საქართველოს ომები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ომები |
ნათია |
Oct 23 2007, 02:07 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
საქართველოს ომები ქრისტეშობამდე
საქართველოს ომები ქრისტეშობიდან
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნაინა |
Oct 23 2007, 11:27 PM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
მართლა კარგი თემაა და დასაფიქრებელი.
დასაფიქრებელი იმიტომ რომ ამდენი უთანასწორო ბრძოლა გადაიტანა ამ ერთი მუჭა ერმა და მაინც მოაღწია დღევანდელობამდე. ყოველთვის ვიბრძოდით სამშობლოსა და მართლმადიდებლობის დასაცავად. (თუ არ ჩავთვლით ვინმეს განდიდებისა და პატივის გამო ატეხილ შინაომებს). როდესაც მტერთა წინააღმდეგ ქართველების ბრძოლებზე ვკითხულობ ყოველთვის მახსენდება მურვან ,,ყრუს'' შემოსევები და არგვეთის მთავრების: დავითისა და კონსტანტინეს თავგანწირული მოქმედება სამშობლოსა და სარწმუნოების დასაცავად. თქვენც შემოგთავაზებთ ცოტა შემოკლებულ ისტორიას. 735 წელს არაბთა უზარმაზარი მხედრობა შემოესია ამიერკავკასიას. სარდლად მოუძღოდა თვითონ ხალიფას ძმისწული, სახელად მურვან, რომლისთვისაც გაუგონარი სისასტიკისათვის ქართველებს ,,ყრუ'' შეურქმევიათ, ხოლო სომხებს კი ,,ავარანშან'' (ამაოხრებელი). ,,მაშ, მოვიდა მურვან ყრუ აგარიანთა მხედრობით, მოეფინა, ვითარცა ღრუბელი ბნელისა, სიმრავლითა, ვითარცა მკალი და მუმლი და დაფარა პირი ქუეყანისა''. დაიწყო სომხეთით. ააოხრა, ააწიოკა, ნაცრად და ავლად აქცია ქვეყანა. სომხეთიდან ქართლს შემოიჭრა ცეცხლითა და მახვილით. შემოიჭრა და ,,შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა''. მთას მიაშურა ლტოლვილმა ქართველობამ. ქართლის მაშინდელი მმართველი, ერისმთავარი სტეფანოზ მესამე, დასავლეთ საქართველოს, ეგრისისაკენ გაეშურა, ციხე-გოჯს მიაღწია და გარდაიცვალა მოულოდნელად. მისმა ვაჟებმა: მირმა და არჩილმა მამა იქვე დაასაფლავეს და თვითონ აფხაზეთში გადავიდნენ. მურვან ყრუ კი აოხრებული ქართლიდან სამცხეს გადავიდა, ოძრახე დააქცია, დანარჩენი მესხური მიწებიც ააოხრა და ზეკარის უღელტეხილით იმერეთისაკენ დაიძრა. იმერეთის მთავრები, ძმები დავითი და კონსტანტინე გვარად მხეიძენი საომარ მზადებას შეუდგნენ. უფროსი დავით -- ,,ჰაეროვან და სპეტაკ ხორცითა, მოწაბლე თმითა, შუენიერ გვამითა და ხშირ წვერითა''. უმცროსი კონსტანტინე -- ,,შუენიერ გვამითა, მოწაბლე თმითა და წვერ გამო (უწვერული)''. ორივენი გონიერნი, განათლებულნი, მტკიცე ქრისტიანენი, გაწაფული სარდლები და მამაცი მეომრები. როგორც კი ძმებმა მესხეთში არაბთა შემოსევის ამბავი შეიტყვეს, არგვეთის მოსახლეობა ფეხზე დააყენეს, ყველანი გაამხნევეს, სასწრაფოდ ლაშქარი შემოიყარეს და მტრის დასახვედრად წარემართნენ. მურვან ყრუ უკვე ზეკარზე გადმოდიოდა, მესხეთიდან იმერეთისკენ. არგვეთის ჯარი ფერსათის მთაზე, ხანისწყალზე ჩამოსასვლელთან შეეგება მტრის წინაკერძს. წინ მიმავალმა დავითმა ,,აღიზახა ვითარცა ლომმან და აოტნეს და განაბნიეს იგინი და ურიცხვი მოსრნეს''. სიკვდილს გადარჩენილი არაბი მეწინავენი სირბილით უკან მიაწყდნენ, მურვანს წარუდგნენ და დიდის ქოთქოთით მოახსენეს მომხდარი. სამტროდ მოსული გაამწარა მონაყოლმა და უამრავი მეომარი შემოუსია იმერეთს. ქართველები დიდი სიმამაცით დაუხვდნენ ურიცხვ მტერს, უთანასწორო ომმა მოსახლეობის უმრავლესობა მთასა და ტყეში გახიზნა. დავითი და კონსტანტინე თარეშული ბრძოლის გზას დაადგნენ: მტერს უსაფრდებოდნენ, მოულოდნელად გამოუხტებოდნენ და თავს ესხმოდნენ, ელვასავით გაუჩინარდებოდნენ და კვლავ უეცარი თავდასხმისათვის ემზადებოდნენ. მერე, რომელიღაც ვიწრო ხევში ყოველი მხრიდან გზა გადაუჭრეს არაბებმა ერთ მუჭა გმირებს. ქართველები თავგანწირვით იბრძოდნენ, ბევრი სარკინოზის სისხლი დაიქცა, მაგრამ აღესრულა მურვან ყრუს ბრძანება: დავითი და კონსტანტინე ცოცხლად შეიპყრეს. მათი თითო მეაბჯრეც დაატყვევეს. მურვან ყრუ მაშინ ქუთაისში იდგა ბანაკად, ტყვეებიც იქ წაიყვანეს, წყვდიად ღამეში გზაზე ის ორი მეაბჯრე გაიპარა ტყვეობიდან. ძმები მურვან ყრუს მიჰგვარეს. სარკინოზთა სარდალმა დიდხანს ათვალიერა ტყვეები, ,,ვინ ხართ თქვენ ქვათა და ძელთა მსახურნო, რომ ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა გაგიბედავთ? იქნებ არც გაგიგიათ, რომ მე დიდი ალლაჰის მოციქულის, მუჰამედის დისწული ვარ. იმ მუჰამედისა, რომელსაც ჰმონებს სრულიად არაბეთი, ხოლო მე დამმორჩილებია ყოველი ქვეყანა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე'' მაშინვე უპასუხა დავითმა ,,ეგ შენი სიცილი და ქადილი ცუდი და ამაოა ჩვენსა ზედა, რამეთუ წუთ ჟამ არს დიდებაი შენი და ადრე განქარდების. რაც შეეხება დედიშენის ძმას მუჰამედს, რომლის სახელსაც იქადი, ეგ სიქადულიც ფუჭი და უქმია, რამეთუ სწორედ ის მუჰამედია მაცდური და დამღუპველი მთელი თქვენი მოდგმისა'' გაცოფებულმა მურვანმა უმოწყალოდ აცემინა ხელშებორკილი გმირები. დიდ ხანს სცემდნენ, გახელებით და გამხეცებით. სცემეს მანამ, ,,ვიდრეღა დაშურეს'' (დაიღალნენ). ხოლო ისინი იყვნენ და მდუმარედ, უდრტვიბველად ღებულობდნენ ყოველ დარტყმას. გაოცებული და გაოგნებული შეჰყურებდა არაბთა სარდალი. ჯალათები შეაყენა და სისხლის ტბორში ჩაწოლილ გმირებს მიმართა -დაუტევეთ შეშისმსახურება, მიიღეთ მუჰამედის რჯული მხდართუფროსებად დაგნიშნავთ და დიდ პატივში გამყოფებთო. მტკიცე და გადაწყვეტილი უარი მიიღო ძმებისაგან --მზად ვართ ქრისტეს სახელისთვის ყოველგვარი ტანჯვა და სიკვდილიც კი ავიტანოთო. ათი დღე აწამებდნენ ,,მრავალფეროვანი ტანჯვითა უსუენებლად'' შემდეგ კიდევ ეცადნენ მათ მაჰმადის რჯულზე მოქცევას, ვერაფერი გააწყეს, გმირები მკაცრად პასუხობდნენ და უარით ისტუმრებდნენ ყველა შემგონებელს. საბოლოოდ მურვან ყრუმ გადაწყვიტა მათი ბედი. ისინი რიონის პირას გაიყვანეს, კოზმანისა და დამიანეს მცირე ტაძრის მახლობლად, ორივე გააშიშვლეს დედიშობილად, ხეზე დაჰკიდეს ფეხებით და უმოწყალოდ ცემეს. ძმები მდუმარედ, უსიტყვოდ და უდრტვინველად იტანდნენ ტანჯვას. მერე ჩამოხსნეს, ხელები და ფეხები მჭიდროდ შეუკრეს, ქედზე მძიმე ლოდები დაჰკიდეს და მდინარეში გადაყარეს. ამის შემდეგ მურვანმა ბანაკი აჰყარა და სამეგრელოს ასაოხრებლად გაემართა. მდინარემ კი ამოატივტივა წამებულთა ცხედრები და ტალღებმა ნაპირისკენ გარიყა. ხალხმა ამოასვენა წყლიდან გმირები და ყველანი გაოცებულნი იყვნენ: უზადო იყო მათი სხეული, თითქოს არც ჯალათის ხელი შეხებოდათ და არც წყლის მრღვეველი სტიქიონი, ღვთაებრივი სიმშვიდე და კდემა დავანებულიყო მიცვალებულთა სახეებზე. ოთხეულებად დალაგდა ხალხი. წინა ოთხეულებმა მხრებზე დაისვენა დავით. მეორე ოთხეულმა კონსტანტინე. და დაიძრა ღამეული პროცესია გელათისაკენ.ოთხეულები ცვლიდნენ ერთმანეთს. იქ სადაც ხარების სახელობის ეკლესია იდგა ნაეკლესიარიღა დარჩენილიყო, ისიც დაექცია მურვან ყრუს, ნაეკლესიარის ქვემოთ კლდეში ძველთაძველი აკლდამა იყო, ამჯერად ცარიელი და მივიწყებული, იმ აკლდამაში დაასვენეს მოწამენი და ამიერიდან ამ ადგილს, მისი შემოგარენით ეწოდა მოწამეთა. სამასი წელი ესვენა დავით და კონსტანტინე იმ აკლდამაში, მეფე ბაგრატ მესამემ ხელახლა აღაშენა სარკინოზთაგან დანგრეული ეკლესია და მასში გადმოასვენა წამებული გმირები. ერთ კუბოში თავშექცევით იწვნენ ისინი. საგანგებო დღეც დაადგინა ხალხმა, ,,დავით და კონსტანტინეობა'', ანუ ,,მოწამეთობა'' ანუ ,,ორწიფობა'' ესაა 2 ოქტომბერი დღე რომელსაც აწამეს დიდი გმირნი და დიდმოწამენი ძმანი -- დავით და კონსტანტინე. მურვან ყრუ ქუთაისიდან ეგრისში გადავიდა, არაბებმა აიღეს და დაანგრიეს ციხე-გოჯი (ნოქალაქევი), მერე გადალახეს კელასურის ქვის კედელი, შეიჭრნენ აფხაზეთში აიღეს და დაანგრიეს ქალაქი ცხუმი (სოხუმი). სოხუმიდან ანაკოფიისაკენ გაეშურა ,,მძლავრი ბოროტი'' ანაკოფიას მაშინ თავს აფარებდნენ ქართლის უფლისწულები მირი და არჩილი, რომელნიც მცირეოდენი ჯარით საომრად გამოუხდნენ არაბთა მხედრობას. შეტაკება ქართველთა გამარჯვებით გათავდა, მაგრამ მირი დაიჭრა ფერდში, ჭრილობის შედეგად დასნეულდა და გარდაიცვალა. მარცხნაჭამი მურვან ყრუ აფხაზეთიდან უკუ იქცა და ისევ ციხე-გოჯის მახლობლად დაბანაკდა. აქ ახალი უსიამოვნება დაატყდა თავს, საშინელი კოკისპირული წვიმა მოვიდა, ცხენისწყალი და აბაშისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და არაბთა ბანაკს დაეძგერა, ბევრი მეომარი და სალაშქრო ცხენი დაეხრჩო სარკინოზთა სარდალს. აქედანაც აიყარა და სამხრეთისაკენ გაემართა. კოლხეთის ჭაობებშიც ბევრი ცხენი და მეომარი დაკარგა. დასავლეთში დიდად ვერ ისახელა თავი მურვანმა, ამიტომ შერყეული ,,უძლეველობის'' აღდგენა ამიერკავკასიის ხელახალი აოხრებით სცადა, შეიჭრა სომხეთს, აქედან ქართლს, ქართლიდან რანს. ასევე წარმატებით დალაშქრა ოვსეთი და ხაზარეთი. 743 წელს არაბთა სახლის კარზე ხალიფას ტახტისათვის ატყდა ბრძოლა, მურვანიც სასწრაფოდ გაეშურა ტახტის საძიებლად. და გახდა კიდეც ხალიფა, მაგრამ 6 წლის შემდეგ ტახტის ახალმა მაძიებლებმა იგი ჩამოაგდეს და თავი გააგდებინეს. ეს იყო მთელი ისტორია რაც შევძელი თქვენთვის მომეწოდებინა, თუ შუალედში თემის გადახვევა გამომივიდა გთხოვთ მაპატიოთ, წამებული გმირების ამბის გახსენება დიდი გულისტკივილით მავსებს და მინდოდა თქვენთვისაც მომეთხრო. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 06:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი