საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Oct 23 2007, 01:43 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მითრიდატე II
ქართლის (იბერიის) მეფე ახ. წ. I ს-ის 70-იან წწ-ში. მის დროს, როგორც ჩანს, ქართლის სამეფოს რომთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ამაზე მეტყველებს 1867 წ. მცხეთაში ნაპოვნი ახ. წ. 75 წლის წარწერა შედგენილი ვესპასიანეს, ტიტუსისა და დომიციანეს სახელით. მასში ნათქვამია, რომ იბერთა მეფე მითრიდატეს, ფარსმან მეფისა და დედოფალ ჰამასასპუხის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომალეთა მეგობარს, რომაელებმა ციხის გალავანი გაუმაგრეს. ამავე პერიოდისაა 1940 წელს არამზისხევის სამაროვანზე აღმოჩენილი ერთენოვანი "არმაზული" წარწერა, რომელშიც მითრიდატე II იხსენიება როგორც იბერთა "მეფე დიდი ძე ფარსმან მეფისა დიდისა." წარწერაში ლაპარაკია აგრეთვე მითრიდატეს მეთაურობით იბერთა მიერ მოპოვებულ გამარჯვებაზე. მითრიდატე II არც ლეონტი მროველთან და არც "მოქცევაი ქართლისაი"- ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის. ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი. გ. წერეთელი. არმაზის ბილინგვა, ენიმკის მომაბ., 1942, ტ. 13; მისივე, მცხეთის ბერძნული წარწერა ვესპასიანეს ხანისა, თბ. 1958; მითრიდატე III ქართლის (იბერიის) მეფე ახ. წ. II ს-ის დასაწყისში. იხსენიება რომში ნაპოვნი მისი ძმის, ამაზასპის, საფლავის ქვის წარწერაში: "მეფის სახელოვანი ძმა, მითრიდატე მეფის ძმა"... წარწერა თარიღდება ახ. წ. 114-115 წწ. და ჩანს, რომ მითრიდატე III რომთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მითრიდატე III არც ლეონტი მროველთან და არც "მოქცევაი ქართლისაი"-ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის. ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი