ადამი და ევა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამი და ევა |
მხევალი ნინო |
Oct 15 2007, 01:13 PM
პოსტი
#1
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
არ ვიცი არის თუ არა ეს ღვთისმეტყველება, მაგრამ კაიროსის იმედით აქ ვხსნი თემას, მოდით ვისუბროთ თემაზე, რატომ დაიწყევლა ქალი მეტად ვიდრე მამაკაცი ცოდვით დაცემის შემდეგ, რატომ უნდა დაემორჩილოს ქალი მამაკაცს, ღვთისმშობლის შემდეგ, რატომ არ შედის ქალი საკურთხეველში? დღემდე მეტია თუ არა მამაკაცი ქალზე?
ფორუმისთვის ყბადაღებული თემა დედათა წესი, მე როგორც ვიცი წარმოადგენს ქალისთვის იმ პირველი შეცოდების გახსენებას. ქრისტეს შემდეგ კვლავ რატომღა ვიხსენებთ იმ პირველ შეცოდებას? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
Oct 20 2007, 07:13 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მთლად გასაგები ვერაა, იმიტომ, რომ კაცების შესვლის შემდეგ საკურთხეველი ხელახლა არ იკურთხება, კაცებზე ცალსახა აკრძალვა არაა, ადრე დიაკონესები იყვნენ ეხლა არა, რატომ?????????????? ნენა, რაფერ მიიწევს საკურთხევლისაკენ და ვინა თქვა, რომ ქალმა შემთხვევით ფეხი, რომ შედგას, საკურთხეველი თავიდან რომ უნდა აკურთხონ?აკი ქალი ადის კიდეც ( ცხოვრებაში ერთხელ, მაგრამ მაინც ), აღსავლის კარებთან, პირდაპირ კანკელთან დასეირნობს ; როდის? როცა ჯვარს იწერს მაშინ , დიაკონისების ინსტიტუტი აღარ იყო საჭირო ( ამაზე ადრე დავწერე უკვე), და აიკრძალა, აბა სხვანაირად რა ესაქმება ახლა ქალს საკურთხეველში მითხარი? მაგრამ უფრო მეტს გეტყვი, ვიცი ეკლესია, სადაც არათუ ქალი საკურთხეველში შედის, არამეტ ტრაპეზსაც ეხება ! გაგიხარდა?. იცი სადაა ეგა? ბარიში, სადაც წმიდა ნიკოლოზის საფლავია, საფლავი სწორედ ტრაპეზის ( საკურთხევლის ცენტრში) ქვეშაა, ჰოდა, როცა საყოველთაო მოლოცვა ხდება საფლავისა, მაშინ ქალბატონებიც ( გარდა მათი ვინც უწმიდურებაშია) თქვენ რომ გაგიხარდებათ ისე წელგამართულნი და გაღიმებულნი ჩაუვლიან მოძღვარს საკურთხეველში, და შიგ ტრაპეზში , ქვემოთ გაკეთებულ ღრმულში, ჩოქვით ოდნავ შედიან, რათა ემთხვიონ წმ. ნიკოლოზის საფლავს , როგორც ხედავ აკრძალვა, ხანდახან, თუკი საჭიროა ირღვევა კიდეც, ასე რომ ციტატა ანუ არათუ სქესი განაპირობებს რაიმე აკრძალვას, არამედ დანიშნულება... ახლა უფრო გასაგებია? იხარე, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი