მე-9 საავადმყოფოს ტერიტორიაზე ეკლესიაა, დავეხმაროთ ! ! ! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მე-9 საავადმყოფოს ტერიტორიაზე ეკლესიაა, დავეხმაროთ ! ! ! |
ხათუნა |
Oct 16 2007, 09:34 PM
პოსტი
#121
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 365 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 412 |
ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ახალი ეკლესია შენდება რაც რა თქმა უნდა ძალიან მახარებს, მაგრამ არსებობს ისეთი ეკლესიებიც რომელთაც ჩემი აზრით უფრო სასწრაფოდ სჭირდება ჩვენი დახმარება.
ვაკეში მე-9 საავადმყოფოს ტერიტორიაზე ძააალიან დიდი ხნის წინ იყო ანდრიაპირველწოდებულის ეკლესია (ზუსტი თარიღი არ ვიცი) რომელსაც მერე გარშემო ''შემოაშენეს'' საავადმყოფო. ანუ ეს ეკლესია მოექცა შენობის შუაში. მის ტერიტორიაზე გაკეთდა საქტო დარბაზი და ამ მდგომარეობაში იყო აქამდე. ახლა ეს საავადმყოფო გასაყიდ ნუსხაში მოხვდა, თუ გაიყიდება რა თქმა უნდა დაინგრევა ეკლესიიანად. მამა კონსტანტინემ (ადრე ტვერელის მოძღვარი, ახლა ქაშუეთშია) რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინა ეს ამბავი შევიდა ამ ეკლესიაში და წირვა ლოცვებს ატარებს, რა თქმა უნდა იქ არაფერი არ არის , რაც მოახერხა თვითონ, მცირერიცხოვანი მრევლის დახმარებით : ''გიფსოკარდონით'' გადატიხრა საკურთხეველი, რამოდენიმე ხატი დაკიდა და ცდილობს ყველანაირად შეინარჩუნოს ეს ეკლესია. ნებისმიერი შენაწირი იქნება ეს ხალიჩა, ჭურჭელი, ფარდები, ხატები და ა.შ ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია იქნებ დავეხმაროთ თუ სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ. თუ ეს ეკლესია იმოქმედებს (უკვე მოქმედებს) მაშინ დანგრევას გადაურჩება. -------------------- აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
|
kato_Bato |
Oct 23 2007, 03:23 PM
პოსტი
#122
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ხათუნა
მე მოვალ უფლის წყალობით პარასკევს პირველ საათზე დაველაპარაკებით, რამეს მოვიფიქრებთ და მერე ფულსაც შევაგროვბთ, მე წამოვიღებ რამდენიც შემეძლება. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 03:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი