![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოკლედ ახლა წამოიჭრა ერთ ფორუმელთან გარკვეული კითხვა, არის თუ არა ღვთის მადლი არა მართლმადიდებელ თემებში, თი ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან ყოველგვარ მადლს.
მე როგორც წარმომიდგენია, ეს არ არის ასე მარტივად გადასაწყვეტი, რადგან როდესაც ვიღებთ სხვადასხვა თემის არამართლმადიდებლებს, გათვალისწინებით კონკრეტული თემისა, მიღების წესიც სხვადასხვაა, მაგალითად კათოლიკებს იგივე რუსეთის ეკლესია არ იღებს არც ნათლობით, არც მირონცხებით და თუ მღვდელლია ქიროტონიის გარეშე. ჩვენთანაც იგივე წესია, თავად ვარ ერთი ყოფილი კათოლიკეს ნათლია...მისი გადმოსვლლის რიტუალი იყო მხოლოდ ლოცვების კრებული, არანაირი ნათლობა და სხვა საიდუმლო. თუ მართალია ის, რომ იქ არანაირი ნათლობა არ არის, მაშინ როგორც კვიპრიანე კართაგენელი ამბობდა მათეული ნათლობა სიბინძურით განბანა არისო, მაშინ ბუნებრივია რომ გადმოსვლის დროს უნდა მოინათლნენ, რასაც თავად წმ. კვიპრიანე აკეთებდა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეკლესიამ ეს წესი არ მიიღო ზოგად საყოველთაო წესად...ზემოთ მოვიყვანე ერთი მცირე მაგალითი ამისა. ე.ი. გამოდის რომ, როდესაც არ ვნათლავტ და არანაირ წესს არ ვუტარებთ გადმოსვლისას ადამიანს-ვაღიარებთ იმ თემში შესაბამისი საიდუმლოს არსებობას. ჯერ ეს იყოს იმედია ანათემაზე გადაცემები და მსგავსი რამე არ დამემუქრება ![]() მნათე რას იჭყიტები...ანათემის ტექსტს თუ ადგენ ჩემზე, მე უკვე მაქვს, მოგაწვდი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
ციტატა კი და არა. ციტატა კი, თუ მართლა მოუნათლავია ის თავის თემში და არა თუ მონათლულია. თუ მონათლულია კათოლკურად, მაშინ? ციტატა აკითხის დასმა ისე, რომ რატომ ნათლავს ზოგი და ზოგი არაო, ეს მიანიშნებს ნაწილობრივ იმაზე, რომ ეკლესია ცენტრალიზებული არ არის ეკლესია ერთია, მას ერთი აზრი გააჩნია ყველა საკითხზე. თუ რომელიმე ქცვეყნის ავტოკეფალური ეკლესია ამა თუ იმ წესს არ იზიარებს ან უგულებელყოფს, ეს მხოლო მის პირად პასუხისმგებლობაზე უნდა იყოს. ციტატა ქრიასტიანული სული ვერ შეეგუება იმის თქმას, რომ მთელი ის პრაქტიკა რაც არსებობს მოუნათლავთა მიღების შესახებ, არის ეკლესიის დიდი შეცდომა, ამიტომ ვსვამ საკითხს კიდევ ერთხელ: მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ: ეკლესია არის უცდომელი, რადგან თავად მაცხოვარია ეკლესია. რაც შეეხება რიგ დარღვევებს, ეს მხოლოდ კონკრეტულ კლირიკოსებს შეიძლება ჰქონდეთ. ამ შემთხვევაში, რუსული ეკლესია საკუთარ თავზე იღებს იმ პასუხისმგებლობას (აქ რუსულ ეკლესიაში ვგულისხმობ რუსული ეკლესიის მღვდელმთავრებს), რომ რომელიმე ადამიანი შეიძლება ნათლობის გარეშე დარჩეს. ეკლესიას ასეთი რამე არ შეიძლება შეეშალოს. ეს მხოლოდ ადამიანთა შეცდომა შეიძლება იყოს. ციტატა თუ ეკლესია იღებს ერეტიკოსს უნათლავად, ნიშნავს, თუ არა ეს იმას,რომ ის აღიარებს იქ არსებული ნათლობის მადლლის არსებობას და ქმედითობას? აქ კი ვფიქრობ არასწორადაა დასმული საკითხი. მადლი შეიძლება იყოს, მაგრამ არა მაცხოვნებელი. ან პირიქით: უნათლავად მიღება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ ეს ნათლობა აღესრულება მართლმადიდებლური წესით და შემდეგ მოხდა ერესის წარმოქმნა. კათოლიკურ ეკლესიაზე ახლოს არცერთი ეკლესია არ დგას მართლმადიდებლურთან. კათოლიკეთა მიღებაც ნათლობით ხდება (ბოლო პერიოდზე ვსაუბრობთ). ეს არ ნიშნავს იმას რომ მათთან მადლი არ არის, მაგრამ მათი ნათლობა არ არის ჭეშმარიტი და მაცხოვნებელი. კარგი იქნებოდა, ღვთიემეტყველებაში გაწაფული მოძღვარი ჩარეულიყო ჩვენს დისკუსიაში და ნათელი მოეფინა ამ საკითხისთვის. კონკრეტულად კი გაეხსენებინა ის მომენტი, როდესაც საბოლოოდ გადაწყდა კათოლიკეთა მონათვლა. რის საფუძველზე მოხდა ამის დაკანონება. ეს ხომ ასე უსაფუძვლოდ არ მოხდებოდა. გუშინ არ ნათლავდი და დღეს ნათლავ. ეს ასე უბრალოდ არ ხდება. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 02:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი