IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რწმენა რომელიც წარმართავს ჩვენს ცხოვრებას
ლილიანა
პოსტი Oct 28 2006, 12:20 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) წინგში "აღსარების აგების გამოცდილება " ვკითხულობ
"როგორ საშინლიც არ უნდა იყოს ამის აღიარება , მაინც უნდა ვთქვათ, რომ არც ჩვენ გვაქვს ცოცხალი რწმენა , რომელიც გამსჭვალავდა ჩვენს ცნობიერებას და წარმართავდა ჩვენს ცხოვრებას . უფალო , მოგვიტევე შენს საშინელ სამჯავროზე ჩვენ , რომელთაც ეჭვი შეგვაქვს შენს არსებობაში და უკვდავებაში "
როგორ გესმით ცოცხალი რწმენა ?


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
Georg
პოსტი Nov 15 2006, 01:25 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



მერაბ კოსტავა


იყავ უმწიკვლო, ვითა ცხოვარი,
სიწმინდის თვალი, ასპიტის ელდა,
მხსნელად მივირქვათ ჩვენ მაცხოვარი,
დაგვიშოშმინებს მსოფლიო სევდას.

განურჩევლობა დაჰგმე მცონარი,
ბადაგის ხარბო, ძმარი მიირთვი,
აღვდგეთ, აღვიღოთ ჩვენ ჩვენი ჯვარი,
უმძიმეს ტანჯვის ვიწვნიოთ ტვირთი,

დავგმოთ, დაავთრგუნოთ მომხვეჭელობა,
მალამო წარვცხოთ წარსულ იარებს
და უზენაეს პირუთვნელობის
გაბრწყინებული გზებით ვიაროთ.

არცოდნა აღარ გვეპატიება
იმის, თუ რაა გეზი ღმერთისკენ,
ეს ურთიერთის არის ძიება,
იგი გზა არის ურთიერთისკენ.

ასე იკვრება მრავალი ერთით,
მსგავსი რომლისაც არ გვეგულება,
თუკი სამყაროს გულია ღმერთი,
გზაა სიწრფელეც და ერთგულებაც.

და ამიტომაც დაგვმოძღვროს, ვვედრით,
უღირსთ გვაჩვენოს თვისი დიდება,
თუკი სამყაროს აზრია ღმერთი,
გზაა სიბრძნეც და ჭეშმარიტებაც.

და თუკი ვინმეს ეს დაჰბედვია,
ერთი აქვს სიტყვა, საქმე და ცნება,
რადგანაც ღმერთი შემოქმედია,
გზა არის საქმეც და წმინდა ნებაც.

მაშინ გაუვა ყავლი წამებას
აღთქმულის მადლი როს არ აგვცდება,
როს ჩვენს წიაღში ესე სამება,
მძლე სიყვარულით გაერთარსდება.

შეგვაძლებინე, მაღალო ღმერთო,
მოყვასთა ჩვენთა მუხლი ვუყაროთ,
მოძმე მკერდიდან არ მოგივკვეთო,
ტრფიალი მისი არ განგვიქარვო.

გთხოვთ, მარტვილობა გვიქციო ბრძმედად,
გარდასახდენი არ განგვარიდო,
ღირსად გვყო ძისა შენისა ჭვრეტად,
ჩვენი ცხოვრების სამაგალოთოდ.

რამეთუ გვწადის დიდო გამჩენო,
მოსახდენს ზურგი არ შევაქციოთ,
სურვილი შენი, განზრახვა შენი,
მიზნები შენი ჩვენად ვაქციოთ.

http://literatura.iatp.ge


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
liliana   რწმენა რომელიც წარმართავს ჩვენს ცხოვრებას   Oct 28 2006, 12:20 AM
Georg   არქიმანდრიტი იოან...   Oct 28 2006, 12:28 AM
guja   წერილი ღმერთს შუაáƒ...   Oct 28 2006, 05:14 AM
Georg   არქიმანდრიტი იოან...   Oct 28 2006, 09:48 AM
liliana   Georg:დიდი მადლობა ნეტ...   Oct 28 2006, 10:08 AM
Georg   Georg:დიდი მადლობა ნეáƒ...   Oct 28 2006, 10:16 AM
Georg   უფალი ღმერთი ეუბნ...   Oct 28 2006, 11:16 PM
Georg   . . . . . . თქვენ იცით, რáƒ...   Oct 29 2006, 08:49 AM
Georg   ადამიანის მოწოდებá...   Nov 5 2006, 03:44 AM
iako   ცემი აზრით რწმენა áƒ...   Nov 5 2006, 04:35 PM
Georg   მერაბ კოსტავა იყაá...   Nov 15 2006, 01:25 AM
G_I_O_R_G_I_   ადამიანს ყველაფერá...   Aug 30 2008, 01:34 PM
betaneli luka   წმინდა მამები და მáƒ...   May 2 2009, 11:55 AM
Antichristian Phenomenom   ახლა მაქვს ერთი შეáƒ...   Sep 10 2009, 10:55 PM
გიორგი   Antichristian Phenomenom იმიტომ რá...   Sep 10 2009, 10:58 PM
Antichristian Phenomenom   გიორგი ბიბლია საკá...   Sep 10 2009, 10:59 PM
გიორგი   Antichristian Phenomenom გიორგი ბ...   Sep 10 2009, 11:03 PM
neo   ჩემი აზრით მკვდარი...   Sep 12 2009, 03:28 PM
ikaragua   მხევალი ნინო რატოá...   Oct 17 2009, 08:03 PM
ნონა   და საერთოდაც, პირიá...   Oct 17 2009, 09:22 PM
მხევალი ნინო   ikaragua ხო, მართლაც გას...   Oct 21 2009, 04:46 PM
Atman   მხევალი ნინო :blink: ...   Oct 21 2009, 05:27 PM
afxazi   Atman ცუდი პოსტი გამოგ...   Oct 21 2009, 05:36 PM
Atman   afxazi აქ რატომ გადმოიá...   Oct 21 2009, 05:45 PM
Atman   ყველაზე მეტად განკ...   Oct 21 2009, 06:00 PM
მხევალი ნინო   Atman :blink: :blink: მოკლედ, áƒ...   Oct 25 2009, 08:21 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th October 2026 - 07:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი