პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
Beri_Sergi |
Nov 15 2006, 10:10 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 61 რეგისტრ.: 15-November 06 წევრი № 477 |
aramgonia ro mickinot tu sakutar 2 leqss davagdeb
როგორც ყოველთვის ისევ მომენატრე ისევ მომადგა თვალებზე ცრემლი ისევ შენ გნატრობ ისევ შენ გელი ისევ ვლოცულობ რომ იყო ჩემი ისევ წამომცდა მიყვარხარ მეთქი ისევ შენს სურათს ვესაუბრები ისევ აგორდა ფიქრის მორევი ისევ ადიდდა მდინარე ცრემლის ისევ ჩამესმის შენი ჩურჩული ისევ ე მომდის შენი სურნელი ისევ გამოჩნდა ცაზე ღუბელი ისევ გადავშალე სევდის ფურცელი მე უშენობას ვერ ვეგუები!!!! ------------------------------------------------ დავიღალე ვზივარ მარტო თვალზე ცრემლი აღარ შრება მზის სინათლე მეზიზღება შენი სახე მესიზმრება ნავრა,ოცნებაში ჩემ ფიქრებში ისევ რჩება გავიღვიძებ ყველაფერი,ღამის ბინდში იკარგება დრო არ მინდობს მიდის ნელა სევდა ტანჯვა მემატება შენი თვალები მელანდება შენი კოცნა მენატრება სიყვარულო სად ხარ ნეტა? -------------------------------- es leksebi ar gankitxot es ubralod erti shekvarebuli BERIS bodvaa... -------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი