![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
რატომ არა ხარ ეკლესიაში? არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი წილად მხვდა ბედნიერება ამ წიგნის ხელში ჩავარდნისა და ნამდვილად არ გამიძლებდა გული,რომ ამაზე თემა არ გამეხსნა და თქვენთვისაც არ გამეცნო.თხელი წიგნია,ამიტომ შევეცდები ხელით ავკრიფო და ნელ-ნელა სრულად მოგაწოდოთ. იქნებ ეს წიგნი ვიღაცას დაეხმაროს ნაბიჯის წინ გადადგმაში,საბოლოოდ გადააწყვეტინოს ტაძარში მისვლა. დღეს ბევრი მართლმადიდებელი ადამიანი არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით.ზოგს არ უნდა და ზოგსაც უნდა,მაგრამ რაღაც აკავებს,რომ მივიდეს ეკლესიაში.არიან ისეთებიც,რომლებიც ამბობენ: "მართალია,აუცილებელია ეკლესიაში მისვლა,მაგრამ ამას ხვალ ან ზეგაც მოვახერხებ.დღეს ამისთვის მზად არ ვარ." "ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის იმქვეყნად,უმეტესობა მოულოდნელად.მათ შორის ბევრია ახალგაზრდაც.თავიანთი სიკვდილის წინა დღეს მათ არც კი იცოდნენ,რომ ერთი დღის სიცოცხლეღა ჰქონდათ დარჩენილი.მიმოიხედეთ თქვენს გარშემო და დარწმუნდებით ამ სიტყვების სიმართლეში.კარგად დაფიქრდით, იქნებ ეს თქვენი ცხოვრების ბოლო დღეა,იქნებ ხვალ უკვე გვიან იყოს.ასე,რომ ხვალ კი არა დღესვე,ამ წუთშივე წადით მოძღვართან,რომ მოასწროთ თქვენი სულის გადარჩენა. ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან,რომ ვინც ეკლესიაში მოვა ყველა გადარჩება,მაგრამ წმინდა მამთა სულიერ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ,როგორც წარღვნის დროს ნოეს კიდობნის გარეთ ვერავინ გადარჩა,ისე დღეს ეკლესიის გარეთ ვერავინ გადარჩება.ეკლესიაში მოსულთ კი აქვთ შანსი და თუ გავირჯებით იმედი უნდა ვიქონიოთ ღვთის მოწყალებისა." იქნებ ამ წიგნის წაკითხვა დაეხმაროს ვიღაცას,მისი დანიშნულება ხომ სწორედ ადამიანების ეკლესიისკენ მობრუნებაა. ავტორი უბრალო და გასაგები ფორმით გვაცნობს უფლის მეოთხე მცნებას,გვესაუბრება ეკლესიასა და მის საიდუმლოებებზე იმ მიზეზებზე,რომლებიც ხელს უშლიან ქრისტიანებს იყვნენ ეკლესიის ერთგული შვილები."ეს წიგნი პატარა,მაგრამ ბევრის მომცველია.იგი ეძღვნება ეკლესიაში,წირვა-ლოცვაზე დასწრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.დასაწყისში მისი ავტორი დაბეჯითებით გვარწმუნებს ეკლესიაში სიარულის აუცილებლობაში და გვესაუბრება მის სარგებლობაზე.შემდეგ მოჰყავს თავის მართლების მაგალითები,რომლებიც ჩვეულებრივ თან ახლავს საკვირაო ღვთისმსახურების გაცდენას და დაწვრილებით განიხილავს ამ უარყოფითი მოვლენის ბუნებას.უბრალოდ და გასაგებად გვიხსნის,როგორ უნდა მოვემზადოთ ეკლესიაში წასასვლელად და ბოლოს ამთავრებს საღვთო ლიტურგიის მოქმედებათა მოკლე,მაგრამ ღრმა განმარტებით." პ.ს. სხვისი არ ვიცი და,რაღა ვთქვა,რომ არა ჩემთვის ეკლესია... ![]() ![]() ეკლესიისკენ ერთი ადამიანის მობრუნების დროსაც კი ანგელოზები ცაში სიხარულით გალობენ: "ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა,რომელმან შეინანოს" (ლუკა 15,7) -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
2.საზოგადოებრივი ბედნიერების წყარო
რისგან იტანჯება დღეს საზოგადოება?ძლიერთა ამა ქვეყნისა მტრობისა და განხეთქილებებისაგან, საკუთარი თავის სიყვარულისა და გულქვაობისაგან, უსამართლობისა და ტყუილისაგან.ტაძარი კი საერთო საქმის სახელოსნოა,საზოგადოებრივი სამართლიანობის საოცარი წყაროა.სახარების კითხვით,ხარებით იშლება საზოგადოებრივი ზღვრები,როგორც იერიქონის კედლები.ადამიანთა დაყოფა,გამოწვეული სოციალური განსხვავევებით,ტაძრის მიღმა რჩება.მდიდარი და ღარიბი,დიდი და პატარა,მაღალი თუ დაბალი მდგომარეობის მქონენი,მეგობრები და ყოფილი მტრები აქ თანაბარნი არიან და ეზიარებიან ერთი წმინდა ბარძიმიდან.ეკლესიაში ყველანი,ღვთის მონები,საერთო მემკვიდრეობის - ცათა სასუფევლის მქონე ძმები არიან.ლბება მათი გულები,ტაძრიდან უფრო მშვიდნი და თავმდაბალნი გამოდიან,სახლებში უფრო თავშეკავებულები ბრუნდებიან. თუ ტაძარში შედის ძუნწი მდიდარი და ესმის სახარების სიტყვები: "უგუნურნო,ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან;ეგე რომელი მოიმზადე,ვისა იყოს?" მისი სულის გაღიზიანებას იწყებს სინდისის ქენჯნა.ის მოუთმენლად ელოდება სახლში წასვლის დროს.რატომ?საქმე იმაშია,რომ გუშინ მან უსამართლოდ მიითვისა თავისი ძმის ქვრივის ერთადერთი სახლი.ლიტურგიის შემდეგ მიისწრაფვის მასთან შესახვედრად . "მაპატიე, - ეუბნება ის, - მე არასწორად მოვიქეცი.სახლი შენია.მე გიბრუნებ მას." ბევრია ისეთი,ვინც გუშინ თავს სჭრიდა საზოგადოებას და ტანჯავდა ოჯახს,მაგრამ ეკლესიაში მოსვლამ შეცვალა. პირეაში ცხოვრობდა ერთი ხულიგანი.იგი ადრე დაობლდა.თორმეტი წლიდან დაიწყო ქურდობა.ჩაეფლო ცხოვრების ჭაობში.მისი მეგობრებსაც კი ეშინოდათ.მისი ეშინოდა ცოლსაც და ოჯახსაც.გალოთდა,ღამე გვიან ბრუნდებოდა სახლში. ერთმა მეწაღემ დაიყოლია,წასულიყო კვირა დღეს ტაძარში.მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა იმან,რომ იქ მყოფნი არ ჰგავდნენ მის მეგობრებს.მან დაიწყო ეკლესიაში სიარული.ჩააბარა აღსარება.მიატოვა სმა და ნარკოტიკები,ფული სახლში მიჰქონდა,ხელი მოჰკიდა ბავშვების აღზრდას და მათთან ერთად დადიოდა ტაძარში,გარშემომყოფთ მეგობრულად ექცეოდა.თვითონ კითხვა არ იცოდა,მაგრამ ყოველთვის თან ატარებდა სულის განმანათლებელ წიგნს,რათა სხვებისთვის სარგებლობა მოეტანა.ასე ეკლესიაში მისვლით დაიწყო მისი ცხოვრების შემობრუნება. ერთხელ,ერთმა უხასიათოდ მყოფმა პორტის მუშამ სილა გააწნა,მაგრამ მან არ უპასუხა.კაფეში სადილობისას,ყველა,ვინც მას იცნობდა,მსჯელობდა მომხდარზე. "დღეს, - ამბობდნენ მუშები, - ვიხილეთ საოცრება.ბატკანი მგელს სცემდა,მგელი კი არ გაბრაზებულაო." ის,ვინც ეკლესიაში დადის,საზოგადოების უკეთეს ნაწილს წარმოადგენს.შევადაროთ ეკლესიაში მოსიარულე ათასი კაცი და ათასი - მის გარეთ მყოფი.დანაშაულებათა პროცენტი მორწმუნეებში ნაკლებია.სამართლიანად ამბობენ,რომ როდესაც ტაძრები იხურება,იხსნება საპატიმროები და პირიქით,როდესაც ტაძრები იხსნება - საპატიმროები იხურება. -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 03:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი