუაში. მის ტერიტორიაზე გაკეთდა საქტო დარბაზი და ამ მდგომარეობაში იყო აქამდე. ახლა ეს საავადმყოფო გასაყიდ ნუსხაში მოხვდა, თუ გაიყიდება რა თქმა უნდა დაინგრევა ეკლესიიანად. მამა კონსტანტინემ (ადრე ტვერელის მოძღვარი, ახლა ქაშუეთშია) რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინა ეს ამბავი შევიდა ამ ეკლესიაში და წირვა ლოცვებს ატარებს, რა თქმა უნდა იქ არაფერი არ არის , რაც მოახერხა თვითონ, მცირერიცხოვანი მრევლის დახმარებით : ''გიფსოკარდონით'' გადატიხრა საკურთხეველი, რამოდენიმე ხატი დაკიდა და ცდილობს ყველანაირად შეინარჩუნოს ეს ეკლესია. ნებისმიერი შენაწირი იქნება ეს ხალიჩა, ჭურჭელი, ფარდები, ხატები და ა.შ ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია იქნებ დავეხმაროთ თუ სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ. თუ ეს ეკლესია იმოქმედებს (უკვე მოქმედებს) მაშინ დანგრევას გადაურჩება. -------------------- აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
|
![]() ![]() |
ხათუნა |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 365 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 412 ![]() |
ქავთარაძე
კი ნომერი ვიცი . ხვალ შუადღისათვის ვაპირებ მისვლას. დილით დავურეკავ ზუსტ დროს დავადგენ როდის იცკებს ლოცვას და დავწერ აქ. და ვისაც გინდათ შევხვდეთ მე-9 საავადმყოფოს წინ და შევიდეთ მარიამი კონკრეტულად ისევ სჯობს მას დავეკითხოთ. ასე ერთი თვალის მოვლებით რაც შევამჩნიე. არ აქვს ფარდები საკურთხევლის გვერდითა შესასვლელებისთვის . ხალიჩის ნაგლეჯები აფენია იატაკზე. არ აქვს სასანთლე (მრევლი სადაც სანთლებს ანთებს) სულ რამოდენიმე პატარა ხატი აკვს ჩამოკიდებული საკურთხევლის კართან. ეკლესიებში შუაში რომ არის დასვენებული ''ცენტრალური'' ხატი რომელსაც მრევლი ემთხვევა, ეგეც კი არ აქვს -------------------- აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd July 2025 - 02:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი