![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
guri777 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 14-November 06 წევრი № 475 ![]() |
თვალშისაცემია სიმდაბლე და უსუსურობა დამწყებ მწეველთა მოტივებისა - სურვილი მოიქცნენ ისე, როგორც ყველა, დაცინვის შიში, სხვის თვალში ამაღლების სურვილი. ეს ერთდროულად ლაჩრისა და გაიძვერას ფსიქოლოგიაა. ამას მოჰყვება გაუცხოება ოჯახთან და მეგობრებთან. ესთეტიკური თვალსაზრისით ეს უმსგავსობაა, განსაკუთრებით აუტანელი ქალიშვილებში. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი - თამბაქოს წევა კარს უხსნის ყველაფერს აკრძალულს, მანკიერს.
თამბაქოს წევა და ყოველგვარი ნარკოზი ახშობენ ჩვენს გრძნობას სიწმინდისა და უბიწოებისადმი. პირველი სიგარეტი - ეს პირველი დაცემაა, უმანკოების დაკარგვა. არა ცრუ პურიტანობა, არამედ უშუალო გრძნობა და ღრმა რწმენა მიბიძგებენ ეს ვთქვა. ჰკითხეთ ნებისმიერ მწეველს და დარწმუნდებით, რომ თამბაქოს წევის დაწყება მისთვის რაღაც თვალსაზრისით დაცემა იყო. თამბაქოს წევა გატაცებაა თუ მიჩვევა? უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ |
![]() ![]() |
ninore |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ნაყინი ჩემი ტკივილია! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,849 რეგისტრ.: 8-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 418 ![]() |
ციტატა DRO DRO es aris mtavari chemo kargo rashi unda vkargot dro ? sakutari tavis dasneulebashi ? ar jobia es dro sxva rame ketil saqmes ro shevcirot ? სამწუხაროდ თავიდან არავის ჰგონია რომ შეეჩვევა და ყველა ერთი და იმავეს ფიქრობს, რომ ნებისმიერ მომენტში დაანებებს თავს, რაც არ უნდა ჭკუა არიგო, უტხრა რომ საკუთარი და მრავალი სხვა ადამიანის გამოცდილებიდან ეუბნები, თავს დაგიქნევს და გულში კი იტყვის "ეს მე არ მეხება, მე შევძლებ". მაგიტომ არის ზუსტად რომ უამრავი მწეველია და ყველას თუ არა უმეტესობას რომ დაუსვა კითხვა რატომ ეწევა ვერ გიპასუხებს და თავს გაიმარტლებს ვერ ვანებებ, უმეტესობას უზომოდ უნდა თავი დაანებოს, მაგრამ ვერ ებრძვიან თავს -------------------- თუ ერთი კბილი აგტკივდა, გიხაროდეს, რომ ყველა არ გტკივა!
თუ ავად ხარ, გიხაროდეს, რომ უკურნებელი სენი არ გაქვს! თუ მეგობარმა გიღალატა, გახსოვდეს, რომ კიდევ გყავს! თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, გაიხსენე, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს და მიხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერიააააა!!!! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 12:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი