სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ninore |
Nov 15 2006, 03:17 AM
პოსტი
#1
|
![]() ნაყინი ჩემი ტკივილია! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,849 რეგისტრ.: 8-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 418 |
-------------------- თუ ერთი კბილი აგტკივდა, გიხაროდეს, რომ ყველა არ გტკივა!
თუ ავად ხარ, გიხაროდეს, რომ უკურნებელი სენი არ გაქვს! თუ მეგობარმა გიღალატა, გახსოვდეს, რომ კიდევ გყავს! თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, გაიხსენე, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს და მიხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერიააააა!!!! |
![]() ![]() |
| ninore |
Nov 15 2006, 09:09 AM
პოსტი
#2
|
![]() ნაყინი ჩემი ტკივილია! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,849 რეგისტრ.: 8-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 418 |
ისტორია:
წერილობითი წყაროების მიხედვით, რაჭის პირველი ერისთავი იყო რატი ბაღვაშთა საგვარეულოდან. რატის შემდეგ რაჭის ერისთავი იყო მისი ძე კახაბერი. მისი სახელიდან მოდის გვარსახელი კახაბერისძე, რომელსაც შუა ფეოდალურ ხანაში ატარებდა რაჭის საერისთაოს განმგებელი ბაღვაშთა შტო. რაჭის საერისთავო ერთიან საქართველოს სამეფოში მნიშვნელოვან ერთეულს წარმოადგენდა. მისი ერისთავები დიდ როლს თამაშობდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. X-XIII საუკუნეებში რაჭის საერისთავოს ჩრდილოეთით სვანეთის საერისთავო ესაზღვრებოდა. მათი გამყოფი იყო ლეჩხუმის ქედი. კავკასიონის მთავარ ქედამდე რაჭის საერისთავო მდ. ჭანჭახის სათავეებამდე აღწევდა. სამხრეთით რაჭის ქედი ესაზღვრებოდა, დასავლეთით თაკვერიდან მას გამოყოფდა გუელისთავის ქედი (ლაბეჭინის სერი), ხოლო უშუალოდ მდ. რიონის ხეობაში - ის ვიწროები, რომლებიც სოფ. ალპანის სამხრეთით იქყება. მდ. ჯეჯორის აუზში საზღვრები დაღვერილას ქედამდე აღწევდა. ამ ქედის ჩრდილოეთით მხარე კუდარო იყო. X-XIII საუკუნეებში რაჭის ერისთავები მეფის მოხელეებს წარმოადგენდნენ, მათ ევალებოდათ საერისთავოში სამეფო გადასახადების აკრეფა, ლაშქრის გამოყვანა და წინამძღოლობა. ამ პერიოდში რაჭის ერისთავთა მთავარი რეზიდენცია მინდაციხე იყო. დიდი ციხე-დარბაზი იყო კვარის ციხეც. X-XIII საუკუნეებში რაჭის საერისთავო დაყოფილი იყო ცალკეულ ხევებად, რომლებიც ერთ ან რამდენიმე სოფელს აერთიანებდნენ. ხევში გლეხებთან ერთად ხევის აზნაურებიც შედიოდნენ. თითოეულ ხევს ჰქონდა თავისი სამლოცველი, რომლის მთავარ დღეობაზე მთელი ხევის მოსახლეობა იყრიდა თავს. X-XIII საუკუნეებში რაჭის საერისთავოში ქართული ხელოვნების მრავალი ძეგლი ააგეს (პატარა ონის, მთის წმ. გიორგის, კრიხის საყდრები, ნიკორწმინდის ტაძარი და სხვა). XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით VI ნარინმა გააუქმა რაჭის საერისთავო და სახასო მამულად აქცია. კახაბერისძეთა საგვარეულო, როგორც ჩანს, ამოწყდა. XIV საუკუნის 30-იან წლებში გიორგი V ბრწყინვალემ საქართველოს ერთიანობა არადგინა და რაჭა მის შემადგენლობაში შევიდა. შემდეგში საქართველოს მეფეებმა რაჭის საერისთავო ისევ აღადგინეს. თავდაპირველად რაჭის ერისთავთა ტიტულს ჭარელიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები ატარებდნენ, ხოლო დაახლოებით 1488-იდან - ჩხეტიძეები. XV საუკუნის II ნახევარში, საქართველო სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, რაჭის საერისთავო იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. დაახლოებით ამ პერიოდში რაჭის საერისთავოს შემადგენლობაში შევიდა ძვ. სვანეთის საერისთავის ერთი ნაწილი - "მთიულეთი" (მდ. რიონისა და მდ. ცხენისწყლის სათავეებში). გვიანდელი შუა საუკუნეებში რაჭის საერისთავო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით უშუალოდ კავკასიონის მთავარ ქედს ებჯინებოდა. სვანეთიდან მას ლეჩხუმის ქედი მიჯნავდა,ლეჩხუმიდან - მდ. ასკისწყალი, ხოლო მდ. რიონის სამხრეთით - რაჭის წედი, რომელიც რაჭის საერისთავოს იმერეთისგან გამოყოფდა. გვიანდელი შუა საუკუნეებში მდ. ჯეჯორის ხეობაში საკუთრივ რაჭის საზღვრები დარვრილას ქედამდე აღწევდა. ამ მდინარის ზემოთში მდებარე კუდარო ემორჩილებოდა. თავდაპირველად კუდარო ქართველებით იყო დასახლებული. XV-XVII საუკუნეებში მათი ადგილი დვალეთიდან გადმოსულმა ოსებმა დაიკავეს. XVI საუკუნის 30.იან წლებში იმერეთის მეფემ ბაგრატ III-მ რაჭის ერისთავებს მინდაციხე-დარბაზი გადასცა და იმერეთის სამეფოს ახლად შექმნილი სადროშოების მესამე - რაჭის სადროშოს - სარდლობა ჩააბარა. რაჭის ერისთავებს საკუთარი სათავადო ჰწონდათ, რომელიც თავდაპირველად მდ. ლუხუნის ხეობას, სოფ. წესსა და მდ. რიონის ხეობის ერთ ნაწილს მოიცავდა. რაჭის ერისთავთა მთავარი რეზიდენცია გახდა მინდაციხე და სასახლე სოფ. წესში. იქვე იდგა ერისთავთა საგვარეულო ეკლესია-ბარაკონი. XV საუკუნეში რაჭის საერისთავოს აზნაურები იყვნენ ჭარელიძეები, ბაქრაძეები, კოტრიძეები, ჯაფარიძეები, ლაშხიშვილები და გარაყანიძეები. მომდევნო ხანაში ჭარელიძეები, კოტრიძეები გადაშენდნენ. გარაყინიძეებმა და ლაშხიშვილებმა რაჭა დატოვეს. ჯაფარიძეებმა თავიანთი სათავადო ჩამოაყალიბეს. XVI-XVII საუკუნეებში შეიქმნა წულუკიძეების, იაშვილებისა და ყიფიანების სათავადოები. XV-XVII საუკუნეებში რაჭის საერისთავოში იმერეთის მეფეები ფლობდნენ ყმა-მამულს, მათვე ეკუთვნოდათ ხოტევისა და კვარის ციხეები, სოფ. ნიკორწმინდა. საზაფხულო რეზიდენცია იყო სოფ. შაორი, სოფ. ამბროლაური. იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სამეფოში ფეოდალური ანარქია სუფევდა, რაჭის ერისთავეები შინაომების აქტიური მონაწილეები და ხშირად ინიციატორებიც იყვნენ. მათ, სურდათ გაეფართოებინათ თავიანთი სათავადოები, თავი დაეღწიათ იმერეთის მეფის მოხელეობისაგან და საერისთავო დამოუკიდებელ სამთავროდ ექციათ. თავდაპირველად ერისთავმა შოშიტა II-მ იმერეთში გაჩაღებულ შინაომში კანონიერ მეფეს ბაგრატ IV-ს დაუჭირა მხარი. 1678 შოშიტა დაეხმარა არჩილ II-ს იმერეთის სამეფო ტახტის დაკავებაში. ბაგრატ IV-ს თურქები დაეხმარნენ და არჩილი ტახტიდან გადააყენეს. 1679 თურქები პირველად შეესივნენ რაჭას და სასტიკად ააოხრეს. რაჭის ერისთავებს არჩილის რუსეთში წასვლის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ ბრძოლა იმერეთის ხელისუფლებასთან. ერისთავმა შოშიტა III-მ კარგი ურთიერთობა დაამყარა ქართლის მეფეებთან, განსაკუთრებით ვახტანგ VI-თან. თავდაპირველად რაჭის ერისთავები საერისთავოს თავადებს ეყრდნობოდნენ იმერეთის სამეფო ხელისუფლებასთან ბრძოლაში. მოკავშირეებმა პირველ რიგში რაჭის საერისთავოში მეფის კუთვნილი ყმა-მამილი მიითვისეს: იაშვილებმა - კვარის ციხე, წულუკიძეებმა - ხოტევისა. სამეფო ყმა-მამულის დიდი ნაწილი კი რაჭის ერისთავების ხელში გადავიდა. მათვე დაიმორჩილეს რაჭის აზნაურთა დიდი ნაწილი, ზოგიც საერისთავოს ტერიტორიიდან გააძევეს. როსტომ რაჭის ერისთავის დროს რაჭის საერისთავო ფაქტობრივად დამოუკიდებელ სამთავროს წარმოადგენდა, მაგრამ იმერეთის მეფე სოლომონ I-მა 1769 წლის II ნახევარში როსტომი ოჯახიანად შეიპყრო, ხოლო რაჭის საერისთავო გააუქმა. 1784 რაჭის საერისთავო იმერეთის მეფემ დავით გიორგის ძემ აღადგინა. მეფის გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა კაცია II დადიანმა. მეფემ ერისთავობა ერთ-ერთ თავის დისწულს ანტონს უბოძა. ამით უკმაყოფილო წულუკიძეებისა და წერეთლების გამოსვლა მარცხით დამთავრდა. 1785 იმერეთის მეფემ რაჭის ერისთავად ანტონის ნაცვლად მისი მამა, გიორგი როსტომის ძე, დასვა. ბერი წულუკიძე და პაპუნა წერეთელი ახალციხეში გაიქცნენ და 1786 იანვარში 500 ლეკისა და 1000 თურქისაგან შემდგარი ლაშქრით რაჭაში შეიჭრნენ. იმერეთის მეფემ ოდიშის ლაშქარი მოიშველია და რაჭაში ილაშქრა. გადამწყვეტ ბრძოლაში 1786 წლის 26 იანვარს სოფ. სხვავასთან დავით გიორგის ძემ გაიმარჯვა, 1787 წელს გიორგი რაჭის ერისთავი ბრძოლაში დაიღუპა და მის ადგილას დავით გიორგის ძემ კვლავ ანტონ გიორგის ძე დასვა. 1789 იმერეთში გამეფდა სოლომონ II, რომელმაც საბოლოოდ გააუქმა რაჭის საერისთავო. რაჭის ერისთავები: კახაბერისძეთა დინასტია * რატი ბაგრატიონი (ადრ. მე-11 საუკ.) * კახაბერ I (გ. 1088) * ნიანია (1088-1120) 1120-1175 – უცნობი მთავრები * კახაბერ II (1175-1210) 1210-1245 – უცნობი მთავრები * კახაბერ III (1245-1278) ჭარელიძეთა დინასტია * აღბუღა (14??-14??) * გიორგი I (14??-14??) * ცაცი (14??-14??) * ქველი (14??-14??) * გიორგი II (14??-14??) ჩხეტიძეთა დინასტია * იონა (1465-1485) * კახაბერ IV (1485-1510) * ბედიანი (1510-1534) * შოშიტა I (1534-1565) * პაპუნა I (1651-1661) * შოშიტა II (1661-1684) * პაპუნა II (1684-1696) * შოშიტა III (1696-1731) * გრიგოლი (1731-1741) * ვახტანგ (1741-1749) * როსტომ (1749 - 1769) ბაგრატიონთა დინასტია * ანტონ (1784, პირველი მთავრობა) * გიორგი III (1784-1787) * ანტონ (1787-1789, მეორე მთავრობა) რაჭა: რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით - იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდა ქართლი, დასავლეთით - ლეჩხუმი. თავიდან რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომედიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. ((X)) საუკუნის ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომლის პირველი ერისთავი რატი ბაღვაში იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების - კახაბერისძეთა გვარსახელი. XIII ს-ის 80-იან წლებში დავით ნარინმა გააუქმა საერისთავო და ეს ტერიტორია სამეფო მამულებად გამოაცხადა. შემდგომში საერისთავოს აღდგენის შემდეგ ერისთავის ტიტულს ჭარელიძეთა, უფრო მოგვიანებით კი ჩხეტიძეთა საგვარეულო ატარებდა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, რაჭის ტერიტორია ქმნიდა ჯერ ოკრუგს, შემდეგ - მაზრას. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემორაჭა და ქვემორაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის რაიონების ტერიტორიას. -------------------- თუ ერთი კბილი აგტკივდა, გიხაროდეს, რომ ყველა არ გტკივა!
თუ ავად ხარ, გიხაროდეს, რომ უკურნებელი სენი არ გაქვს! თუ მეგობარმა გიღალატა, გახსოვდეს, რომ კიდევ გყავს! თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, გაიხსენე, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს და მიხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერიააააა!!!! |
ninore რ ა ჭ ა Nov 15 2006, 03:17 AM
ninore http://images.caucasus.net/img/ea44d529a07a96f8e81... Nov 15 2006, 04:10 AM
ninore ვარ რაჭველი, სოფელ ... Nov 15 2006, 09:25 AM
iako ძალიან საინტერესო ... Nov 19 2006, 05:01 PM
კანონისტი გეიხარეთ, ბოშო
მეც ... Nov 19 2006, 06:52 PM
iako ქვემო თუ ზემო რაჭი... Nov 19 2006, 07:08 PM
ნიკოლოზ_V რაჭა ჩემი ტკივილია... Nov 19 2006, 08:37 PM
კანონისტი iako
ზემო რაჭიდან
ქ. ო... Nov 20 2006, 03:26 PM
ninore http://images.caucasus.net/img/84c659f49766621773d... Nov 21 2006, 04:28 AM
Georg რაჭა ნამნდვილად სი... Nov 21 2006, 11:47 AM
gvirila_mari ვაიიიიიიიიმეეეეე... Nov 21 2006, 01:50 PM
usgar რომელი სადაა გადა... Nov 21 2006, 10:56 PM
კანონისტი ზურაბი
ახლა არა
ის... Nov 22 2006, 12:58 PM
iako მე მყავდა ჩემი მეგ... Nov 24 2006, 02:59 PM
ninore
მე მყავდა ჩემი მეგ... Nov 24 2006, 03:59 PM
ალექსანდრე მიუხედავად იმისა რ... Nov 24 2006, 07:06 PM
iako შემოდგომაზე ერთხე... Nov 26 2006, 01:47 PM
tati87 ვააააააააა რამდენ... Dec 18 2006, 11:38 PM
iako ღები მთის რაჭაა, სა... Dec 19 2006, 04:36 PM
ana-xatia tati87
ესეც შენი ღების ... Dec 27 2006, 01:20 AM
beqa.shuxoshvili მოდი მეც დავდებ რა... Jan 10 2007, 12:16 PM
usgar
მოდი მეც დავდებ რა... Jan 10 2007, 04:36 PM
beqa.shuxoshvili
ეს ფოტო სადაა გადა... Jan 10 2007, 06:39 PM
კანონისტი beqa.shuxoshvili
შენ გეიხარე ... Jan 10 2007, 12:24 PM
beqa.shuxoshvili
ქე გევიგეთ წამოვა... Jan 10 2007, 12:28 PM
tati87 http://gebi.iatp.ge/photoalbum.htm
აქ ნა... Jan 11 2007, 02:37 AM
.:B:. ვაიმე ულამაზესია ...... Feb 6 2007, 12:49 AM
elene59 ხალხნო,მეც მაკქვს ... Feb 11 2007, 06:37 PM
ana-xatia elene59
http://church.ge/index.php?showtopic=4 ა... Feb 17 2007, 02:23 PM
შევრდომილი http://img84.imageshack.us/img84/2283/racha200607u... Feb 20 2007, 12:51 AM
კანონისტი
http://img84.imageshack.us/img84/2283/racha200607... Mar 1 2007, 03:17 PM
salo http://img263.imageshack.us/img263/7998/03131ng7.j... Feb 20 2007, 09:21 PM
ketino მეც რაჭველი ვარ ოღ... Mar 1 2007, 02:33 PM
natia83 "ვერ ვპოვე სხვა ქ... Mar 13 2007, 01:14 AM
ლეონტი აქ იმდენი რაჭველი ... Mar 13 2007, 12:19 PM
ketino
აქ იმდენი რაჭველი ... Mar 29 2007, 11:29 PM
versache რაჭველიც ვარ და ლე... Mar 19 2007, 04:48 PM
avlabreli მეც რაჭველი ვარ Mar 29 2007, 11:56 PM
avlabreli უძირო ტბა(რაჭა)
http://img... Mar 30 2007, 12:18 AM
avlabreli შემოდგომა რაჭაში
htt... Mar 30 2007, 12:35 AM
puxa შემოგევლეთ რაჭველ... Apr 12 2007, 06:35 PM
adamis_nekni
შემოგევლეთ რაჭველ... Apr 12 2007, 07:00 PM
ლეონტი ძალიან გოუმარჯოთ რ... Apr 12 2007, 06:37 PM
puxa ეს ამ აღდგომა ღამე... Apr 12 2007, 06:56 PM
puxa adamis_nekni რაჭა ეს მართლ... Apr 16 2007, 04:35 PM
ai gogoo გაუმარჯოს რაჭველე... Apr 17 2007, 02:54 PM
ubralod ninka ეხ რაჭა ჩემი ტკივი... Apr 18 2007, 01:00 PM
takno მეც რაჭველი ვარ, ვგ... Apr 22 2007, 06:22 PM
takno http://img404.imageshack.us/img404/4873/image030rl... Apr 22 2007, 06:55 PM
კანონისტი
[url=http://imageshack.us][img]http://img404.imag... May 11 2007, 02:07 PM
takno
ვაი, ჩემი საყვარელ... May 12 2007, 10:51 PM
takno http://img73.imageshack.us/img73/7179/katicveraju4... May 1 2007, 06:25 PM
შევრდომილი ისევ ნიკორწმინდა
htt... May 2 2007, 06:45 PM
ai gogoo აი ესაც რაჭის სიმღ... May 7 2007, 08:06 PM
ლეონტი
აი ესაც რაჭის სიმღ... May 7 2007, 08:54 PM
ai gogoo
აბა რაჭული სიმღერ... May 7 2007, 09:00 PM
gogola44 gaumarjos rachvelebs :D May 8 2007, 02:15 PM
gogola44 http://img181.imageshack.us/img181/2350/32wd9.jpg May 8 2007, 02:35 PM
ნიანია რა ბედნიერები ხართ... May 11 2007, 02:04 PM
makuna7474 აუ რა ძალიან ლამაზ... May 11 2007, 07:24 PM
შოთა
რათა რათა მერე ჰა? :D May 11 2007, 07:27 PM
makuna7474
რათა რათა მერე ჰა? :D... May 11 2007, 07:35 PM
კანონისტი takno
ჰოო... მაგ დროს ვე... May 15 2007, 02:25 PM
takno http://img504.imageshack.us/img504/9388/dsc00001as... May 19 2007, 05:51 PM
takno http://img248.imageshack.us/img248/4892/uceratv7.j... May 24 2007, 08:48 PM
კანონისტი
http://img504.imageshack.us/img504/9388/dsc00001a... Aug 16 2007, 05:05 PM
ლეონტი რაჭა ლამაზია. May 24 2007, 09:15 PM
gogola44 takno eg suratebi uwerashi xom ar aris gadagebuli ... May 24 2007, 10:57 PM
takno კი უწერაშია გადაღე... May 25 2007, 03:24 PM
OPERATOR http://img90.imageshack.us/img90/9114/dsc00519rd8.... May 26 2007, 12:12 PM
yipiani gio მეც ვიტყვი 2 სიტყვა... May 27 2007, 10:43 PM
ana-xatia yipiani gio
ნუ ესე იგი ერთ... May 27 2007, 11:31 PM
yipiani gio ჰაჰაჰაჰაჰ.რა ვქნათ... May 30 2007, 11:20 AM
Lenus ერთხელ ვიყავი ამ უ... May 30 2007, 11:29 AM
yipiani gio გაიხარეთ რაჭველებ... May 30 2007, 09:32 PM
versache ninore
შხივანას იცნობ? Jun 11 2007, 04:13 PM
puxa რაჭველებო ვინც ჩახ... Jul 25 2007, 10:21 AM
Karo კანონისტი
ჩემი სის... Jul 31 2007, 11:31 AM
Karo ამ შაფათ-კვირას რა... Jul 31 2007, 11:52 AM
ნათია karo
ულამაზესია... სამ... Jul 31 2007, 10:37 PM
Karo ნათია
მეც პირველად... Jul 31 2007, 10:44 PM
ketino ვააა, ლენუს.. ეს ფოტ... Jul 31 2007, 11:48 PM
zviadauri რაჭა უმაგრესიაააა.... Aug 1 2007, 04:34 PM
catherina_10 მართლა ულამაზესი ბ... Aug 1 2007, 04:59 PM
iako რაჭის სუნზე რომ ვლ... Aug 1 2007, 05:35 PM
Karo iako
მე მივდივარ რამო... Aug 2 2007, 09:40 AM
yipiani gio გუშინ ჩამოვედი და ... Aug 8 2007, 03:59 PM
iako გიო სურათები ვის დ... Aug 12 2007, 12:42 PM
Karo yipiani gio
iako
მე გუშინწინ ... Aug 16 2007, 04:04 PM
მარიამი
yipiani gio
iako
მე გუშინწინ ... Aug 16 2007, 04:30 PM
ნოდარიკო ეს სურათები რაჭაში... Aug 23 2007, 03:59 PM
Karo მარიამი
აი პირობას... Aug 25 2007, 08:08 PM
მარიამი ეს შუაში რა ქანდაკ... Aug 25 2007, 08:39 PM
ნოდარიკო მარიამი
დავით აღმა... Aug 25 2007, 09:43 PM
მარიამი
მარიამი
დავით აღმ... Aug 25 2007, 09:58 PM
ნოდარიკო მარიამი
ხო მე კიდე... Aug 25 2007, 10:04 PM
iako გაიხარე კარო
გააგრ... Aug 27 2007, 02:56 PM
Karo რაჭველი ბებოოოოოო... Aug 27 2007, 07:17 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th December 2025 - 06:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი