ბოროტი ხმა, როგორ უნდა ვებრძოლოთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბოროტი ხმა, როგორ უნდა ვებრძოლოთ? |
Irakly |
May 6 2007, 11:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 8-April 07 წევრი № 1,602 |
ხალხნო ამ თემის გახსნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ყველაზე მეტად ეშმაკი სწორედ ცნობიერებაში მებრძვის. ადრე თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ბოროტი აზრები ცოდვას არ წარმოადგენდა, მაგრამ ვცდებოდი. სანამ ჩემს ეკლესიაში სიარულს სისტემატური სახე მიეცემოდა ეს პრობლემა არ მქონდა, ეხლა კიდე ყველა აღსარებაში ამგვარ ცოდვებს ვიხსენიებ. ძალზედ მიჭირს ცნობიერების დონეზე ბოროტებასთან ჭიდილი. თქვენ თუ გქონიათ ასეთი პრობლემა, თუ კი, როგორ გადალახეთ იგი?
-------------------- მოექეცი სხვებს ისე, როგორც შენ გინდა გექცეოდნენ!
|
.ნინო |
Oct 19 2007, 05:01 PM
პოსტი
#2
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
Irakly
ეგ პრობლემა ყველა ადამიანს აქვს, მთავარია შენ გქონდეს სწორი დამოკიდებულება ამ ფიქრებისადმი: ერთ წმინდა მამას მორჩილმა შესჩივლა, მამაო გმობის ფიქრები მაწუხებსო... მან მიიყვანა იგი ფანჯარასთან, დაანახვა იქვე მდგარი ხე და უთხრა მორჩილს: "აუკრზალე ჩიტებს ამ ხეზე დაჯდომაო"... ცხადია ეს შეუძლებელია, განაგრძო მან თვითონვე, მაგრამ ხომ შეგიძლია დააფრთხო ისინი როგორც კი დაჯდებიან. ასევე უნდა მოიქცე შენც: როგორც კი შემოგიტევენ ბოროტი ფიქრები, იესოს ლოცვით განაგდე ისინი და მაშინ ზიანს ვეღარ მოგაყენებენო... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი