![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოკლედ ახლა წამოიჭრა ერთ ფორუმელთან გარკვეული კითხვა, არის თუ არა ღვთის მადლი არა მართლმადიდებელ თემებში, თი ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან ყოველგვარ მადლს.
მე როგორც წარმომიდგენია, ეს არ არის ასე მარტივად გადასაწყვეტი, რადგან როდესაც ვიღებთ სხვადასხვა თემის არამართლმადიდებლებს, გათვალისწინებით კონკრეტული თემისა, მიღების წესიც სხვადასხვაა, მაგალითად კათოლიკებს იგივე რუსეთის ეკლესია არ იღებს არც ნათლობით, არც მირონცხებით და თუ მღვდელლია ქიროტონიის გარეშე. ჩვენთანაც იგივე წესია, თავად ვარ ერთი ყოფილი კათოლიკეს ნათლია...მისი გადმოსვლლის რიტუალი იყო მხოლოდ ლოცვების კრებული, არანაირი ნათლობა და სხვა საიდუმლო. თუ მართალია ის, რომ იქ არანაირი ნათლობა არ არის, მაშინ როგორც კვიპრიანე კართაგენელი ამბობდა მათეული ნათლობა სიბინძურით განბანა არისო, მაშინ ბუნებრივია რომ გადმოსვლის დროს უნდა მოინათლნენ, რასაც თავად წმ. კვიპრიანე აკეთებდა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეკლესიამ ეს წესი არ მიიღო ზოგად საყოველთაო წესად...ზემოთ მოვიყვანე ერთი მცირე მაგალითი ამისა. ე.ი. გამოდის რომ, როდესაც არ ვნათლავტ და არანაირ წესს არ ვუტარებთ გადმოსვლისას ადამიანს-ვაღიარებთ იმ თემში შესაბამისი საიდუმლოს არსებობას. ჯერ ეს იყოს იმედია ანათემაზე გადაცემები და მსგავსი რამე არ დამემუქრება ![]() მნათე რას იჭყიტები...ანათემის ტექსტს თუ ადგენ ჩემზე, მე უკვე მაქვს, მოგაწვდი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
Irine |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 ![]() |
ხშირად მომისმენია: „ღმერთი მწამს, მაგრამ ეკლესიისა და სამღვდელოების არა მჯერა“. რატომ? რაშია საქმე? შესაძლებელისა კი, რომ ღმერთი გწამდეს, ხოლო ეკლესია და მისი იერარქია არა? როგორც ჩანს, შესაძლებელია, რადგან ასეთი რამ ცხოვრებაში გვხვდება. მაგრამ ამ შემთხვევაში ახალი კითხვა იჩენს თავს: როგორია ეს რწმენა და რა შეიძლება ეწოდოს მას? რაც გინდათ, დაარქვით, ოღონდ ქრისტიანულს ვერ უწოდებთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქრისტიანობა ეკლესიური ერთობის გარეშე არ არსებობს. მოციქული პავლე გვასწავლის, რომ „ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა“ (1 ტიმ. 3, 15-16), რომ ეკლესია არის „ქრისტეს სხეული“ (კოლ. 1, 2; ეფეს. 1, 23). მაცხოვარი ბრძანებს: „აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათ. 16, 18). ეხლა ვთქვათ, შეიძლება კი, ქრისტიანი იყო და ქრისტეს ეკლესიაში არ იყო: შეიძლება კი, ღებულობდე ქრისტეს სწავლებას და არ ღებულობდე მის ეკლესიას? არ შეიძლება. ცხოვრებაში კი ვხვდებით ასეთ „რწმენას“, მაგრამ ეს არ არის ნორმალური მოვლენა, ისევე როგორც ცოდვა - ღვთის სიმართლისგან განდგომა, რომელსაც ადგილი კი აქვს ადამიანთა ცხოვრებაში, მაგრამ მისი სახელი უსჯულოებაა.
-------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ხშირად მომისმენია: „ღმერთი მწამს, მაგრამ ეკლესიისა და სამღვდელოების არა მჯერა“. რატომ? რაშია საქმე? შესაძლებელისა კი, რომ ღმერთი გწამდეს, ხოლო ეკლესია და მისი იერარქია არა? როგორც ჩანს, შესაძლებელია, რადგან ასეთი რამ ცხოვრებაში გვხვდება. მაგრამ ამ შემთხვევაში ახალი კითხვა იჩენს თავს: როგორია ეს რწმენა და რა შეიძლება ეწოდოს მას? რაც გინდათ, დაარქვით, ოღონდ ქრისტიანულს ვერ უწოდებთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქრისტიანობა ეკლესიური ერთობის გარეშე არ არსებობს. მოციქული პავლე გვასწავლის, რომ „ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა“ (1 ტიმ. 3, 15-16), რომ ეკლესია არის „ქრისტეს სხეული“ (კოლ. 1, 2; ეფეს. 1, 23). მაცხოვარი ბრძანებს: „აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათ. 16, 18). ეხლა ვთქვათ, შეიძლება კი, ქრისტიანი იყო და ქრისტეს ეკლესიაში არ იყო: შეიძლება კი, ღებულობდე ქრისტეს სწავლებას და არ ღებულობდე მის ეკლესიას? არ შეიძლება. ცხოვრებაში კი ვხვდებით ასეთ „რწმენას“, მაგრამ ეს არ არის ნორმალური მოვლენა, ისევე როგორც ცოდვა - ღვთის სიმართლისგან განდგომა, რომელსაც ადგილი კი აქვს ადამიანთა ცხოვრებაში, მაგრამ მისი სახელი უსჯულოებაა. უკაცრავად ირინე, მაგრამ ეს ამ თემასთან რა შუაშია? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Irine |
![]()
პოსტი
#4
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 ![]() |
უკაცრავად ირინე, მაგრამ ეს ამ თემასთან რა შუაშია? ბოდიში, აქ შემთხვევით შემოვედი, მისამართი შემეშა ![]() -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 02:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი