მეფე რომელსაც ბრწყინვალე ვუწოდეთ და, მისთვის ძეგლიც კი არ დაგვიდგამს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეფე რომელსაც ბრწყინვალე ვუწოდეთ და, მისთვის ძეგლიც კი არ დაგვიდგამს |
დავით ივერიელი |
Jun 3 2007, 11:34 PM
პოსტი
#1
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
ჩვენ ვამაყობთ იმ უწყვეტი ჯაჭვით რასაც ქრისტიანობის (XIსაუკუნიდან მართლმადიდბლობის) 17საუკუნოვანე საქართველოში ჰქვია....
მაგრამ მატიანე გვატყობინებს, რომ გიორგი ბრწყინვალის დროს ”რომის პაპმა ევროპელთა საქრისტიანო კათედრა სმირნადან ტფილისში გადმოიტანა.” რა აზრის ხართ ამაზე.... როგორ შეეგუა ამას ჩვენი ეკლესია... ეკუმენიზმი ოხმ არ იყო ნეტა მაჳშნაცა... ? -------------------- მერე რა რომ . . .
|
sable |
Oct 21 2007, 11:48 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
საეპისკოპოსო კათედრის გადატანა თბილისში ცვეულებრივი მოვლენა იყო
კათოლიკებს მრევლი შეუმცირდათ სმირნაში და ოდნავ მოემატათ თბილისში ამის გამო კათედრა აქ გადმოიტანეს თუმცა არ აქ ჰქონდათ დალხენილი მდგომარეობა საერთოდ საქართველოში შიმშილით ძვრებოდათ სული მათი ერთ-ერთი ეპისკოპოსი რომელიც სებასტოპოლისში ანუ ცხუმში იჯდა კენტერბერგის არქიეპისკოპოსს სთხობდა დახმარებას მიშველე თორემ გაგვძვრა მშივრებს სულიო. აქ მხოლოდ ღარიბი ქართველების შემოწირულობებზე ვარსებობთ თვით საფლავის ქვებიც კი სქიზმატიკოსებმა მუსლიმებთან და ებრაელებთან ერთად წაგვართვესო. თავიდან კი გამიკვირდა რაში უნდა დაჭირვებოდათ ქართველებს (წყაროში ეწ სქიზმატიკოსებს) მუსლიმების და ებრაელების დახმარება მაგრამ მერე მივხვდი რომ ეგ ავტორმა განგებ ჩაწერა იმისთვის რომ ყველაფერ სიკეთესთან ერთად მართლმადიდებლებისათვის ურჯულოებთან კავშირი დაებრალებინა თითქოს ეს ურწმუნოები ერთად ამხედრდნენ ჩვენს წინააღმდეგო. ასე რომ მაგათ დალხენილი ცხოვრება საერთოდ არ ჰქონიათ საქართველოში გიორგი V დროს, ეს წერილიც 1330 წელს არის დაწერილი და კარგად აჩვენებს კათოლიკების ყოფას საქ-ი -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 04:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი