IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ამპარტავნება, ამაოდმეტყველება
თამარი
პოსტი Nov 14 2006, 03:03 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ამპარტავნებაზე საუბრისას ფორუმზე გამოითქვა ასეთი მოსაზრება:
თუ ამოპარტავნებაზე მიდგა საქმე, ის, რომ ჩვენ ჩვენს საკუთარ აზრებს ამ ფორუმზე ვდებთ და, აპრიორი, ვთვლით რომ ის სხვამაც უნდა წაიკითხოს, უკვე საკმაოდ დიდი ამპარტავნებაა.
მათ შორის, ჩემი მოქმედებაც
”.
საინტერესო იქნებოდა მოძღვრის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით.
ვთვლი, რომ ამ ფორუმზე მოძღვარს შეიძლება თვალში მოხვედროდა ამპარტავნების გამოვლინება ჩვენი მხრიდან. სიამოვნებით მივიღებდი შენიშვნებს ამასთან დაკავშირებით.

და კიდევ:
ახლა ის მენაღვლება მრავალმეტყველების ცოდვით რომ ვისერავ სულს”, - ესეც ერთი ფორუმელის ”ამოძახილია”.
ვთვლი, რომ ძალზე მნიშვნელოვანი და სასიკეთოა ასეთი ფორუმის არსებობა, მაგრამ ჩვენი მხრიდან (პირველ რიგში, ჩემს თავზე ვიტყვი) ხშირად ხდება იმ ზღვარის გადალახვა, რასაც ”მართლმადიდებლური ფორუმი” უნდა ერქვას. ამაოდმეტყველებას ვგულისხმობ. აქაც ძალზე საინტერესო იქნებოდა მოძღვრის პოზიცია.
ფორუმის წევრების უმრავლესობას ჰყავს მოძღვარი. როგორ უყურებს მოძღვარი იმ ფაქტს, რომ მისმა სულიერმა შვილებმა შეიძლება დღის მნიშვნელოვანი ნაწილი ფორუმში გაატაროს (თუნდაც მართლმადიდებლურ ფორუმში), ღამეც გატეხოს და თავზე დაათენდეს კიდეც, როგორც თვითონვე ხშირად აღნიშნავენ.


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
დეკ. ანდრია
პოსტი Nov 15 2006, 05:44 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ქრისტეანს ყოველთვის აქვს ზნეობრივი უფლება თავისი აზრის გამოხატვისა. მაგრამ გააჩნია რას, სად და რისთვის გამოხატავს. ამისდამიხედვით შეიძლება იმსჯელო იმაზე, ამპარტავნებითაა ნათქვამი სიტყვა თუ მოყვასისადმი სიყვარულით.
როცა ჩვენ ვამბობთ იმისათვის, რომ მხოლოდ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, არ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ იმოქმედებენ ჩვენი სიტყვები სხვაზე, ჯიუტად ვიჩემებთ ჩვენსას, როცა ცხოვნებისათვის ეს სულაც არ არის გადამწყვეტი, ვამბობთ ირონიით, გესლით, ნებისმიერ ფასად გვინდა დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე, საწინააღმდეგო მოსაზრების კითხვისას ვგრძნობთ განხურვებას გულში, შეიძლება ვთქვათ, რომ ამპარტავნება გვამოძრავებს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია თავი შევიზღუდოთ აქტიურობისაგან და ათასჯერ გავატაროთ წმიდა წერილის საცერში ჩვენი აზრი და სიტყვა. ფორუმის არსებობა კი აუცილებელია აზრთა გაცვლისათვის, საკუთარი შეხედულებების კორექტირებისათვის, იმისათვის, რომ უბრალოდ გაიცნო შენი ეკლესიის კიდევ ერთი შვილი. ყველას ყველაფერი ვერ ეცოდინება. თუ გავუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას და გამოცდილებას, ამაში ცუდი არაფერია. რა გულით ითქმის სიტყვა, ამას შიგნით დავუკვირდეთ და სინდისს დავეკითხოთ.
არის შემთხვევა, როცა ადამიანი მერყეობს შეხედულებაში. ასეთ შემთხვევაში სიყვარულით ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება განამტკიცოს სიკეთეში.
როცა მამები წერდნენ წიგნებს, მათ ამას არავინ ავალებდა. განწმედილი გულის სარწმუნოებრივი სიმხურვალე განაპირობებდა. ჩვენ არ ვართ ასეთები და ყოველი სიტყვა ათასჯერ უნდა ავწონოთ, სანამ ვიტყვით.
ძალიან უნდა ვერიდოთ იმას, რასაც მხილებას ვუწოდებთ. უმჯობესია საკუთარი თავი ვამხილოთ. მხილება სიყვარულის გარეშე სიძულვილია. სიყვარული კი ძალიან გვაკლია. მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ გვიყვარს, უბრალოდ ვიხიბლებით გრძნობებით. აბა რატომ არის, რომ საყვარელ ადამიანებს სიტყვასაც არ ვპატიობთ, უცებვე გავცეცხლდებით.
სამწუხაროდ ფორუმზეც ჩანს ჩვენი ნაკლი – ამპარტავნება. ეს გასაგებიცაა. მაგრამ აქ მაინც უნდა ვისწავლოთ სწორი ურთიერთობა ადამიანებთან. ურთიერთმიმართვის ის სტილი, რომელიც წარმართულ სამყაროს ახასიათებს არ უნდა შემოვიტანოთ. ამით ჩვენ ქრისტეანულ ურთიერთობას ვსწავლობთ. შინაარსი და ფორმა განუყოფელია ერთმანეთისაგან. შეუძლებელია წარმართულ სტილში მართმადიდებლური სული იყოს. იცვლება ფორმა და შესაძლებელი ხდემა მისით ახალი სულის გამოხატვა.
ფორუმში მონაწილეობის შესახებ, ვფიქრობ უნდა იცოდეს მოძღვარმა. ყველასთვის როდია სასარგებლო აზრების გამოთქმა. ზოგიერთისათვის ეს შეიძლება დამღუპველიც იყოს. გავიხსებოთ წმიდა იოანე დამასკელის ცხოვრება, რომელმაც დამდაბლების მრავალი წლის შემდეგ მიიღო ნიჭის საჯაროდ გამოვლინების კურთხევა. ფორუმზე განსაკუთრებით იგრძნობა ახლადმოქცეულთა ჯერ კიდევ დაუდუღებელი სიმხურვალე და სურვილი იქადაგონ სწორი მართლამდიდებლური შეხედულებები. გასაგებია, მაგრამ არა მისაღები.
რაც შეეხება ფორუმზე გატარებულ დროს, აქ განსაკუთრებული სიფხიზლეა საჭირო. ფორუმი არ უნდა ჩაენაცვლოს ლოცვას. დღის რეჟიმი უნდა შეესაბამებოდეს ქრისტეანისათვის მისაღებ ფორმას ცხოვრებისა, რომელიც ეკლესიამ დღეღამის ლოცვით ციკლში გამოხატა. დღე სერობით მთავრდება და ვისვენებთ იმისათვის, რომ დილაადრიან შევუდგეთ შემომავალი დღის შრომას. რათქმაუნდა, თუ გვყოფნის 4 საათის ძილი, შეიძლება ცოტა მეტხანსაც დავრჩეთ, მაგრამ ღამისთევა და დღის დაღამება გვიან ადგომით არ არის სწორი. ზოგს მართლაც აქვს იმდენი პოსტი და ისე ოპერატიულად ეხმაურება, რომ საეჭვოა ამის ფონზე შესძლოს პირადი კანონის შესრულება და სასარგებლო შრომა. ასე მართლმადიდებლობა ვერ იქადაგება. თუ ჩვენი ცხოვრება არ მოვიდა შესაბამისობაში იმასთან, რაზეც ვსაუბრობთ, უფალი მოგვაკლებს მადლს და ერთმანეთს დავჭამთ.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი