![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოკლედ ახლა წამოიჭრა ერთ ფორუმელთან გარკვეული კითხვა, არის თუ არა ღვთის მადლი არა მართლმადიდებელ თემებში, თი ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან ყოველგვარ მადლს.
მე როგორც წარმომიდგენია, ეს არ არის ასე მარტივად გადასაწყვეტი, რადგან როდესაც ვიღებთ სხვადასხვა თემის არამართლმადიდებლებს, გათვალისწინებით კონკრეტული თემისა, მიღების წესიც სხვადასხვაა, მაგალითად კათოლიკებს იგივე რუსეთის ეკლესია არ იღებს არც ნათლობით, არც მირონცხებით და თუ მღვდელლია ქიროტონიის გარეშე. ჩვენთანაც იგივე წესია, თავად ვარ ერთი ყოფილი კათოლიკეს ნათლია...მისი გადმოსვლლის რიტუალი იყო მხოლოდ ლოცვების კრებული, არანაირი ნათლობა და სხვა საიდუმლო. თუ მართალია ის, რომ იქ არანაირი ნათლობა არ არის, მაშინ როგორც კვიპრიანე კართაგენელი ამბობდა მათეული ნათლობა სიბინძურით განბანა არისო, მაშინ ბუნებრივია რომ გადმოსვლის დროს უნდა მოინათლნენ, რასაც თავად წმ. კვიპრიანე აკეთებდა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეკლესიამ ეს წესი არ მიიღო ზოგად საყოველთაო წესად...ზემოთ მოვიყვანე ერთი მცირე მაგალითი ამისა. ე.ი. გამოდის რომ, როდესაც არ ვნათლავტ და არანაირ წესს არ ვუტარებთ გადმოსვლისას ადამიანს-ვაღიარებთ იმ თემში შესაბამისი საიდუმლოს არსებობას. ჯერ ეს იყოს იმედია ანათემაზე გადაცემები და მსგავსი რამე არ დამემუქრება ![]() მნათე რას იჭყიტები...ანათემის ტექსტს თუ ადგენ ჩემზე, მე უკვე მაქვს, მოგაწვდი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა ეს დიდი შეცდომაა, რადგან თუ არ ნათლავს მოუნათლავს, სჩადის უდიდეს დანაშაულს, წირავს რა მათ სამუდამო დაღუპვისთვის. მგონი მასეა. ![]() თქვით ვინმემ თუ ეს ასე არაა. მაშინ რატომ არსებობს საეკლესიო კრებათა დადგენილებება ამის შესახებ? და რატომ კრძალავს ჩვენი (ქართული) ეკლესია კათოლოლიკეთა მიღებას მხოლოდ ნათლობით? ასე, უსაფუძვლოდ? ესე იგი, თუ არაა გაწყვეტილი ხელდასხმათა ჯაჭვი და თუ ისინი (კათოლიკენი) ნათლავენ სახელითა მამისა და ძისადა და წმინდისა სულისა და ახდენენ შთაფვლას სამჯერ. ესე იგი ეს გვაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მათი ნათლობა მისაღებია ჩვენი ეკლესიისთვის და ხელმეორედ ნათლობა უკვე დარღვევა იქნება სჯულის კანონისა? თუ რუსული ეკლესია არ არღვევს წესს, მაშინ სხვა ეკლესიები, სადაც ხელმეორე ნათლობა ხდება არანაკლებ დანაშაულს სჩადიან? კანუდოსელი ბოლო, ბოლო ვერ გავიგე პოზიცია. არც შამფური დაწვა და არც მწვადი, ეგეთი რამე აქ არ გამოვა. ან ასეა ან ისე. ან აუცილებელია კათოლიკეთა მონათვლა ან არა. ისეთი რა მიზეზი უნდა არსებობდეს, რომ ერთ კათოლიკეს არ ჭირდებოდეს ნათლობა და მეორეს არა. ციტატა მანდ წერია, რომ კათოლიკები ლოცულობენ წმინდა ძღვენზე მადლის გადმოსვლისთვის, რასაც მოჰყვება ამ ძღვენის სისხლად და ხორცად გარდაქმნა ჯერ ერთი რა შუაშია ეს ამ თემასთან? ჩვენ აქ არც პროსკომიდიაზე და არც ზიარების საიდუმლოზე არ ვლაპარაკობთ. თუ რამენაირად კავშირშია ამ თემასთან? მეორეც - ციტატა რასაც მოჰყვება ამ ძღვენის სისხლად და ხორცად გარდაქმნა შენ ნამდვილად გწამს, რომ კათოლიკეთა ლიტურგიის (მესის) დროს ნამდვილად აღესრულება ეს საიდუმლო? მე არ მწამს! აბა ერთი წუთით დავფიქრდეთ, თუ ეს საიდუმლო აღესრულება და ჭეშმარიტად გარდაიქმენება (უფუარი) პური და ღვინო მაცხოვრის სისხლად და ხორცად, მაშინ აღარ ყოფილა საერთოდ განსხვავება და ზიარებაც შეგვეძლება კათოლიკურ მესაზე მივიღით. რატომღა გვაქვს აკრძალული მათთან ერთად ლოცვად დადგომაც კი?! თუ მე ვცდები და არასწორად გავიგე, მაშინ რატომ მოიყვანე მაგალითისთვის? მაპატიე, ნამდვილად ვერ ვხვდები. თანაც ციტატა Св. Николай Кавасила იყო მე-14 საუკუნის წმინდანი და მის დროს ჯერ კიდევ არ იყო ისე დაშორებული როგორც დრეს. ალბათ დამეთანხმები, რომ მე-14 საუკუნეში და დღეს ჩვენი და კათოლიკეთა ეკლესია უფრო ახლოს იმყოფებოდა ერთმანეთთან ვიდრე დღეს. ვერ ვაკავშირებ ამას კათოლიკეთა დაბრუნებასთან ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. შეიძლება ცოტა უხეშადაც გამომდის. მომიტეოს უფალმა ასეთი პირდაპირობა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 02:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი