IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართულ და სომხურ ეკლესიათა შორის "განყოფა"
marine
პოსტი Sep 20 2007, 12:02 PM
პოსტი #61


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,197
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქართულ და სომხურ ეკლესიათა შორის "განყოფა"

კ. კეკელიძე წერს: "სომხებისაგან ეკლესიურად ჩამოშორება, რომელსაც ადგილი ჰქონდა VII საუკუნის დასაწყისს, მოხდა, როგორც ცნობილია, სხვათა შორის, ეროვნულ-კულტურული იდეოლოგიის საფუძველზედაც. ქართველები ამიერიდან მიზნად ისახავენ თანდათანობით განთავისუფლებას აღმოსავლური საეკლესიო ტრადიციებისაგან. ამ ნიადაგზე წარმოიშვა გამწვავებული პოლემიკა სომხებთან, რომელიც იქამდე მივიდა, რომ ქართველემებმა წარსულშიაც კი უარყვეს ყოველგვარი კულტურულ-ეკლესიური ურთიერთობა სომხებთან..."

განხეთქილება, რომელსაც ქართველი და სომეხი ისტორიკოსების თანახმად, შედეგად მოჰყოლია "განყოფა" ამ ეკლესიათა შორის, შედეგი ყოფილა იმდროინდელი პოლიტიკური სიტუაციისა.

პ. ინგოროყვა კარგად გადმოსცემს ქვეყნის მდგომარეობას: "იბერიაში მე-6 საუკუნის 70-იან წლებში მოხდა აჯანყება ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ, რაც დასრულდა ეროვნული ხელისუფლების აღდგენით იბერიაში, მაგრამ მდგომარეობა იბერიის ამ ახალი ხელისუფლებისა არ იყო მტკიცე; ამის გამოსახულებაა კერძოდ ის ფაქტიც, რომ იბერიის ხელისუფლების მეთაური ატარებს არა "მეფის", არამედ "ერისმთავრის", ანდა "დიდი ერითავის" ტიტულს. იმ დროს არსებულ საერთაშორისო ვითარებაში იბერიის ძველი "სამეფოს" აღდგენა ვერ მოხერხდა.

იბერიის ამ ახალ ხელისუფლებას უხდება მერყეობა ორ გარეშე ძალას - ირანსა და ბიზანტიას შორის. 590-604 წლებში იბერია ბიზანტიის გავლენის სფეროში მოექცევა; შემდეგ 605 წლიდან, ვიდრე 620-იან წლებამდე,, იბერიაში ისევ ირანის მფლობელობა დამყარდა; ხოლო 620-იანი წლებიდან ირაკლი კეისრის აღმოსავლეთში ლაშქრობის დროიდან, იბერია კვლავ ბიზანტიის გავლენის სფეროშია მოქცეული." (პ. ინგოროყვა - გიორგი მერჩულე, 1954 წ. გვ.30)

570-იანი წლებიდან 604 წლამდე, როცა საქართველო მოქცეული იყო ბიზანტიის გავლენის სფეროში, ქართული ეკლესია სრულიად ქალკედონურია და აღარ იმყოფება სომხური ეკლესიის ზეგავლენის ქვეშ. მიუხედავად ამისა, ამ ორი მოძმე ეკლესიას მაინც აქვს ურთიერთკავშირი, ალბათ, კულტურულ-სულიერი. მაგალითად, მომავალი ქართლის კათალიკოსი კირიონი დაახლოებით ამ პერიოდში ჯერ სომხეთში მოღვაწეობს, სადაც ის ეპისკოპოსია, შემდგომ კი გადმოდის ქართლში.

მდგომარეობა სრულიად იცვლება 604 წლიდან, ბიზანტიაზე სპარსეთის წარმატებითი გამარჯვებების და ამიერკავკასიის სპარსეთისადმი დაქვემდებარების შემდგომ. თუკი 570 წლებიდან, ვიდრე 604-605 წლებამდე ქართული ეკლესია სომხური ეკლესიისაგან სრულიად დამოუკიდებელი იყო, 604/5 წლებიდან სომხეთს უცდია ქართული ეკლესია კვლავ მოექცია თავისი ზეგავლენის ქვეშ ისევე, როგორც იყო VI საუკუნის 50-70-იან წლებამდე. 604/5 წლებიდან სომხური ეკლესიის ცდას - დაემორჩილებინა ქართული ეკლესია, საქართველოში გამოუწვევია საპირისპირო რეაქცია, რასაც 607-609 წლებში შედეგად მოჰყვა "განყოფა" ქართულ და სომხურ ეკლესიათა შორის.

სომეხთა კათოლიკოსმა აბრაამმა აუკრძალა სომხებს რაიმე კავშირი ჰქონოდათ ქართველებთან. თვით სომხური წყაროების თანახმად, სომხური ეკლესისაგან სრული დამოუკიდებლობა ქართული ერის ყველა ფენის სურვილი ყოფილა. მათ საერთო მისწრაფებას ახორციელებდა ქართლის დიდი კათოლიკოსი კირიონი.

როგორც სმბატ მარზპანის ეპისტოლედან ჩანს, სომხური მხარე ქართველებს აფრთხილებდა, რომ თუ ქართული ეკლესია კვლავ გააგრძელებდა სომხეთისაგან დამოუკიდებლობის კურსს, იგი ამას შეატყობინებდა სპარსეთის მეფეს და დასჯიდა არა მარტო ეკლესიას, არამედ საერთოდ ქვეყანას. მართლაც, 614 წელს სპარსეთის სახელმწიფომ გამოსცა ბრძანება, რომლის ძალითაც ყველა ქრისტიანი არამარტო ამიერკავკასიაში, არამედ მის მთელ იმპერიაში უნდა დამმორჩილებოდა სომხურ ეკლესიას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გაასახლებდნენ.

ჩანს, 614 წლის ე. წ. "სპარსული კრების" შემდეგ, საქართველოში მრავალი მონოფიზიტი გაჩენილა. ამას ხელს ისიც შეუწყობდა, რომ თვით ერისმთავარი სტეფანოზი სპარსული ორიენტაციისა იყო და მტრულად დახვდა ბერძნებს.

(გაგრძელება იქნება)




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Oct 22 2007, 02:46 PM
პოსტი #62


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,197
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სომეხ-ქართველთა სარწმუნოებრივი განხეთქილების შესახებ და არსენი საფარელის თხზულება განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა


ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით ქართლის სამეფოს იდეოლოგიურ და კულტურულ ცხოვრებაში არსებითი გარდატეხა მოხდა. V-VI საუკუნეებში პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-იდეოლოგიური განვითარების მხრივ ქართლის სამეფომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ქართველთა შეგნებაში ერთიანი ქართული სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობის იდეა აღორძინდა. და ბოლოს, საეკლესიო რეფორმით ( ახალი საეპისკოპოსოების დაარსება, მათ შორის ბოლნისის საეპისკოპოსოც), რომლის გვრიგვინს ქართლის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მოპოვება წარმოადგენდა.

საქართველოში ხალხმა თავიდანვე მიღებული ქადაგება და მოძღვრება უცლველად და შეუბღალავად დაიცვა, მწვალებლობა საქართველოში მას არასდროს არ შეუშვია და მართლმადიდებლობისათვის არ უღალატია.

ამ მოძღვრების ყველაზე მკაფიოდ გამომხატველი X საუკუნეში დიდი ქართველი მწერალი გიორგი მთაწმინდელი იყო, რომელსაც ანტიოქიის პატრიარქთან მოწყობილი პაექრობის დროს შემდეგი დებულება წამოუყენებია. ჩვენ ქართველებს ვინაიდან ერთი ღმერთი გვაცნობიეს, არღარა უვარგვყოფიეს და არცა წვალებისა მიმართ მოდრეკილ არს ნათესავნი ჩუენი და ყოველთა უარის მყოფელთა და მწვალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევლით. ასეთსავე დებულებას იზიარებდა იმდროინდელი ქართველი მწერალი ეფრემ მცირეც.

V საუკუნის დამდეგს აღმოსავლეთ საქართველოს სარწმუნოებრივ სფეროში ისეთი ცვლილებები მოხდა, რომელსაც ქართველი ერის მთელი მერმინდელი ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ცვლილებებმა ორი მეზობელი ერი ერთმანეთს დააშორა და მათი განვითარების გზები გაჰყარა. ძველ დროსვე ეს ამბავი ქართველი და სომეხი ისტორიკოსების ცნობისმოყვარეობას იპყრობდა და კვლევა-ძიების საგნად იქცა. X საუკუნის ცნობილ ქართველ მოღვაწეს არსენი საფარელს (კათალიკოსს) დაუწერია განყოფისათვის ქართვლისა და სომხითისა, რომლის ტექსტი თედო ჟორდანიამ გამოაქვეყნა, ხოლო თვით ეს თხზულება განხილულია ივანე ჯავახიშვილის მონოგრაფიაში ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები.

საინტერესოა არსენ საფარელის თხზულების იდეოლოგიური პოზიცია- არა ქართლი და ქართველები განშორდნენ სომხებს, არამედ პირიქით, სომხები განშორდნენ მართლმადიდებლობას. ქართლი მართლმადიდებელი იყო და მართლმადიდებლადვე დარჩა, რწმენა არ შეუცვლია, ხოლო სომხები განშორდნენ მას, ე. ი. ისინი არამართლმადიდებლები გახდნენ: ასეთია თხზულების მოკლე შინაარსი.

ბიზანტიის იმპერატორის არკად კეისრის დროს სომხეთი ამ იმპერიაში შედიოდა. რჯულიც ბერძნული ჰქონდათ. სომხებს სპარსთა მხრიდან მუდმივი თავდასხმა ემუქრებოდათ, მათ ბერძნები ეშველებოდნენ, მაგრამ შემდგომ სპარსეთმა სომხეთი დაიპყრო. სომხები თხოვდნენ საბერძნეთს დახმარებოდნენ მათ, მაგრამ არკადი კეისარმა არ შეისმინა მათი თხოვნა. მაშინ სომხები შეუთანხმდნენ სპარსეთს, რომ ისინი მისი მოხარკენი გახდებოდნენ, კავშირს გაწყვეტდნენ ბერძნებთან და სპარსეთისათვის სასურველ სარწმუნოებას მონოფიზიტობას მიიღებდნენ. სომხები ასედაც მოიქცნენ. იმ დროისათვის სომეხთა გავლენიან წრეებში მონიფიზიტობამ ისე მაგრად გაიდგა ფესვები, რომ თითქმის ეროვნულ სარწმუნოებად იყო ქცეული. ამ მხრივ საგულისხმოა, რომ თვით საქართველოშიაც, ცურტავის საეპისკოპოსოში, სადაც ქართველებთან ერთად სომხებიც ცხოვრობდნენ, სომხები მონოფიზიტობის აღმსარებელნი იყვნენ, ქართველები კი ქალკედონიანები (დიოფიზიტები). ამის გამო ქართული და სომხური ეკლესიის მღვდელმთავართა შორის უთანხმოება დაიწყო. მოსე ცურტაველ ეპისკოპოსმა ეროვნებით სომეხმა დახმარებისა და მოშველიებისათვის სომეხთა ეკლესიის მესვეურებს მიმართა, თქვენი დახმარების გარეშე აქ ჩვენ, სომხებს დარჩენა არ შეგვიძლია და ამ მიწა-წყლის მიტოვება და გამოქცევა მოგვიხდებაო. მართლაც, მოსე ცურტაველი ეპისკოპოსი მოულოდნელად სომხეთში გაიქცა და იქ მისვლისთანავე სომეხთა კათალიკოსის მოადგილეს ვრთანესს მიმართა წერილობით და შესჩივლა, რომ ქალკედონიანობის წინააღმდეგობისათვის ის საქართველოდან გამოდევნეს.

სულ სხვანაირ სურათს გვიშლის თავის ეპისტოლეში ქართველთა კათალიკოსი კირიონი. ის მოსე ცურტაველის ნაამბობის სიმართლე გადაჭრით უარყოფს; მე ის არ გამომიძევებია, არამედ ჩემთან დავიბარე და, რადგან მისი ზოგიერთი სულმდაბალი საქციელის შესახებ გავიგე, მისი დარიგება და შეგონება მინდოდა ისე, როგორც მოწაფეს შეჰფერის, მაგრამ ჩემ მოწოდებაზე ის არ გამოცხადდა, არამედ თავისი ეკლესია მიატოვა და ღამე ჩუმად გაიპარაო.

რაც უფრო გადიოდა დრო, უფროდაუფრო რთულდებოდა და მწვადებოდა ქართველ-სომეხთა სარწმუნოებრივი დამოკიდებულება, განსაკუთრებით მღვდელმსახურების ენის საკითში. სომხეთის კათალიკოსი აბრაამი თავის ეპისტოლეში ქართველ პატრიარქს კირიონს წერდა: ცურტაველი ეპისკოპოსის განდევნის შემდგომ მართლმადიდებლობის აღსარებას რატომ უბრძანებთ, ეხლა გავიგე რომ წმინდა შუშანიკისთვის დაწერილი წირვა-ლოცვაც მოგისპიათ. აქედან ჩანს, რომ სომეხთა კათალიკოსს იმდენად ცურტაველი ეპისკოპოსის გადაყენება არ აწუხებდა, რამდენადაც სომხური მღვდელმსახურების მოსპობა.

კირიონს როგორც ირკვევა, შუშანიკის სამარტვილოში, სადაც წინათ წირვა სომხურად ყოფილა დაწესებული, სომხურის გარდა ქართული წირვის შემოღებაც აუცილებლად საჭიროდ უცვნია და ქართული მღვდელმსახურება დაუწესებია კიდეც.

V საუკუნის შუა წლებში საქართველოში ჩამოდიან ასურელი მამები, მათ ოცდაათ წელიწადში გაწეული ღვაწლის წყალობით შეძლეს არამარტო ქალკედონიზმის სრული გამარჯვებისათვის მიეღწიათ, არამედ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქალკედონიზმის გამარჯვებამ, თეორიული საფუძველი შექმნა ქართული და სომხური ეკლესიების ურთიერთდაშორებისათვის. ასე რომ ასურელი მამების მოღვაწეობამ განამტკიცა ქართული კულტურის ეროვნული საფუძველი და ჩვენს ხალხს ეროვნულ-კულტურული გადაგვარების აშკარა საფრთხე ააშორა.

ზურაბ ერისთავი

ბოლნისის ეპარქიის გაზეთი „სიონი“




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   ქართულ და სომხურ ეკლესიათა შორის "განყოფა"   Sep 20 2007, 12:02 PM
marine   ბუნებრივია, ანტიბი...   Sep 24 2007, 11:59 AM
marine   როგორც ზემოთ მოყვა...   Oct 8 2007, 01:50 PM
sable   აქ გადამოცემულია, ...   Feb 1 2008, 03:42 PM
marine   ამ შემთხვევაში მა...   Feb 1 2008, 04:00 PM
marine   "ქართულ და სომხურ...   Oct 16 2007, 10:52 AM
marine   სომეხ-ქართველთა სა...   Oct 22 2007, 02:46 PM
nini_1   პეტრე ქართველიას (...   Oct 22 2007, 09:42 PM
marine   მგონი ჯდება თემაშ...   Oct 23 2007, 10:03 AM
კანუდოსელი   449 წელს ეფესოში მოწ...   Oct 23 2007, 01:30 PM
კანონისტი   nini_1 მცირედი უზუსტობ...   Oct 23 2007, 11:43 AM
staywhite   სომხების გარდა კიდ...   Oct 23 2007, 11:54 AM
კანონისტი   staywhite არ ვიცი ზუსტად,...   Oct 23 2007, 12:16 PM
xornabujeli   staywhite არ ვიცი ზუსტად...   Dec 3 2007, 08:21 PM
staywhite   მადლობთ :) მე იმ ტატ...   Oct 23 2007, 12:27 PM
k@the   უკაცრავად ვერ გავ...   Oct 23 2007, 05:09 PM
კანონისტი   k@the ცხადია. მსოფლიო ...   Oct 23 2007, 05:52 PM
nini_1   კანონისტი კი დავი...   Oct 23 2007, 08:01 PM
marine   არსენი საფარელი „ე...   Dec 3 2007, 01:03 PM
marine   განყოფის დროინდელ...   Dec 13 2007, 12:57 PM
marine   წმიდა გრიგოლის მიე...   Feb 1 2008, 12:09 PM
კანუდოსელი   ცნობილია, რომ მიუხ...   Feb 1 2008, 02:32 PM
marine   ცნობილია, რომ მიუხ...   Feb 1 2008, 03:34 PM
marine   არსენის თანახმად, ...   Feb 4 2008, 05:52 PM
marine   2. იოანე II გაბელენელ...   Feb 19 2008, 02:50 PM
ივერიელი   ეს განხეთქილება მხ...   Dec 23 2009, 03:25 AM
sable   ეს განხეთქილება მ...   Dec 23 2009, 03:37 AM
ივერიელი   sable კი გეთანხმები მ...   Dec 23 2009, 04:09 AM
sable   sable კი გეთანხმები მ...   Dec 23 2009, 04:20 AM
ივერიელი   ერთ ერთი ისტორიკოს...   Dec 23 2009, 01:21 PM
sable   ერთ ერთი ისტორიკო...   Dec 23 2009, 04:04 PM
ივერიელი   სომხეთში არ ვარ ნა...   Dec 23 2009, 04:09 PM
sable   სომხეთში არ ვარ ნა...   Dec 23 2009, 05:06 PM
konstantin Logos   არა განხეთქილება ...   Apr 12 2014, 11:27 AM
marine   "ქალკედონის კრებ...   Dec 27 2014, 05:49 PM
marine   "მიწერ-მოწერის უშ...   Dec 27 2014, 06:07 PM
marine   "...ქართველებისთვ...   Sep 16 2015, 06:39 PM
marine   "შემოქმედი უმდიდ...   Apr 10 2016, 01:45 PM
marine   "სავარაუდოა, რომ ...   Aug 25 2016, 10:29 AM
marine   "დავითს [აღმაშენე...   Oct 27 2016, 06:21 PM
marine   "მე-12 მუხლით აღიარ...   Nov 17 2016, 12:02 PM
marine   "კირიონ I კათოლიკ...   Feb 3 2017, 07:39 PM
marine   "შემოქმედის გულა...   Aug 17 2017, 10:09 PM
marine   "არსენ კათალიკოს...   Nov 1 2017, 10:13 AM
marine   "პეტრიწონის სკოლ...   Nov 13 2017, 08:34 PM
marine   "ჯუმბერ კოპალიან...   Nov 25 2017, 09:39 AM
marine   "1921 წლის 7 ივლისს ბ...   Nov 29 2017, 10:42 AM
marine   "საქართველოსგან ...   Jul 19 2019, 08:43 PM
marine   "სომხებს განსაკუ...   Sep 26 2019, 07:08 PM
marine   "ექვთიმე გრძელი (XI...   Apr 28 2020, 09:05 PM
marine   "1919 წელს პარიზში გ...   May 3 2020, 10:30 PM
marine   "აკელდამა საკმაო...   Nov 9 2021, 08:14 PM
marine   "[კათალიკოსი] კირ...   Feb 5 2022, 07:59 PM
marine   "სომეხ ხალხს კავკ...   Feb 7 2022, 03:23 PM
marine   "ანტონი [I კათალიკ...   Feb 8 2022, 07:28 PM
marine   "სომხები თავგამო...   Feb 27 2022, 10:02 PM
marine   "ქართულ-სომხურმა ...   Feb 28 2022, 03:35 PM
marine   "საქართველოში და...   Apr 3 2022, 02:35 PM
marine   "სომხებთან დაკავ...   Apr 6 2022, 09:38 PM
marine   "ქართველებსა და ს...   Apr 7 2022, 09:40 PM
marine   "კაფაში ქართველე...   Jun 9 2022, 02:19 PM
marine   "ძეგლისწერის შემ...   Jun 30 2022, 11:42 AM
marine   "მონოფიზიტობა სო...   Sep 6 2022, 08:05 PM
marine   "... მაგრამ ამდენი ...   Mar 1 2023, 08:29 PM
marine   "გიორგი მერჩულე გ...   Apr 3 2023, 08:30 PM
marine   "მე მქონდა საუბარ...   Aug 20 2023, 05:11 PM
marine   "სომხეთი გაიწირე...   May 2 2024, 09:49 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2024 - 05:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი