ტიხრული მინანქარი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტიხრული მინანქარი |
ალექსანდრე |
Oct 26 2006, 01:57 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
მოდით აქ ვისაუბროთ ტიხრულ მინანქარზე, საქართველოში უძველეს ხელოვნების დარგზე და მის გამოყენებაზე საეკლესიო ნივთებსა და ხატების შესამკობად
მინანქარს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. იგი განვითარების ისეთსავე მაღალ საფეხურზე იდგა, როგორზეც ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა და რელიეფური პლასტიკა. ამის დამადასტურებლად მარტო ხახულის ხატზე შემორჩენილი მინანქრის რაოდენობა და შესრულების დონეა საკმარისი. ქართული ტიხრული მინანქრის კოლორიტი განსხვავდება სხვა (მაგ., ბიზანტიური) ქვეყნების ტიხრული მინანქრისგან. ქართული მინანქრის ფერებს შორის თავისებურია ე.წ. ხორცისფერი და გამჭვირვალე მწვანე. შ.ამირანაშვილის მოსაზრებით, მინანქრის ფერებში მანგანუმის შერევის შედეგად ხორცისფერს იღებდნენ. ქართული ტიხრული მინანქრის ბევრი ნიმუში დაკარგულია; უძველესი VIII საუკუნით არის დათარიღებული; ეს არის კათალიკოსის გულზე დასაკიდი ჯვარი (დაცულია საქართვილოს ხელოვნების მუზეუმში), ამავე პერიოდს ეკუთვნის მთლიანად ტიხრული მინანქრით შესრულებული ენკოლპიონი. IX საუკუნისაა ვარძიის ხატზე დაცული მინანქრები, ხახულის ხატის რამდენიმე მინანქარი. ჯუმათის ორი ხატის მინანქრები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიქსაქსა სხვადასხვა კოლექციაში, მათგან 3 მედალიონი საქართველოს ხელოვნების მუზეუმს დაუბრუნდა. ხახულის ხატის ცენტრში ჩასმული იყო X საუკუნის მინანქრის ღვთისმშობლის გამოსახულება, ეს იყო ყველაზე დიდი ქართ. ტიხრული მინანქარი, რომელიც XIX საუკუნეში გაიტაცეს და ნაწილებად დაამტვრიეს. ახლა შემორჩენილია ღვთისმშობლის სახე, ხელები და შარავანდის ნაწილი. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ქართული მინანქარია. ტიხრული მინანქრის ხელოვნება განსაკუთრებით X-XII საუკუნეებში აყვავდა. ტიხრული მინანქრის წარმოება საქართველოში, როგორც ჩანს, XV საუკუნეში შეწყდა. ამ საუკუნისაა ვარაუდით წმ. გიორგის ორი ხატი ( დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჯვარცმა ტიხრული მინანქრის სახელოსნო ''ლეგენდა'' www.enamelworld.com -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
forest |
Jun 18 2007, 11:16 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 142 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,233 |
ეს ჩემი ნამუშევარია და რას იტყვით?
-------------------- ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის.............
|
nuciko-22 |
Oct 21 2007, 09:38 PM
პოსტი
#3
|
nino kobidZe ჯგუფი: Members პოსტები: 432 რეგისტრ.: 21-June 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,261 |
ეს ჩემი ნამუშევარია და რას იტყვით? ღმერთმა გაგაძლიეროს გენაცვალე სიტყვები არ მყოფნის ისეთი არაჩვეულებრივია. მრავალი ასეთი შედევრი შეგაქმნევინოს ღმერთმა. პატივისცემით ნინო -------------------- დედიკო გენაცვალოთ,მიყვარხართ!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი