პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
ნიკოლოზ_V |
Nov 15 2006, 07:15 PM
პოსტი
#2
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
პოეზია უცნაური მადლია და პოეტი ამ მადლითმოსილი კაცია...
პოეზია.. ისეთი... მზეთუნახავი ყვავილია, რომ მალე ჭკნება, თავის სურნელობას ჰკარგავს, თუ მეცნიერების შუქი არ ადგია, თუ მეცნიერება თავის უკვდავების წყაროს არ ასხურებს და სიბრძნისხელი კიდევ დღე-მუდამ არა ჰფურჩქნის... ზღვაა უძირო, არამც თუ თვალ, ფიქრ-მიუწვდომელიცა. ამ ზღვისათვის კაცი გემია, ნიჭი-აფრა და მეცნიერება -საჭე, გემის მიმმართველი.. ადამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოპლიო, ერთი დიდებული წიგნია, უცნაურ ენაზედ დაწერილი. მეცნიერება იმას სთარგმნის უხატებაო, უსურათო სიტყვითა, პოეზია კი ხატებითა და სურათითა. მეცნიეების ნათარგმნი ჯერ უნდა, რაც შეიძლება ბლომად, მოგროვდეს გულის სიგანძეში, რომ მერე პოეტის მხატვრობითმა სიტყვამ აღმობეჭდოს, სული ჩაუდგას, ხორცით შემოსოს ადამიანის გასატაცებლად, აღსაფრთოვანებლად და გასაოცებლად. თუ პოეტი მეცნიერებას არ მოიწევს, მარტო ცარიელი ნიჭი ვერ უთარგმნის ამ წიგნსა. პოეზია მადლია, ნიჭია რომელიც ეძლევა მხოლოდ კაცთა.. რჩეულთა. მადლია, მაგრამ ამასთანავე ტვირთიც არის, რადგანაც იგი მოვლენილია, რომ ჭრილობიდან სისხლის შეუწყვეტელი დენა კაცთა სიცოცხლეს შეუყენოს. ---------------------------- მიყვარს მშფოთვარე ეს ცხოვრება ზათქით და ზარით მაგრამ სიცოცხლე წამის არის და ჰგავს ტკბილ ბურანს. მსურს ჩავეჭიდო დედამიწას ისეთი ძალით რომ წამით მაინც შევაჩერო მე მისი ბრუნვა. უნდა ვიჩქარო თორემ ჟამი ყანწივით დამცლის, სად ხარ უფალო, რა სიყალბით ეს დრო რიგდება... მე მინდა ვნახო სიკვდილის მკაცრი, მუხლმოკვეთილი დიაცივით რომ ატირდება. ------------------------------------------ ღამე შემოდის ვით წმინდა ბერი.. და მე დუმილის ვწევარ საკანში. მოვსულვარ თქვენი მიწა და მტვერი თქვენი ხმისა და სულის განგაში. მსურს აქ ვიტირო და ვიმდუღარო, დღეს თქვენტან ერთად მინდა ვათენო, ჩემო წარსულის ხმა იდუმალო, რჯულის ლოცვანო, წმინდა ხატებო. თქვენ შიშსა ჰგვრიდით შაჰსა თუ სულთანს და სასიკვდილოდ ბოჭავდით თითქოს... თქვენშია ჩემი წარსულის სუნთქვა ჩემი დიდების, ხელების სითბო. თქვენ ჩაგდით ძარღვში ძალა უძლევი, არ გავღუნულვართ სიკვდილის პირზე, ვილეწებოდით თუ ვერვუძლებდით. ნაწილებიდან ვდგებოდით ისევ. რჯულისთვის რამდენს დღე ჩაემუქა და სად რამდენი მოკვდა წამებით... სიკვდილის წინ რომ არ ჩაუმუხლავთ აქ მუხლის თავზე იდგნენ მამებ... თქვენდამი რწმენა ლეწავდა მტარვალს. დღეს კი თენდება ცა იმარჯნება. მაგ თქვენს კალთაში ესვენა ალბათ ეს მზე, თბილისი და გადარჩენა. -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი