პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
ნიკოლოზ_V |
Nov 15 2006, 07:41 PM
პოსტი
#2
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
ხშირად ჩემ თავთან დავრჩები მარტო
თუმცა არ მიყვარს განმარტოვება. მზე არის, მაინც მზის ღვარებს ვნატრობ, დე ცა არწიონ პალმის რტოებმა. კაცს ზღვა იმედებს ნუ დაუშრიტავ განცდავ და რწმენავ, მიწავ და ცაო, ფიქრებში ვფარტავ სიკვდილის ტიტანს და უკვდავების დავეძებ წყაროს. -------------------------------------------------- ეს მერამდენედ ცა გადასჭრეს წეროს გუნდებმა, ლანდი თუ ქალი დადის, ეზოს ცრემლად ედება. ჩურჩულებს-მოვა, უეჭველად ის დაბრუნდება. - რის ფიქრები, ოცნებები და იმედები. მგონი დღეს ასჯერ გადაიკითხა სვილის ბარათი ჰაი, ზღვასავით ურწყავია დედის ბუნება. ჩარჩა სმენაში: - მელოდეო - ჩარჩა მარადის, ყურის ძირში კი დაფართხალებს არ დაბრუნება მოგონებები სიმძიმილით წვება ფილებად. ეხ მშობლის გული დაიტევდა მტკვარსაც არაგვსაც, საგულედან კი მოაქანებს ფიქრის დინება, დედის თვალებში ვიწროვდება სოფლის შარაგზა. ღამდება, მთებმა ნაპრალები ბინდით მიჩულეს და ბალადები აჟღერებენ ფშანებში ლერწმებს, დედა კი დადის, როგორც რთოლვა, როგორც სიჩუმე მთელ სასოებით რაღაც თბილს და უხილავს ეძებს. ომედი ჰკვებავს ადამის შვილს, - დედასაც სჯერა... სახლში შემოდის ფეხაკრებით ქარის ხმაურში. - მოვალო მითხრა, დაბრუნდება ის უეჭველად, - იტყვის მოხუცი და ბუხართან ლოგინს გაუშლის. მიდის იძინებს.., და ძილშიაც არის მოთქმაში, შუაღამისას წამოდგება როგორც აჩრდილი, არ შესცივდესო, ჩუმად, ჩუმად შედის ოთახში და სასთუმალი ცარიელი ხვდება გაშლილი. სკდება ნერვები, გაშმაგებით, მიარღვევს ღარებს. მტრედისფერ ფარდას გადმოაფენს ზეცა მთა სერებს, დედის ტანჯვაში მოქანცული ბარბაცებს ღამე და მოლოდინებს ორღობეში ცრემლით ასველებს. როდესაც მაღლა დაბორგავენ ავი სულები, შავ ქაღალდივით ფარფატებენ შავი ჩრდილები, წონასწორობას აქ ჰკარგავენ მთები სრულებით ისეთნაირად ცას შებღავის დედა ირემი. -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 10:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი