IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჩანახატები, იყოს ლამაზი
გლახა
პოსტი Jan 16 2007, 01:27 PM
პოსტი #1


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მეგობრებო არ მახსოვს ჩანახატების თემა თუ არსებობს.
ერთმა ჩვენმა კარგმა მეგობარმა მთხოვა გამეხსნა..
აბა გაგვახარეთ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
თათი87
პოსტი Oct 23 2007, 01:39 PM
პოსტი #2


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



სიკვდილი აკაკუნებს


თარგმანი ინგლისურიდან - ეკა ჭიალაშვილმამოქმედება ხდება სადღაც კიუ გარდენსის მიდამოში, ეკერმანების ორსართულიანი სახლის საძინებელში. კედლებს ხალიჩები ფარავს. იქვე დიდი, ორკაციანი საწოლი და ფართო კომოდი დგას, ოთახი ავეჯითა და ფარდებით საგულდაგულოდაა გაწყობილი. კედლებზე რამდენიმე სურათი და ერთი უხეირო ბარომეტრი კიდია. ფარდის აწევისთანავე ისმის ნაზი კლასიკური მუსიკის ხმა. ლოგინზე წევს ორმოცდაჩვიდმეტ წელს მიღწეული ტანსაცმლის მწარმოებელი, მელოტი და ღიპიანი ნეტ ეკერმანი და გაზეთ \"დეილი ნიუსის\" ხვალინდელი ახალი ამბების ქრონიკის კითხვას ამთავრებს. აბანოს ხალათი აცვია, ფეხზე კი - ქოშები და საწოლის თეთრ თავფიცარზე მიმაგრებული ლამფის შუქზე გაზეთს ჩაჰყურებს. შუაღამე ახლოვდება. მოულოდნელად რაღაც ხმაური გვესმის, ნეტი წამოჯდება და ფანჯრისკენ იხედება.

ნეტი: ეს რა ჯანდაბა იყო?

(ფანჯრიდან ტლანქად მოცოცავს პირქუში, ლაბადაში გახვეული სხეული. დაუპატიჟებელ სტუმარს შავი კაპიუშონი წამოუცვამს, ტანზეც შავი სამოსი შემოტმასნია. კაპიუშონი თავს უფარავს, მაგრამ შუა ხნისა და მიტკლისფრად გადაფითრებულ სახეს კი არა. რაღაცით ნეტს ჩამოჰგავს. უცნობი ხმამაღლა ბურტყუნებს და იმუქრება, მერე ფანჯრის რაფაზე გადაკოტრიალდება და იატაკზე ეცემა).

სიკვდილი (დიახ, სწორედ რომ იგი): უფალო იესო! ლამის კისერი არ მოვიმტვრიე!

ნეტი (შეცბუნებული შეჰყურებს): ვინ ბრძანდებით?

სიკვდილი: სიკვდილი ვარ.

ნეტი: ვინ?

სიკვდილი: სიკვდილი. მომისმინე, შეიძლება დავჯდე? კინაღამ კისერი მომტყდა. ფოთოლივით ვცახცახებ.

ნეტი: ვინ ბრძანდებით?

სიკვდილი: სიკვდილი. ერთ ჭიქა წყალს ვერ დამალევინებ?

ნეტი: სიკვდილი? მაგით რისი თქმა გსურთ?

სიკვდილი: რა გემართება? შავ კოსტიუმსა და გაფითრებულ სახეს ხომ ხედავ?

ნეტი: ჰოო.

სიკვდილი: როგორ ფიქრობ, დღეს ჰელოუინს ვზეიმობთ?

ნეტი: არა.

სიკვდილი: მაშ, სიკვდილი ვყოფილვარ. აბა, ახლა მაინც თუ დამალევინებ წყალს? გინდაც \"ფრესკა\" იყოს.

ნეტი: ვითომ ხუმრობაა...

სიკვდილი: რა ხუმრობა? ორმოცდაჩვიდმეტის არა ხარ? ნეტ ეკერმანი, პესიფიკის ქუჩა ერთი, წილადი თვრამეტი, არა? თუ არაფერი მეშლება... მოიცა, ერთი გამოძახების ფურცელი გადავამოწმო (ჯიბეში იქექება, მერე კი წარმოადგენს ბარათს, რომელსაც მისამართი აწერია. ბარათი დამაჯერებლობას მატებს მის სიტყვებს).

ნეტი: რა გნებავთ ჩემგან?

სიკვდილი: რა მნებავს? როგორ გგონია, მაინც რა უნდა მნებავდეს?

ნეტი: ეტყობა მეხუმრებით. ჯანმრთელობას მე არ ვუჩივი.

სიკვდილი (აუღელვებლად): ოჰო! (აქეთ-იქით მიმოიხედავს). საამური ადგილია, ღმერთმანი. სულ შენი ნახელავია?

ნეტი: დეკორატორი დავიქირავეთ, მაგრამ არც ჩვენ დაგვიკლია ხელი.

სიკვდილი (შეჰყურებს სურათს კედელზე): მიყვარს ასეთი დიდთვალება ბავშვები.

ნეტი: ჯერ არ მინდა წასვლა.

სიკვდილი: წასვლა არ გინდა? შენი ჭირიმე, არ დამიწყო ახლა ეგეთები. ამდენი ცოცვისაგან ისედაც ლამისაა გული ამერიოს.

ნეტი: რომელ ცოცვაზე მელაპარკებით?

სიკვდილი: საწვიმარ მილს ამოვყევი. რა არ ვიღონე, რომ ჩემი გამოცხადება დრამატული ყოფილიყო. შევყურებ ფართო ფანჯრებს, შენ გღვიძავს და კითხულობ. ეგრევე ვიფიქრე, ღირს-მეთქი. ავძვრები, შევალ, ცოტას... ხო აზრზე ხარ... (თითებს გაატკაცუნებს). ამასობაში ვაზის წნელში ქუსლი მეხლართება, მილი ტყდება, მე კი რაღაც ძაფზეღა ვკიდივარ. მერე ეს ჩემი ლაბადაც ფხრეწას იწყებს. მოდი რა, უბრალოდ ავდგეთ და წავიდეთ. ძალიან მძიმე ღამე მქონდა.

ნეტი: ჩემი საწვიმარი მილი გატეხეთ?

სიკვდილი: გატეხეთ! არ გამტყდარა. ოდნავ გაიღუნა. არაფერი გაგიგონია? ძირს ჩამოვაგდე.

ნეტი: ვკითხულობდი.

სიკვდილი: ეტყობა მაგრა გაგიტაცა ხო იცი! (ხელში იღებს გაზეთს, რომელსაც ნეტი კითხულობდა). \"ადგილზე დააკავეს მარიხუანას ორგიაში მონაწილე სტუდენტი გოგონები\". არ მათხოვებ?

ნეტი: ჯერ არ დამიმთავრებია.

სიკვდილი: ეეჰ, არც კი ვიცი, ეს ყველაფერი როგორ გითხრა, მეგობარო...

ნეტი: ქვემოთ, ზარი რატომ არ დარეკეთ?

სიკვდილი: გეუბნები, შემეძლო ასეც მოვქცეულიყავი, მაგრამ აბა როგორ გამოვიდოდა? ასე კი ცოტა დრამატული ელფერი აქვს. ჰო, რაღაც ამდაგვარი. \"ფაუსტი\" წაგიკითხავს?

ნეტი: რა?

სიკვდილი: ვთქვათ და მარტო არ ყოფილიყავი. ზიხარ ვიღაც მნიშვნელოვან ხალხთან ერთად. მე, სიკვდილმა, ზარი დავრეკო და წინ ისე ჩაგიაროთ, ვითომც აქ არაფერიაო. აბა, რაებსა ჩმახავ, ტვინი სადა გაქვს?

ნეტი: მომისმინეთ, მისტერ. უკვე ძალიან გვიანაა.

სიკვდილი: ჰოო. აბა, მოდიხარ?

ნეტი: სად მოვდივარ?

სიკვდილი: სიკვდილში, ძმაო. იქ, იმ ყველაზე მთავართან! სამოთხე, ბედნიერი და უზრუნველი იმქვეყნიური ყოფა (მერე საკუთარ მუხლს დახედავს). გეუბნები, ძალიან სერიოზული ჭრილობაა-მეთქი. მგონი, პირველ საქმეზევე განგრენა ავიკიდე.

ნეტი: ერთი წუთი მაცადე. დრო მჭირდება. წამოსასვლელად ჯერ არა ვარ მზად.

სიკვდილი: ვწუხვარ, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარები. დიდი სიამოვნებით, მაგრამ - რა გიყო, დრო მოგივიდა.

ნეტი: დრო რანაირად მომივიდა, როცა სულ ეს-ესაა \"მოდისტ ორიჯინალში\" დავიზღვიე თავი.

სიკვდილი: რა ბედენაა, ერთი-ორი დოლარით მეტი გექნება, თუ ნაკლები.

ნეტი: აბა, შენ რა გენაღვლება? ალბათ მთელ ხარჯებს გინაზღაურებენ.

სიკვდილი: აბა, მოდიხარ თუ არა?

ნეტი (ახედ-დახედავს): მაპატიეთ, მაგრამ ვერაფრით დამიჯერებია, რომ სიკვდილი ხართ.

სიკვდილი: რატომ? აბა, ვის ელოდი, როკ ჰადსონი გამოგეცხადებოდა?

ნეტი: არა, ეგ რა შუაშია.

სიკვდილი: ვწუხვარ-მეთქი, იმედი თუ ვერ გაგიმართლე.

ნეტი: კარგი, არ გეწყინოთ. არც კი ვიცი... ყოველთვის მეგონა, რომ თქვენ უფრო... როგორ გითხრათ... უფრო მაღალი იქნებოდით.

სიკვდილი: ხუთი ფუტი და შვიდი დიუმი. წონას თუ გავითვალისწინებთ, საშუალო სიმაღლისა მქვია.

ნეტი: იცით, რაღაცით მეც მგავხართ.

სიკვდილი: აბა, ვის უნდა ვგავდე? მე ხომ შენი სიკვდილი ვარ.

ნეტი: იქნებ, ცოტა მადროვოთ. ერთი დღე.

სიკვდილი: არ შემიძლია. სხვანაირად როგორღა გითხრა?

ნეტი: მხოლოდ ერთი დღე. ოცდაოთხი საათი.

სიკვდილი: რაში გჭირდება? რადიოთი გადმოსცეს, ხვალ წვიმა იქნებაო.

ნეტი: იქნებ რაიმე იღონოთ?

სიკვდილი: მაინც, რა?

ნეტი: ჭადრაკს თამაშობთ?

სიკვდილი: არა, არ ვთამაშობ.

ნეტი: ერთხელ თქვენი სურათი ვნახე, ჭადრაკს თამაშობდით.

სიკვდილი: ეგ მე არ ვიქნებოდი, რადგან ჭადრაკს საერთოდ არ ვეკარები. კუნკენი კიდე შეიძლება.

ნეტი: კუნკენს თამაშობთ?

სიკვდილი: კუნკენს თუ ვთამაშობ? პარიზი ქალაქია?

ნეტი: კარგად გამოგდით, სხვათა შორის.

სიკვდილი: ძალიან კარგად.

ნეტი: იცით, ახლა რას ვიზამ?

სიკვდილი: მოდი რა, გარიგებები არ გვინდა.

ნეტი: კუნკენს გეთამაშებით. თუ მოიგებთ, უსიტყვოდ მოგყვებით, მე თუ მოვიგე, კიდევ ცოტა უნდა მადროვოთ. სულ ერთი დღე, მეტი არა.

სიკვდილი: რა დროს კუნკენის თამაშია?

ნეტი: რას ბრძანებთ, თუკი ეს თამაში კარგად გეხერხებათ...

სიკვდილი: ისე, თამაშის განწყობაზე კი ვარ.

ნეტი: მოდი რა, თუ ძმა ხარ, ნახევარი საათი წავითამაშოთ.

სიკვდილი: არა, უფლება არა მაქვს.

ნეტი: აი, კარტი და აღარ გვინდა რა, ზედმეტი ლაპარაკი.

სიკვდილი: კარგი, კარგი, თანახმა ვარ. თამაში ხასიათზე მომიყვანს.

ნეტი (იღებს კარტს, ბლოკნოტსა და ფანქარს): ნამდვილად არ ინანებთ.

სიკვდილი: თუ ღმერთი გწამს, ნუ მევაჭრები. აიღე კარტი, \"ფრესკა\" მომეცი და საჭმელიც მოაყოლე რამე. სტუმარი შემოგესწრო, კარტოფილის ჩიპსები მაინც არა გაქვს, ან მარილიანი ჩხირები?

ნეტი: ქვემოთ შოკოლადი \"M&M\" მაქვს.

სიკვდილი: M&M! პრეზიდენტი რომ გსტუმრებოდა? ვითომ M&M-ს დასჯერდებოდა?

ნეტი: თქვენ ხომ პრეზიდენტი არა ხართ.

სიკვდილი: კარგი, კარგი. დაარიგე.

(ნეტი კარტს არიგებს, ამოდის ხუთიანი)

ნეტი: მოდით, მეტი ინტერესისთვის თითო ქულაზე ცენტის მეათედს ჩამოვიდეთ.

სიკვდილი: უამისოდ საინტერესოდ არ გეჩვენება?

ნეტი: ფული რომ მეგულება, უკეთესად ვთამაშობ ხოლმე.

სიკვდილი: როგორც გენებოს, ნევტ.

ნეტი: ნეტი. ნეტ ეკერმანი. დაგავიწყდათ ჩემი სახელი?

სიკვდილი: ნევტი, ნეტი - თავი ამტკივდა, რა...

ნეტი: ეგ ხუთიანი გაწყობთ?

სიკვდილი: არა.

ნეტი: მაშინ ამოიღეთ.

სიკვდილი (კარტს ამოიღებს და ხელზე დაიხედავს): უფალო იესო, აქ არაფერიც არ არის.

ნეტი: მაინც როგორია, ჰა?

სიკვდილი: რაზე მეკითხები?

(მერე ისევ აიმატებენ კარტს და ჩამოვლენ, აიმატებენ და ჩამოვლენ)

ნეტი: სიკვდილზე.

სიკვდილი: როგორ უნდა იყოს? განისვენებ და ეგ არის.

ნეტი: მერე აღარაფერი იქნება?

სიკვდილი: აჰა, ორიანებს ზოგავ, არა?

ნეტი: გეკითხებით, მერე აღარაფერია?

სიკვდილი (გაბნეულად): ნახავ.

ნეტი: მაშ, რაღაცას მაინც ვნახავ, არა?

სიკვდილი: ალბათ სხვაგვარად უნდა მეთქვა. ჩამოდი.

ნეტი: შენგან ხეირიან პასუხს ვერ ეღირსება კაცი.

სიკვდილი: მე კარტს ვთამაშობ.

ნეტი: ითამაშე, ითამაშე.

სიკვდილი: თანაც კარტს კარტზე გაღებინებ.

ნეტი: ჩამოსულებს ნუღარ ამოწმებ.

სიკვდილი: არ ვამოწმებ. ვასწორებ მხოლოდ. რომელი კარტი ჭრის?

ნეტი: ოთხიანი. უკვე გაჭრაზე გაქვს საქმე?

სიკვდილი: ვინა თქვა, რომ მაქვს? უბრალოდ გკითხე, რომელია-მეთქი, რა, არ შეიძლება?

ნეტი: განა მეც ეგრე უბრალოდ არა გკითხე, რაიმეს იმედი თუ შემიძლია მქონდეს-მეთქი?

სიკვდილი: მიდი, მიდი, ითამაშე.

ნეტი: რა მოხდა, რომ მითხრა რამე? სად მივდივართ?

სიკვდილი: მივდივართო? \"ჩვენ\" რა შუაშია? სიმართლე თუ გინდა, ეს შენ მოადენ ზღართანს იატაკზე, დაჭმუჭნულ-დასრესილი ნივთების გროვაში.

ნეტი: მართლა? ერთი სული მაქვს! მეტკინება?

სიკვდილი: ერთ-ორ წუთში გაგივლის.

ნეტი: მაგარია, ხურავს. აი, ამის მოსმენა კი ნამდვილად მჭირდებოდა. კაცმა \"მოდისტ ორიჯინალში\" დავიზღვიე თავი, ეს კი...

სიკვდილი: ოთხ ქულაზე რაღას იტყვი?

ნეტი: ჭრი?

სიკვდილი: ოთხი ქულა წავა?

ნეტი: არა, მე ორიანი მაქვს.

სიკვდილი: მეხუმრები ალბათ.

ნეტი: არა, წააგე.

სიკვდილი: წმინდაო ღმერთო, მე კი მეგონა, ექვსიანებს უფრთხილდებოდი.

ნეტი: არა. შენი ჩამოსვლაა. ოცი ქულა და ორიც ჩარჩო. ითამაშე. (სიკვდილი კარტს არიგებს). მაშ, იატაკზე უნდა გავგორდე არა? იქნებ დივანთან დავმდგარიყავი, ჰა?

სიკვდილი: არა. ითამაშე.

ნეტი: რატომ არა?

სიკვდილი: იმიტომ, რომ იატაკზე უნდა დაეცე. თავი დამანებე რა! ვცდილობ გონება მოვიკრიბო.

ნეტი: რაღა მაინცდამაინც იატაკზე? აი, რისი გაგება მინდა. რატომ არ შეიძლება, დივანთან ვიდგე და ზედ დავეცე რბილად?

სიკვდილი: ყველანაირად შევეცდები. ახლა შეგვიძლია თამაში გავაგრძელოთ?

ნეტი: მეც მაგას არ ვღაღადებ! მო ლეფკოვიცს მაგონებ. ისიც შენნაირი ჯიუტია.

სიკვდილი: თურმე მო ლეფკოვიცს ვაგონებ. ჩემზე საშინელ არსებას ძნელად თუ წარმოიდგენს კაცი, ამას კი თურმე მო ლეფკოვიცს ვაგონებ. მაინც ვინაა ეგ ტიპი, ბეწვეულით ვაჭრობს?

ნეტი: ნეტა შენ იყო ეგეთი ბეწვეულით მოვაჭრე. წელიწადში ოთხმოც ათასს აკეთებს. ყაითანით გაწყობა და იმის ჯანი. საკუთარი ფაბრიკა აქვს. ორი ქულა.

სიკვდილი: რა?

ნეტი: ორი ქულა-მეთქი. ვჭრი. შენ რა გაქვს?

სიკვდილი: გეგონება, კალათბურთის ანგარიში დამაწერესო ხელზე.

ნეტი: თანაც სულ ყვავებია.

სიკვდილი: ნეტა მაგდენი არ გელაპარაკა.

(ისინი ხელახლა არიგებენ კარტს და თამაშს აგრძელებენ).

ნეტი: წეღან რისი თქმა გინდოდა, ჩემი პირველი საქმეაო, რომ მითხარი?

სიკვდილი: რაც გაიგონე.

ნეტი: რა, ადრე არავინ ყოფილა?

სიკვდილი: როგორ არ ყოფილან, მაგრამ მე არავინ წამიყვანია.

ნეტი: აბა, ვინ წაიყვანა?

სიკვდილი: სხვებმა.

ნეტი: სხვებიც არიან?

სიკვდილი: აბა, შენ რა გეგონა! ყველას თავისი გზა აქვს.

ნეტი: ეგ არ ვიცოდი.

სიკვდილი: საიდან უნდა გცოდნოდა? ისეთს რას წარმოადგენ, მაინც ვინა გგონია თავი?

ნეტი: როგორ თუ ვინა მგონია? რა, არავინა ვარ?

სიკვდილი: არა, როგორ არა ხარ, ტანსაცმელს არ აწარმოებ? მაგრამ საუკუნო მისტერიათა შესახებ რა უნდა იცოდე, რანაირად უნდა მიგიწვდებოდეს ხელი?

ნეტი: რაებს ამბობ? კარგა ბლომად ფულსა ვხვეტავ. ორი შვილი უმაღლესში გავგზავნე. ერთი სარეკლამო საქმეს ეწევა, მეორე დაოჯახდა. მეც ჩემი საკუთარი სახლი მაქვს. \"კრაისლერს\" დავაქროლებ. ჩემს ცოლს არაფერი აკლია; მოახლეები, წაულას ქურქი, კარგი დასვენება. ამჟამად \"იდენ როკში\" იმყოფება. დღეში ორმოცდაათ დოლარს იხდის, საკუთარი დის გვერდით რომ იყოს. იმ კვირაში მეც ჩავაკითხავ. ასე რომ, არაფერი შეგეშალოს - ვიღაც გამვლელი კი არა ვარ.

სიკვდილი: კარგი რა, ზედმეტი მგრძნობიარობა რა საჭიროა?

ნეტი: ვინაა მგრძნობიარე?

სიკვდილი: აბა, როგორ მოგეწონებოდა, მეც ეგრე ადვილად რომ გავნაწყენებულიყავი შენზე.

ნეტი: რამე გაწყენინე?

სიკვდილი: შენ არ მითხარი, იმედი გამიცრუეო?

ნეტი: აბა, რას ელოდი? ზარზეიმით უნდა დაგხვედროდი?

სიკვდილი: ვერ გამიგე. პირადად მე შემეხე. ძალიან დაბალი ხარო, ესა ხარო, ისა ხარო.

ნეტი: მე მგავხარ-მეთქი, ის გითხარი. თითქოს ჩემი ანარეკლი იყო.

სიკვდილი: კარგი, კარგი, კარტი დაარიგე.

(ისინი თამაშს აგრძელებენ. მუსიკა ნელ-ნელა მატულობს, სინათლეს სიბნელე ენაცვლება, სანამ ბოლოს ყველაფერს უკუნი არ დანთქავს. მერე ისევ ნელ-ნელა ნათდება, უკვე გვიანია - თამაში დასრულებულია. ნეტი ითვლის)

ნეტი: სამოცდარვა... ერთი - ორმოცდაათი. ეჰ, ძმაო, აგებ.

სიკვდილი (შეწუხებლი დაჰყურებს კარტის დასტას): ვიცოდი, ამ ცხრიანს არ უნდა ჩამოვსულიყავი. ჯანდაბა!

ნეტი: ასე რომ, ხვალ შევხვდებით.

სიკვდილი: როგორ თუ ხვალ შევხვდებით?

ნეტი: ერთი დღე მოვიგე. რას იზამ, უნდა მომეშვა.

სიკვდილი: შენ რა, სერიოზულად მეუბნებოდი?

ნეტი: პირობა პირობაა.

სიკვდილი: ჰო, მაგრამ...

ნეტი: არავითარი მაგრამ. ოცდაოთხი საათი მოვიგე. ხვალ დაბრუნდი.

სიკვდილი: არ ვიცოდი, დროზე თუ ვთამაშობდით.

ნეტი: მით უარესი შენთვის. ყურადღებით უნდა იყო-ხოლმე.

სიკვდილი: ოცდაოთხი საათი რა უნდა ვაკეთო, სად წავიდე?

ნეტი: მე რა მენაღვლება? მთავარია, რომ ერთი დღე მოვიგე.

სიკვდილი: რას მთავაზობ, ქუჩებში ვიხეტიალო?

ნეტი: სასტუმროში დაბინავდი. მოგვიანებით კინოში შეხვალ. კიდევ ორთქლის აბაზანა შეგიძლია მიიღო. საერთო სახელმწიფოებრივ პრობლემად არ მიქციო ახლა ეს პატარა საქმე, თუ ძმა ხარ.

სიკვდილი: ერთი ანგარიში კიდევ დაამატე.

ნეტი: ამას გარდა, ოცდარვა დოლარი გმართებს ჩემი.

სიკვდილი: რა?

ნეტი: ჰო, ნაბიჭვარო, აი, აიღე, წაიკითხე.

სიკვდილი (ჯიბეებში იქექება): რამდენიმე ერთდოლარიანი მაქვს. ოცდარვა ვერ შეგროვდება.

ნეტი: არც ჩეკზე ვიტყვი უარს.

სიკვდილი: რომელი ანგარიშიდან ინებებ?

ნეტი: უყურე ერთი, ვისთან მქონია საქმე.

სიკვდილი: შეგიძლია მიჩივლო. სადა მაქვს საბანკო ანგარიში?

ნეტი: კარგი, კარგი. რაცა გაქვს, მომეცი და ჩავთვალოთ, რომ გავსწორდით.

სიკვდილი: მომისმინე, ეგ ფული მჭირდება.

ნეტი: რაში უნდა გჭირდებოდეს?

სიკვდილი: აბა დაფიქრდი, რას ამბობ. შენ ხომ იმქვეყნად ხარ წასაყვანი.

ნეტი: მერე?

სიკვდილი: რა, მერე... იცი, ეგ რა შორსაა?

ნეტი: მერე?

სიკვდილი: მერე საწვავი? გზის ფული?

ნეტი: ჩვენ იქ მანქანით მივდივართ?

სიკვდილი: მაგასაც გაიგებ. (შეშფოთებული) მისმინე, ხვალ დავბრუნდები და შენ შანსს მომცემ, ფული უკან დავიბრუნო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდადაა ჩემი საქმე.

ნეტი: რასაც მოისურვებ. რამდენსაც გინდა, იმდენს ვითამაშებთ. არ გამიკვირდება, კიდევ ერთი კვირა, ან სულაც თვე მოვიგო. გააჩნია, როგორ ითამაშებ. იქნებ რამდენიმე წელსაც კი გამოვკრა ხელი.

სიკვდილი: ვაჰ, რა შავ დღეში ვარ.

ნეტი: აბა, ხვალამდე.

სიკვდილი (დაიხია კარის ზღურბლამდე): კარგ სასტუმროს ვერ მიმასწავლი? თუმცა რომელ სასტუმროზეა ლაპარაკი, კაპიკი აღარა მაქვს. წავალ \"ბიკფორდსში\" დავჯდები (ხელში აიღებს გაზეთს).

ნეტი: აბა ჰე, დაახვიე აქედან. ეს ჩემი გაზეთია (ხელიდან ართმევს).

სიკვდილი (გასვლისას): არა, უბრალოდ ვერ მოვკიდე ხელი და ვერ წავიყვანე? მაინცდამაინც ამ აბდა-უბდაში უნდა გამეყო თავი!

ნეტი (ეძახის): ფრთხილად ჩადი. ერთ-ერთ საფეხურზე ნოხი არაა კარგად დამაგრებული (უცებ გვესმის საშინელი ზღართანის ხმა. ნეტი ამოიოხრებს, ლოგინთან მდგარ მაგიდასთან მიდის და რეკავს).

ნეტი: ალო, მო ხარ? მე ვარ. მომისმინე. არ ვიცი, ვიღაცა მეკაიფება თუ რა არის, მაგრამ ეს-ესაა სიკვდილი იყო ჩემთან. ცოტა კუნკენი ვითამაშეთ... არა, სიკვდილი. თვითონ მოვიდა, ჰო, ის იყო, ან ვისაც შესაბამისი პრეტენზია აქვს. მაგრამ მო, ვერ წარმოიდგენ, რა მოსაწყენი ტიპია.


1968

ვუდი ალენი smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
გლახა   ჩანახატები   Jan 16 2007, 01:27 PM
მარიამი   თიო, დაგვათვალიერე...   Jan 16 2007, 01:29 PM
t.l.   კარგი ჩანახატები ...   Jan 16 2007, 09:33 PM
t.l.   მსურს გავაშიშვლო ჩ...   Jan 16 2007, 02:41 PM
keti   t.l. :):):) რა საყვარელი ...   Jan 17 2007, 04:47 PM
t.l.   რთულია ცხოვრება,უფ...   Jan 17 2007, 04:48 PM
marine   * * * კოკო შანელი გაჭი...   Jan 17 2007, 04:56 PM
ნიკოლოზ_V   http://www.boke.ge/forum/uploads/post-23-11428473...   Jan 17 2007, 06:53 PM
t.l.   მადლობ...გამიხარდა ...   Jan 17 2007, 09:08 PM
მარინე   როცა შენ გხედავ,გუ...   Jan 17 2007, 09:39 PM
t.l.   არაერთ დიდ ადამიან...   Jan 17 2007, 09:43 PM
თიო   გლახა გაიხარე კარგ...   Jan 17 2007, 11:54 PM
shakuna_   ერთ რამეს მოგიყვებ...   Jan 18 2007, 12:16 PM
t.l.   ერთ რამეს მოგიყვე...   Feb 24 2007, 07:46 PM
გლახა   გვიანი შემოდგომის ...   Jan 18 2007, 12:20 PM
kato_Bato   :) კარგები ხართ! და...   Jan 18 2007, 12:47 PM
marine   გლახას თხოვნას გა...   Jan 18 2007, 04:43 PM
გლახა   ხო რა..ჩვენები დავ...   Jan 18 2007, 12:50 PM
თიო   * * * Судьба... И мир тих, как в...   Jan 18 2007, 01:37 PM
sofi89   ძალიან მაგარია,გ...   Jan 18 2007, 05:24 PM
marine   shakuna_ ულამაზესია!...   Jan 18 2007, 05:36 PM
kato_Bato   შეძლებით ყველაფერ...   Jan 18 2007, 06:47 PM
თიო   _MATASI_ :wub: :wub: *** დილამდ...   Jan 18 2007, 07:58 PM
თიო   თბილისის თოვლი! ... ...   Jan 19 2007, 12:43 AM
გლახა   * * * ის მაღლა მაღლა მ...   Jan 19 2007, 11:48 AM
თიო   * * * დრო... ქარი ღრუბლ...   Jan 19 2007, 05:48 PM
beqa.shuxoshvili   თოვლი! მკაცრი და ც...   Jan 25 2007, 10:32 PM
მარინე   თოვლი! მკაცრი და ...   Jan 25 2007, 10:34 PM
ნიკოლოზ_V   გაიხარე ძმა, ძალია...   Jan 26 2007, 01:12 PM
marine   beqa.shuxoshvili საოცარი ჩან...   Jan 26 2007, 01:21 PM
beqa.shuxoshvili   ნიკოლოზ_V მარინე marine ...   Jan 26 2007, 08:32 PM
ana-xatia   ......ქალაქში ნისლია.......   Jan 26 2007, 11:46 PM
kato_Bato   ana-xatia შენ შემოგევლე ...   Jan 26 2007, 11:48 PM
ana-xatia   გაიხარე კატო. :)   Jan 26 2007, 11:54 PM
beqa.shuxoshvili   ana-xatia wow ძალიან მაგარ...   Jan 26 2007, 11:55 PM
ana-xatia   ხანდახან რელსების ...   Jan 27 2007, 12:17 AM
beqa.shuxoshvili   მაგარია ძაან   Jan 27 2007, 12:36 AM
_MATASI_   ana-xatia ძალიან ლამაზია...   Jan 27 2007, 01:59 AM
თიო   ზამთარია... ისე დათბ...   Jan 27 2007, 02:56 AM
KAT   ყველაზე ლამაზი რაც...   Feb 15 2007, 11:34 AM
teo..   KAT სუნთქვა შემ...   Feb 16 2007, 05:29 AM
_MATASI_   KAT ძალიან ლამაზად გ...   Feb 16 2007, 03:01 PM
iako   KAT საოცრად ლამაზად ...   Feb 17 2007, 02:11 PM
ქავთარაძე   KAT მე ასეთი რაღაც მო...   Feb 19 2007, 12:19 AM
mogzaura   დღე პირველ და დღე უ...   Feb 24 2007, 03:27 PM
Маиа   არ მეგონა ასე თუ გა...   Feb 24 2007, 05:14 PM
t.l.   ჩემი არ არის მაგრა...   Feb 24 2007, 06:13 PM
ubralod gio   kato_Bato კი შეყვარებული...   Feb 24 2007, 08:09 PM
ubralod gio   "სიყვარული სულგრ...   Feb 24 2007, 08:39 PM
ana-xatia   პატარა ჭუჭრუტანაშ...   Feb 24 2007, 08:49 PM
ubralod gio   ana-xatia შენ ჩანახატები...   Feb 24 2007, 09:03 PM
ana-xatia   ubralod gio :wub:   Feb 24 2007, 09:08 PM
beqa.shuxoshvili   უდიდესი მადლობა ქ...   Feb 25 2007, 04:57 PM
iako   ყველას ჩანახატი ძა...   Feb 25 2007, 05:40 PM
fidelio   [size=4] ,,თუ ღმერთი ერთი ...   Feb 26 2007, 03:58 PM
fidelio   აქ თურმე საკუთარი ...   Feb 26 2007, 04:50 PM
ubralod gio   fidelio მაგრამ რაღაცით ...   Feb 26 2007, 04:59 PM
fidelio   [quote name='ubralod gio' post='56189' date='Feb 2...   Feb 27 2007, 12:49 PM
Murzayani   როცა გიყვარს, იმდე...   Feb 26 2007, 07:24 PM
salome_tur   მინდა ტირილი....... მა...   Mar 10 2007, 09:05 PM
t.l.   გადიოდნენ დღენი და...   Mar 10 2007, 09:20 PM
meri   Fanjridan rdzisfer nislshi gaxveul shenobebs gavcq...   Mar 25 2007, 05:59 PM
musikosi   ეხლა უნდა გაგანები...   Apr 1 2007, 07:36 PM
შევრდომილი   KAT * * * რა ბედენაა ,როც...   Apr 26 2007, 08:08 PM
nini egriseli   პლანეტავ გესმის?ეს...   May 1 2007, 08:19 PM
kato_Bato   nini egriseli :მპუა:   May 2 2007, 12:21 PM
nini egriseli   ana-xatia ძალიან ლამაზი ...   May 8 2007, 04:30 PM
makuna7474   1. me Sen miyvarxar, ara imitom vin xar Sen, arame...   May 8 2007, 06:13 PM
marine   დაბადების დღის საჩ...   May 11 2007, 11:07 AM
makuna7474   დაბადების დღის სა...   May 11 2007, 06:21 PM
nini egriseli   marineძალიან ლამაზია   May 12 2007, 12:47 PM
marine   makuna7474 nini egriseli დიდი მად...   May 14 2007, 11:46 AM
likita   შენ ადამიანის სულ...   Jun 28 2007, 05:00 PM
nini_1   ქვეყნად ყველაფერ...   Jun 30 2007, 04:37 AM
abo   აქსიომა ადამიანო...   Sep 20 2007, 03:39 AM
natiako   აქსიომა ადამიანო...   Sep 21 2007, 02:05 PM
ართი ვარდი   abo :read: :ფიქრი: :thumbs: სი...   Sep 20 2007, 01:06 PM
marine   abo ულამაზესი სულის ...   Sep 20 2007, 01:32 PM
catherina_10   jevrie ძალაიან მტკივნე...   Sep 20 2007, 01:36 PM
jevrie   catherina_10 გმადლობ :)   Sep 20 2007, 06:11 PM
abo   გაიხარეთ ხალხო ! ...   Sep 20 2007, 09:19 PM
mogzaura   თოვს ბარდნის ყინვა...   Sep 21 2007, 01:09 AM
ვალერი   თოვს ბარდნის ყინვ...   Oct 25 2007, 10:34 PM
NinucebiNinucebi   როდესაც ქალაქს ჩამ...   Oct 22 2007, 06:25 PM
თათი87   [size=3]სიკვდილი აკაკუ...   Oct 23 2007, 01:39 PM
PUSKU   რატომ შევედი ახლა ...   Oct 24 2007, 09:38 PM
NinucebiNinucebi   არაჩვეულებრივობა ...   Nov 8 2007, 09:45 PM
მარიამი   ეს ჩანახატი ერთი ჩ...   Nov 15 2007, 03:03 PM
marine   [i]ეს ჩანახატი ერთი ...   Nov 18 2007, 03:30 PM
marine   მარიამი მარი, რა ლა...   Nov 16 2007, 12:27 PM
მარიამი   marine ულამაზესი და უთ...   Nov 16 2007, 12:32 PM
marine   marine ულამაზესი და უთ...   Nov 16 2007, 12:33 PM
თამარი_ცქნაფო   ერთხელ, როდესაც ნე...   Dec 24 2007, 02:37 PM
მაგდალინა   wuxel mindoda mTvare momewyvita cidan, xeli gaviwo...   Dec 24 2007, 05:58 PM
piero   მივიწყებული ტაძარ...   Dec 25 2007, 12:19 PM
kato_Bato   თამარი_ცქნაფო :მპუ...   Dec 25 2007, 03:32 PM
m16   ხო მეც სინათლე უნდ...   Dec 25 2007, 05:31 PM
თამარი_ცქნაფო   ხო მეც სინათლე უნდ...   Dec 25 2007, 10:37 PM
Маиа   Прохожу белый коридор. Беск...   Dec 27 2007, 03:21 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2024 - 04:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი