IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წინასწარმეტყველება მეორედ მოსვლაზე, ძველი აღთქმიდან
დათიკო
პოსტი Oct 11 2007, 06:45 PM
პოსტი #1


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



გთხოვთ დამეხმაროთ მოვიძიო მეორედ მოსვლის წინასწარმეტყველება ძველი აღქმის წინასწარმეტყველებებთან.
ესაიასთან უნდა იყოს მგონი... სხვებთანაც ... არ ვიცი...
კონკრეტული ადგილები და მუხლები მჭირდება, მათ ეგზეგეზას თავად ვიპოვნი მერე. ნუ თუ რამე გექნებათ ეგეც დადეთ, მაინტერესებს.
გმადლობთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Oct 20 2007, 10:50 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მახსოვს დანიელის წიგნშია წინასწარმეტყველებები


biggrin.gif ზემოთ რატომ არ კითხულობ? biggrin.gif

ციტატა
დანიელი 7,3-14.

3. და ოთხნი მჴეცნი დიდნი აღმოვიდოდეს ზღჳსაგან, განსხუაებულნი ურთიერთას,

4. პირველი - ვითარცა ლომაჲ, და ფრთენი, ვითარცა არწივისანი. ვხედევდ, ვითარმედ მოეფხურნეს ფრთენი მისნი, და აღღებულ იქმნა ქუეყანით, და ფერჴთა ზედა კაცისათა დადგა და გული კაცისაჲ მოეცა მას.

5. და, აჰა, მჴეცი სხუაჲ, მსგავსი დათჳსა, და ნაწილსა ერთსა ზედა დადგა, და სამნი გუერდნი პირსა შორის მისსა საშუალ კბილთა მისთა, და ესრეთ ეტყოდეს მას: აღდეგ, ჭამენ ჴორცნი მრავალნი!

6. შემდგომად ამისსა ვხედევდ და, აჰა, სხუაჲ მჴეცი, ვითარცა ვეფხი, და მისნი ფრთენი ოთხნი მფრინველისანი ზეშთა კერძო მისსა, და ოთხნი თავნი მჴეცსა, და ჴელმწიფებაჲ მოეცა მას.

7. და შემდგომად მისსა ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, მჴეცი მეოთხე საშინელი და განსაკჳრვებელი და ძლიერი მეტად, და კბილნი მისნი რკინისანი და დიდნი, ჭამდა და დააწულილებდა, და დანაშთომთა მისთა დასთრგუნვიდა. და იგი განხრწნიდა მეტადრე უფროს ყოველთა მჴეცთა უწინარესთა მისთასა და რქანი ედგნეს მას ათნი.

8. და რქათა მისთა განვიცდიდ, ათნი რქანი მისნი, და, აჰა, რქა სხუაჲ მცირე აღმოვიდოდა შორის მათსა. და სამნი რქანი წინასწარნი მისნი აღმოიძირნეს პირისაგან მისისა. და, აჰა, თუალნი ვითარცა თვალნი კაცისანი, რქისა მის შორის და პირი მეტყუელი დიდ-დიდთა. და ჰყოფდა ბრძოლასა წმიდათა მიმართ.

9. და ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაჲ თავისა მისისა, ვითარცა მატყლი განწმედილი, საყდარი მისი - ალი ცეცხლისა, ეტლისთუალნი მისნი - ცეცხლი მოტყინარე.

10. მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა, ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს.

11. და ჯდა და წიგნნი განეხუნნეს. ვხედევდ მას შინა ჴმისაგან სიტყუათა დიდთაჲსა, რომელთა რქანი იგი იტყოდიან. მხილველ ვიყავ, ვიდრემდის მოიკლა მჴეცი და წარწყმდა, და სხეული მისი მიეცა დასაწუელად ცეცხლითა.

12. და ნეშტთაცა მჴეცთაჲ გარდადგა მთავრობაჲ. და სიგრძე სიცოცხლისა მიეცა მათ ვიდრე ჟამისამდე და წამისა.

13. ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, ღრუბელთა თანა ცისათა, ვითარცა ძე კაცისა, მომავალ იყო, და ვიდრე ძუელისა დღეთაჲსამდე მოიწია და წინაშე მისსა მიყვანებულ იქმნა იგი.

14. და მას მიეცა მთავრობა, და პატივი, და მეფობა, და ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი მას ჰმსახურებდეს, და ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, რომელი არა წარჴდეს და მეფობა მისი არა განიხრწნას



პ.ს.

თემა ან უნდა დაიხუროს, ან კიდევ განმარტებებს უნდა მივყვეთ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
დათიკო   წინასწარმეტყველება მეორედ მოსვლაზე   Oct 11 2007, 06:45 PM
abo   დათიკო ძველი აღთქმ...   Oct 11 2007, 09:23 PM
მარიამი   რაღაც წიგნი ვნახე ...   Oct 11 2007, 09:37 PM
KAIROS   დავითის თხოვნა მე ...   Oct 11 2007, 09:55 PM
დათიკო   abo თუ არის მაგ შრომე...   Oct 11 2007, 09:56 PM
მარიამი   ვა, რაღაცეები ვიპო...   Oct 11 2007, 10:02 PM
solomony   ადრე გავაკეთე ძველ...   Oct 11 2007, 11:46 PM
დათიკო   მარიამი solomony მადლობ...   Oct 12 2007, 03:47 PM
კანონისტი   დათიკო დანიელ წინა...   Oct 12 2007, 05:18 PM
დათიკო   კანონისტი კონკრეტ...   Oct 12 2007, 05:48 PM
KAIROS   დავით, მოკლედ მაინ...   Oct 12 2007, 08:02 PM
solomony   ბოლოჟამზე დანიელი...   Oct 12 2007, 08:18 PM
KAIROS   რახან სოლომონამ ...   Oct 12 2007, 08:21 PM
solomony   შენზე არ მითქვია ზ...   Oct 12 2007, 08:24 PM
დათიკო   KAIROS :მპუა: შენ გაიხა...   Oct 13 2007, 02:26 PM
ალექსანდრე   მეც მახსოვს დანიელ...   Oct 13 2007, 11:32 PM
KAIROS   :D ზემოთ რატომ არ კი...   Oct 20 2007, 10:50 PM
დათიკო   KAIROS კი ბატონო, დავხუ...   Oct 21 2007, 09:06 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th July 2025 - 05:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი