ადამი და ევა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამი და ევა |
მხევალი ნინო |
Oct 15 2007, 01:13 PM
პოსტი
#1
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
არ ვიცი არის თუ არა ეს ღვთისმეტყველება, მაგრამ კაიროსის იმედით აქ ვხსნი თემას, მოდით ვისუბროთ თემაზე, რატომ დაიწყევლა ქალი მეტად ვიდრე მამაკაცი ცოდვით დაცემის შემდეგ, რატომ უნდა დაემორჩილოს ქალი მამაკაცს, ღვთისმშობლის შემდეგ, რატომ არ შედის ქალი საკურთხეველში? დღემდე მეტია თუ არა მამაკაცი ქალზე?
ფორუმისთვის ყბადაღებული თემა დედათა წესი, მე როგორც ვიცი წარმოადგენს ქალისთვის იმ პირველი შეცოდების გახსენებას. ქრისტეს შემდეგ კვლავ რატომღა ვიხსენებთ იმ პირველ შეცოდებას? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
Oct 20 2007, 01:10 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ხალხო, უკვე ითქვა, რომ მამაკაცი და ქალი არიან თანასწორნი. მათ უბრალოდ სხვადასხვა დანიშნულება აქვთ ცხოვრებაში. კაცი არის პირველი თანასწორთა შორის. ვერ გესმით? მე გეტყვით ეგ როგორ მესმის: ის, რომ რაც არ უნდა აღვემატებოდე მე ჩემს ქმარს ინტელექტუალური შესაძლებლობებით. (რა თავმდაბლობაა ) მე მას საზოგადოებაში უხეშად რომ ვთქვათ 'თავზე არ გადავახტები'. სიტყვას არ ჩავაკვეხებ უტაქტოდ მეგობრებთან საუბარში, სადაც ჩემი ქმარი ჩემგან განსხვავუბულ აზრს დააფიქსირებს. არა იმიტომ, რომ მე მას 'ვემონები', უბრალოდ არ მიღირს ის ერთი აზრის დაფიქსირება იმად, რომ მას რამე ვაწყენინო! ოჯახში, მხოლოდ ჩვენ ორნი თუ ვისაუბრებთ, ეგ უკვე სხვა საქმეა. იქ ცხადია ვიტყვი ჩემ აზრს და იმედი მექნება რომ, თუ მე სწორი ვარ ამისი აღიარებაც შეეძლება. უბრალოდ არ ავირჩევ ცხოვრების თანამგზავრად ისეთს, ვინც ჩემ აზრს არარად ჩააგდებს. ასევე უნდა იყოს ისიც ცხადია, არც იმან უნდა გამოიყვანოს მისი ცხოვრების მეგზური 'ცალტვინა'. (ზოგიერთ კაცს ეხერხება ხოლმე ) აქ ურთიერთ პატივისცემაზეა საუბარი და არა იმაზე- 'აი მე მეტი ვიცი და შენ გაჩუმდიო'. ეს ყველაფერი წვრილმანებია, როცა ოჯახი სიყვარულითაა შექმნილი. მგონი სიტყვა გამიგრძელდა. ააა, გაიგო ამ ადამიანმა ჩემი პოსტი ციტატა "რაიმე ჩამორჩენილობაზე ნუ ვისაუბრებთ, უბრალოდ ორივე სქესს თავისი ჯვარი აქვს და თავისი ჯვრის ტარებაში არის უფრო გონიერი მეორეზე... პირველობას რაც შეეხება, რათქმაუნდა კაცია, თავისი დანიშნულებით და შექმნის იდეითაც, მაგრამ, ვიმეორებ ეს არ ნიშნავს პირველს-როგორც კათოლიკებს ესმით რომის პაპზე, არამედ ჩვენებურად - პრიმუს ინტერ პარეს (primus inter pares ) , რაც ნიშნავს პირველი თანასწორთა შორის, ასეა დღეს მოწყობილი მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიხიც, და ასეა ოჯახშიც, პირველი და მაინც თანასწორი!" აგაშენა ღმერთმა, აი ასეთი მეუღლეები სჭირდება დღეს ჩვენს მამაკაცებს ( ისე დაოჯახებული ხარ? ) იხარე, კაიროსი! პ.ს. რაც შეეხება ნინოს კითხვას, რა შეიცვალა ძველი აღთქმის შემდეგ და რატომ ვერ შევდივართ საკურთხეველშიო, მოკლედ შეიძლება დავაზუსტოთ, შეიცვალა იმდენად რამდენადაც თვითონ ადამიანი აღსდგა ქრისტეში, რათქმაუნდა ახალი ევა ძველი ევის არამარტო დაცემამდელი აღდგენაა, არამედ მისი წინსვლაც, ანუ ღვთისმშობელი უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა, ვიდრე თავად ევა იყო სამოთხეში, ხოლო ღვთისმშობელში ამ დონეზე მაღლდება ქალი, საკურთხეველში კი მღვდელმსახურთა ადგილია და რადგან მღვდელმსახური მხოლოდ მამაკაცი უნდა იყოს აკრიბიით (და თუ რატომ, ამას მოგვიანებით შევეხები ჩემს თემა "აკრიბიიდან-იკონომიისაკენ"), შესაბამისად ქალს იქ არაფერი ესაქმება, თუმცა ხომ ვთქვი რომ ადრე ქალიც შედიოდამეთქი? იგივე დაიკონისა... ანუ არაფერი ანტიქალური და რაიმე დამცირება არაა იმაში, რომ სამღვდელმსახურო ადგილას მხოლოდ მღვდელმსახურები შედიან, სხვათაშორის იქ არც მამაკაცის შესვლაც არ შეიძლება, თუკი ამისი კურთხევა არა აქვს, ანუ არათუ სქესი განაპირობებს რაიმე აკრძალვას, არამედ დანიშნულება... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 08:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი