საქართველოს ომები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ომები |
ნათია |
Oct 23 2007, 02:07 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
საქართველოს ომები ქრისტეშობამდე
საქართველოს ომები ქრისტეშობიდან
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Oct 23 2007, 11:45 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
nini_1
დიდი მადლობა ნინ! რამდენი გიშრომია გურგენის აჯანყება 523 წელი: - ქართლის აჯანყება ირანელების წინააღმდეგ. მის შესახებ ცნობები დაცული აქვს VI საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოპი კესარიელს. აჯანყების მიზეზი გახდა შაჰის გადაწყვეტილება, საქართველოში ძალით გაევრცელებინა მაზდეანობა. ქართლის მეფე გურგენმა ფარული მოლაპარაკება გამართა იუსტინე კეისართან და მისი დახმარების იმედით აჯანყდა, მაგრამ ბიზანტიელები სათანადოდ ვერ დაეხმარნენ აჯანყებულებს, ქართლში კი ირანელების დიდძალი ჯარი შემოვიდა ვოის სარდლობით. გურგენმა დაინახა, რომ მისი და ბიზანტიის დამხმარე ძალები საკმაო არ იყო და ოჯახითა და აჯანყებაში მონაწილე დიდებულებითურთ ეგრისში გაიქცა, იქიდან კი ბიზანტიაში ჩავიდა. უმეთაუროდ დარჩენილი ქართველები დამარცხდნენ. ბევრი მათგანი ქართლიდან გადაიხვეწა. 532 ირანელებსა და ბიზანტიელებს შორის დადებული ე. წ. "უვადო ზავის" თანახმად გაქცეულებს ნება დართეს სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. ბევრი დაბრუნდა, მაგრამ ზოგი ბიზანტიაში დარჩა. აჯანყების დამარცხების მიუხედავად, ირანმა ხელი აიღო საქართველოში თავის სარწმუნოებრივ პოლიტიკაზე. მაგრამ, პროკოპი კესარიელის სიტყვით, ქართველებს ძალიან უჭირდათ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა და შესაფერის დროს ელოდნენ ახალი აჯანყებისათვის შირიმნის ბრძოლა 1021 წელი - ბრძოლა საქართველოსა და ბიზანტიის ლაშქარს შორის, შირიმთან (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). ბიზანტიის იმპერიას არ აკმაყოფილებდა საქართველოსაგან მისი სიუზერენობის ფორმალური აღიარება და ცდილობდა რეალურად განემტკიცებინა თავისი მდგომარეობა, რისთვისაც XI საუკუნის დასაწყისში სამხრეთ ტაოს ტერიტორიაზე დავით კურაპალატის ყოფილი სამფლობელოებიდან (დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა) იბერიის თემი შექმნა. ბიზანტია ყველა საშუალებით ცდილობდა შეეჩერებინა საქართველოს გაერთიანებისა და ზრდა-გაძლიერების პროცესი, დაესუსტებინა ის და ხელში ჩაეგდო მოსაზღვრე მიწები. 1014-1018, როცა ბიზანტია ბულგარეთთან ომით იყო დაკავებული, საქართველოს სამეფო კარმა ისარგებლა ამით და ბრძოლა დაიწყო სამხრეთ ტაოს მიწა-წყლის დასაბრუნებლად. ქართველებს მხარში ამოუდგნენ სომხებიც. გიორგი I-მა დაიკავა ბიზანტიის მიერ მიტაცებული ციხესიმაგრეები, მაგრამ ბულგარეთის დამარცხების შემდეგ ბიზანტიის საიმპერატორო კარმა გიორგი I-ს დაკავებული ციხესიმაგრეების დაცვა მოსთხოვა. არისტაკეს ლასტივერტცის ცნობით, საქართველოს მეფემ არ შეასრულა ბიზანტიის იმპერატორის მოთხოვნა, ეს უკანასკნელი განრისხდა და საქართველოს წინააღმდეგ გამოილაშქრა. გიორგი I-მა სასწრაფოდ შეკრიბა ლაშქარი, მაგრამ მოწინააღმდეგის დიდი რიცხობრივი უპირატესობის გამო შებმა მიზანშეუწონლად ჩათვალა და უკან დახევა დაიწყო. ბიზანტიელები დაედევდნენ. გიორგი I-მა, მტრის მოძრაობისთვის ხელი რომ შეეშალა, გადაწვა ოლთისი (Oltu). ბიზანტიელები 1021 პალაკაციოს (ჩილდირის) ტბის მახლობლად, შირიმთან შეებნენ საქართველოს ლაშქრის არიერგარდს. ქართველებმა მედგარი ბრძოლით უკუაქციეს ბიზანტიელები, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და უკან დაიხიეს. ამან გაააქტიურა მტერი. ბიზანტიის ლაშქარი დაედევნა ქართველებს, კოლა-არტაან-ჯავახეთზე გადმოიარა და გაანადგურა ეს მხარე. შემდეგ თრიალეთში შემოიჭრა. გიორგი I-მა მოიშველია კახეთისა და ჰერეთის ძალები და ბრძოლის განახლება გადაწყვიტა. ზამთრის მოახლოებისა და, როგორც ჩანს, ქართველთა ლაშქრის გაძლიერების გამო ბიზანტიის მბრძანებელმა ბრძოლა აღარ გააგრძელა და უკან გაბრუნდა, თანაც "კუალად უბოროტესადრე შურისგებით მოაოხრა ქუეყანანი". შირიმნის ბრძოლაში ქართველი ფეოდალები ერთმანეთთან შეკავშირებულები გამოვიდნენ მტრის წინააღმდეგ. ბრძოლაში დაიღუპნენ დიდი ფეოდალები კლდეკარის ერისთავი რატი ლიპარიტის ძე და ხურსი. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი