ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში |
კანონისტი |
Oct 20 2006, 05:17 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ხშირად არის შემთხვევები, რომ წამოიჭრება ესა თუ ის საკითხი, რომელიც ერთი შეხედვით საყოფაცხოვრებოა, თუმცა მას თავისი წესი აქვს განსაზღვრული საეკლესიო კანონებით
აქ ასეთები განვიხილოთ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Nov 15 2006, 11:55 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
კარგად ვერ გამიგეთ თქვენი მონათხრობი, რომ მღვდელმსახური ტაძრის საკურთხეველში შეასვენებს ხატს და ემთხვევა, რაც იმას ნიშნავს რომ ის კანონიკურია, მართალია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის სიწმინდეა. ქართული "კურთხევა" შეიძლევა ვერ გამოხატავს ზუსტად მღვდელმოქმედებას, ბერძნულ-სლავურად კი მას განწმენდა ჰქვია. არ შეიძლება ცოდვილი ადამიანის მიერ დახატული ფიცარი გახდეს სიწმინდე მღვდელმოქმედებისა და საღმრთო მადლის დადასტურების გარეშე. როდესაც მოძღვარი კურთხვის ლოცვას ჰკითხულბს, იგი ანგელოზს გამოითხოვს უფლისაგან, რომელიც ხატზე დაემკვიდრება, "რათა ყოველნი, რომელნი ევედრებოდეს, მსწრაფლ აღუსრულდებოდეს". მაშინ, როდესაც არსებობს კურთხევა სახლისა, ვენახისა, პურის ყანისა და თვით ურემისაც, როგორ წარმოგიდგენიათ რომ ხატის კურთხევა არ არსებობდეს? ის არგუმენტი, რომ ბერძნები არ კითხულობენ, შენდობა მომითხოვია თქვენგანაც და ბერძნებისგანაც, მაგრამ ჩემთვის არგუმენტი არ არის. ბერძნები მწუხრ-ცისკარსაც ძალიან შემოკლებულად კითხულობენ, ხოლო როგორც ბოროტ ენებს მოაქვთ ჩემთვის ელლადიდან ინფორმაცია ზოგან საერთოდაც აღარ კითხულობენ, და საერთოდ, "ხატმებრძოლობაც" მაგათი მოგონილია. ხოლო ნათესავი ჩვენი არა გარდადრეკილა არცა მარცხულ არცა მარჯულ, არამედ ვიდოდა გზასა სამეუფოსა, და ბერძნებმაც რომ ისწავლონ რაიმე ჩვენგან არაფერი დააკლდებათ (თუ არ მოემატებათ) ვერანაირ არგუმენტად ვერ გამოდგება წინა პოსტში მოყვანილი მოსაზრება, რომ "ხატები კურთხევას აქეთ იძლევიან". ეგრე ყოველი სიწმინდე, დაწყებული წმინდა ძღვენიდან დამთავრებული ნაკურთხი წყლით, "აქეთ იძლევიან" კურთხევას და იქნება მაგათი კურთხევაც გაგვეუქმებინა? თავად ისაა გამოსაკვლევი, როდის მერე აღარ აკურთხებენ ბერძნები ხატებს? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი