![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
guri777 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 14-November 06 წევრი № 475 ![]() |
თვალშისაცემია სიმდაბლე და უსუსურობა დამწყებ მწეველთა მოტივებისა - სურვილი მოიქცნენ ისე, როგორც ყველა, დაცინვის შიში, სხვის თვალში ამაღლების სურვილი. ეს ერთდროულად ლაჩრისა და გაიძვერას ფსიქოლოგიაა. ამას მოჰყვება გაუცხოება ოჯახთან და მეგობრებთან. ესთეტიკური თვალსაზრისით ეს უმსგავსობაა, განსაკუთრებით აუტანელი ქალიშვილებში. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი - თამბაქოს წევა კარს უხსნის ყველაფერს აკრძალულს, მანკიერს.
თამბაქოს წევა და ყოველგვარი ნარკოზი ახშობენ ჩვენს გრძნობას სიწმინდისა და უბიწოებისადმი. პირველი სიგარეტი - ეს პირველი დაცემაა, უმანკოების დაკარგვა. არა ცრუ პურიტანობა, არამედ უშუალო გრძნობა და ღრმა რწმენა მიბიძგებენ ეს ვთქვა. ჰკითხეთ ნებისმიერ მწეველს და დარწმუნდებით, რომ თამბაქოს წევის დაწყება მისთვის რაღაც თვალსაზრისით დაცემა იყო. თამბაქოს წევა გატაცებაა თუ მიჩვევა? უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ |
![]() ![]() |
guri777 |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 14-November 06 წევრი № 475 ![]() |
კაცობრიობის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია თავისუფალი ნება და ცოდვის გამო სატანის მონობაში იმყოფება.
როგორც მიტროპოლიტი ბენიამენი წერს: „ჩვენ ცოდვილნი, არ შეიძლება თავისუფლები ვიყოთ, რადგან ჩვენი ვნებები ჩვენზე მბრძანებლობენ. (და) მხოლოდ მათგან ჩვენი განთავისუფლების კვალობაზე იზრდება ჩვენი თავისუფლება. სხვის მორჩილებაში მყოფნი გაცილებით უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე თვითნებანი. წმინდანები კი უკვე თავისუფლები არიან, რამდენადაც ეს ადამიანისთვისაა შესაძლებელი. სავსებით თავისუფალი მხოლოდ ღმერთია... მორჩილება იძლევა თავისუფლებას. ამპარტავანი კი საკუთარი თავის მონაა, მაგრამ წარმოუდგენია, რომ სწორედ ის არის თავისუფალი... ურწმუნოება მონობაა, თუმცა ადამიანებს სრულიად საწინააღმდეგო წარმოდგენა აქვთ“. წმინდა მამათა ნაწერებში ვნებათა დასაბამად ბნელი ძალაა მიჩნეული. ღირსი მამა იოანე (წმ. ღირსი მამა ბარსონუფი დიდის თანამოსაგრე) ამბობს, რომ „ვნებები - ეს დემონებია“. სქიარქიმანდრიტი სოფრონი ვნებების ასეთ განსაზღვრებას იძლევა: „ექცევა რა დეომნთა გავლენის ქვეშ ადამიანისათვის ღვთის მიერ ბოძებული თავისუფლება მარცხს განიცდის და ადამიანი ღვთისნიერ ცხოვრებას განეშორება. ასეთი მდგომარეობა, როგორც ვნებისმიერი, ასკეტიკაში იწოდება „ვნებად“, ამ სახელწოდებაში, ერთის მხრივ ასახულია ვნების იდეა პასიურობისა და მონობის თვალსაზრისით, მეორე მხრივ კი - ვნების იდეა ნგრევისა და სიკვდილის თვალსაზრისით. როდესაც სულში რაიმე ბიწიერი გულისთქმა ან ხატება დაიბუდებს, მაშინ ადამიანი ამა თუ იმ ხარისხით შეპყრობილი ხდება. ვნებები - ეს არსებითად სხვადასხვა ხარისხით გამოხატული - განსხვავებული დაძაბულობისა და სიმძლავრის „შეპყრობილობანია“. ამგვარად, ვნებები - ეს სულის ავადმოყფობაა, დემონური წარმოშობის სულის წყლულები, რომლებიც ძლიერი განვითარებისას ადამიანის სულიერ სიკვდილს იწვევენ. ადამიანის ნებას ვნებებისადმი მონობისაგან მხოლოდ უფალი ათავისუფლებს: „უკუეთუ ძემან გაგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ“ (იოან. 8.26). და მართლაც, ამქვეყნად ჭეშმარიტად თავისუფლები მხოლოდ ისინი არიან, ვის ნებასაც სატანის მონობისაგან ძე ღვთისა, უფალი იესუ ქრისტე ათავისუფლებს (იოან. 8.36). მათ სულზე ბოროტის ძალაუფლება აღარ ვრცელდება, კაცობრიობის დანარჩენ ნაწილს კი არ ძალუძს მისი ტყვეობისაგან თავის დაღწევა. უდიდესია სხვაობა სატანის მონებისა და ღვთის თავისუფალი შვილების მდგომარეობას შორის. პირველთ სატანა თავის მორჩილებაში ამყოფებს ცდუნების, მოხიბლვისა და მოტყუების ყველა ხერხის გამოყენებით. უფალს კი არს სურს ადამიანის ნებაზე ძალდატანება. იგი ადამიანის ნების თავისუფალ გამოვლენას ელის: „წყალობა მნებავს და არა მსხუერპლი“ (მათ. 9.13). ის არ ზღუდავს ადამიანის ნებას კეთილისა და ბოროტისაკენ გზის არჩევისას; და ამიტომაა, რომ მათ, ვინც საკუთარი ნებით მიჰყვება მას, იგი მონებად კი არა - „მეგობრებად“ (იოან. 15.16) მოიხსენიებს. სწორედ ამაშია „ღვთის შვილთა“ მშვენიერება და ამით განსხვავდება მათი ყოფა სატანის მონათა სავალალო მდგომარეობისაგან. როდესაც სულში უთანხმოებაა და გაორება, და იგი მერყეობს ღმერთსა და სატანას შორის, კეთილსა და ბოროტს შორის, ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის, ვნებებსა და სათნოებას შორის, მაშინ მისი მისწრაფებების თანაბარქმედითი ძალა შეიძლება ნულს მიუახლოვდეს. ასეთ შემთხვევაში ადამიანს აღენიშნება ნების უძლურება - ნებისყოფის სისუსტე. სავსებით ნათელია, რომ ავადმყოფი ნების მკურნალობა ნებისყოფის გაკაჟებით არ უნდა დავიწყოთ, თუმცა არსებობს „ნებისყოფის აღზრდის“ მრავალი მეთოდური ხასიათის საერო სახელმძღვანელო. მაგრამ განა ყოფილა შემთხვევები, რომ მათში აღწერილი ვარჯიშების მეთოდიკას ვინმესთვის დიდი წარმატებები მოეტანოს? უძლური ნება იკურნება მხოლოდ გულის განწმენდის გზით, ანუ ერთადერთ შემთხვევაში - ადამიანში სულიწმიდის დავანების გზით. ეს შეგიზლია წაიკითხო |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი