ადამი და ევა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამი და ევა |
მხევალი ნინო |
Oct 15 2007, 01:13 PM
პოსტი
#1
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
არ ვიცი არის თუ არა ეს ღვთისმეტყველება, მაგრამ კაიროსის იმედით აქ ვხსნი თემას, მოდით ვისუბროთ თემაზე, რატომ დაიწყევლა ქალი მეტად ვიდრე მამაკაცი ცოდვით დაცემის შემდეგ, რატომ უნდა დაემორჩილოს ქალი მამაკაცს, ღვთისმშობლის შემდეგ, რატომ არ შედის ქალი საკურთხეველში? დღემდე მეტია თუ არა მამაკაცი ქალზე?
ფორუმისთვის ყბადაღებული თემა დედათა წესი, მე როგორც ვიცი წარმოადგენს ქალისთვის იმ პირველი შეცოდების გახსენებას. ქრისტეს შემდეგ კვლავ რატომღა ვიხსენებთ იმ პირველ შეცოდებას? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
k@the |
Oct 20 2007, 10:07 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
iraklidze
არანაირად არ ვთვლი, რომ კაცზე დაბალი ინტელექტის ვარ. ბევრ ბიჭს ვჯობდი ინტელექტით კლასშიც და კურსზეც ყოველთვის მაგრამ, აქ საუბარი ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე არაა! აი მანდ ცდები როცა ეგრე გგონია, ქალები თავს ნაკლებ ინტელექტუალურაბად სულაც არ ვთვლით. (მე არ ვთვლი ) აქ საუბარია ცოლ-ქმრულ ურთიართობაში, საზოგადოებაში აზრის უპირატესობაზე. ჩემსა და ჩემ მეგობრებს შორის კამათში, ჩემი ქმარი რომ ჩაერიოს, თუნდაც ჩემგან განსხვავებული პოზიციით და დაამტკიცოს თავისი სისწორე, მე სიამაყით აღვივსები . ჩემი ქმარი რო კამათობდეს მეგობრებთან, მე ჩავერიო მისი განსხვავებული პოზიციით და ვამტკიცო ჩემი სისწორე, მას უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენებ და საზოგადოება აღიარებს ჩემს უპირატესობა ჩემ ქმარზე. აი ეგ კი სულაც არ გამიხარდება, არც ჩემს ქმარს ალბათ. სამაგიეროდ მირჩევნია იმ მომენტში გავჩუმდე, თავი შევიკავო ჩემი უპირატესობის წარმოჩენისაგან და სახლში დალაგებულად მშვიდად ავუხსნა ჩემ ქმარს, რომ ესაა სწორი პოზიცია და შემდეგში შეეცადე ესე შეხედო ამ საკითხსთო. იმედი მაქვს, რომ მიხვდება და დამიჯერებს(!) როცა სწორს ვეტყვი, აი მანდაა თანასწორობა. პირველი თანასწორთა შორის. მე მას ვირჩევ ქმრად და ვაღიარებ ჩემს მეორე ნახევრად, ჩემს გულის სწორად, პირველად ჩვენ ორ თანასწორ ადამიანს შორის. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 07:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი