სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
Oct 23 2007, 02:07 PM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
საქართველოს ომები ქრისტეშობამდე
საქართველოს ომები ქრისტეშობიდან
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
| ნათია |
Oct 23 2007, 11:45 PM
პოსტი
#2
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
nini_1
დიდი მადლობა ნინ! რამდენი გიშრომია გურგენის აჯანყება 523 წელი: - ქართლის აჯანყება ირანელების წინააღმდეგ. მის შესახებ ცნობები დაცული აქვს VI საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოპი კესარიელს. აჯანყების მიზეზი გახდა შაჰის გადაწყვეტილება, საქართველოში ძალით გაევრცელებინა მაზდეანობა. ქართლის მეფე გურგენმა ფარული მოლაპარაკება გამართა იუსტინე კეისართან და მისი დახმარების იმედით აჯანყდა, მაგრამ ბიზანტიელები სათანადოდ ვერ დაეხმარნენ აჯანყებულებს, ქართლში კი ირანელების დიდძალი ჯარი შემოვიდა ვოის სარდლობით. გურგენმა დაინახა, რომ მისი და ბიზანტიის დამხმარე ძალები საკმაო არ იყო და ოჯახითა და აჯანყებაში მონაწილე დიდებულებითურთ ეგრისში გაიქცა, იქიდან კი ბიზანტიაში ჩავიდა. უმეთაუროდ დარჩენილი ქართველები დამარცხდნენ. ბევრი მათგანი ქართლიდან გადაიხვეწა. 532 ირანელებსა და ბიზანტიელებს შორის დადებული ე. წ. "უვადო ზავის" თანახმად გაქცეულებს ნება დართეს სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. ბევრი დაბრუნდა, მაგრამ ზოგი ბიზანტიაში დარჩა. აჯანყების დამარცხების მიუხედავად, ირანმა ხელი აიღო საქართველოში თავის სარწმუნოებრივ პოლიტიკაზე. მაგრამ, პროკოპი კესარიელის სიტყვით, ქართველებს ძალიან უჭირდათ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა და შესაფერის დროს ელოდნენ ახალი აჯანყებისათვის შირიმნის ბრძოლა 1021 წელი - ბრძოლა საქართველოსა და ბიზანტიის ლაშქარს შორის, შირიმთან (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). ბიზანტიის იმპერიას არ აკმაყოფილებდა საქართველოსაგან მისი სიუზერენობის ფორმალური აღიარება და ცდილობდა რეალურად განემტკიცებინა თავისი მდგომარეობა, რისთვისაც XI საუკუნის დასაწყისში სამხრეთ ტაოს ტერიტორიაზე დავით კურაპალატის ყოფილი სამფლობელოებიდან (დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა) იბერიის თემი შექმნა. ბიზანტია ყველა საშუალებით ცდილობდა შეეჩერებინა საქართველოს გაერთიანებისა და ზრდა-გაძლიერების პროცესი, დაესუსტებინა ის და ხელში ჩაეგდო მოსაზღვრე მიწები. 1014-1018, როცა ბიზანტია ბულგარეთთან ომით იყო დაკავებული, საქართველოს სამეფო კარმა ისარგებლა ამით და ბრძოლა დაიწყო სამხრეთ ტაოს მიწა-წყლის დასაბრუნებლად. ქართველებს მხარში ამოუდგნენ სომხებიც. გიორგი I-მა დაიკავა ბიზანტიის მიერ მიტაცებული ციხესიმაგრეები, მაგრამ ბულგარეთის დამარცხების შემდეგ ბიზანტიის საიმპერატორო კარმა გიორგი I-ს დაკავებული ციხესიმაგრეების დაცვა მოსთხოვა. არისტაკეს ლასტივერტცის ცნობით, საქართველოს მეფემ არ შეასრულა ბიზანტიის იმპერატორის მოთხოვნა, ეს უკანასკნელი განრისხდა და საქართველოს წინააღმდეგ გამოილაშქრა. გიორგი I-მა სასწრაფოდ შეკრიბა ლაშქარი, მაგრამ მოწინააღმდეგის დიდი რიცხობრივი უპირატესობის გამო შებმა მიზანშეუწონლად ჩათვალა და უკან დახევა დაიწყო. ბიზანტიელები დაედევდნენ. გიორგი I-მა, მტრის მოძრაობისთვის ხელი რომ შეეშალა, გადაწვა ოლთისი (Oltu). ბიზანტიელები 1021 პალაკაციოს (ჩილდირის) ტბის მახლობლად, შირიმთან შეებნენ საქართველოს ლაშქრის არიერგარდს. ქართველებმა მედგარი ბრძოლით უკუაქციეს ბიზანტიელები, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და უკან დაიხიეს. ამან გაააქტიურა მტერი. ბიზანტიის ლაშქარი დაედევნა ქართველებს, კოლა-არტაან-ჯავახეთზე გადმოიარა და გაანადგურა ეს მხარე. შემდეგ თრიალეთში შემოიჭრა. გიორგი I-მა მოიშველია კახეთისა და ჰერეთის ძალები და ბრძოლის განახლება გადაწყვიტა. ზამთრის მოახლოებისა და, როგორც ჩანს, ქართველთა ლაშქრის გაძლიერების გამო ბიზანტიის მბრძანებელმა ბრძოლა აღარ გააგრძელა და უკან გაბრუნდა, თანაც "კუალად უბოროტესადრე შურისგებით მოაოხრა ქუეყანანი". შირიმნის ბრძოლაში ქართველი ფეოდალები ერთმანეთთან შეკავშირებულები გამოვიდნენ მტრის წინააღმდეგ. ბრძოლაში დაიღუპნენ დიდი ფეოდალები კლდეკარის ერისთავი რატი ლიპარიტის ძე და ხურსი. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია საქართველოს ომები Oct 23 2007, 02:07 PM
marine ნათია
დიდი მადლობა... Oct 23 2007, 02:22 PM
ირაკლი ნათი გაიხარე, საინ... Oct 23 2007, 02:32 PM
marine "ძეგლი ერისთავთა... Oct 23 2007, 02:50 PM
ნათია ირაკლი
მგონი, კიდე... Oct 23 2007, 03:01 PM
marine
იქნებ დანარჩენი ბ... Oct 23 2007, 03:31 PM
t.d დზალიან საინტერეს... Oct 23 2007, 07:55 PM
solomony 1757 14. XII - ხრესილის ბრძ... Oct 23 2007, 09:03 PM
nini_1 მართლა კარგი თემაა... Oct 23 2007, 11:27 PM
ნათია დიდი თურქობა - ამ ტე... Oct 24 2007, 12:07 AM
ნათია ერწუხის ბრძოლა 1104 წ... Oct 24 2007, 12:22 AM
sable „წვრილი ერი“-ს მოგ... Oct 24 2007, 11:22 PM
ქავთარაძე ბოლო ომზეც დაწერეთ... Oct 25 2007, 12:21 AM
marine ოსმალო ისტორიკოსი ... Oct 25 2007, 11:31 AM
გიორგი
ოსმალო ისტორიკოსი... Oct 25 2007, 11:34 AM
marine ქართველი ისტორიკო... Nov 16 2007, 02:08 PM
marine ქართველი ისტორიკო... Nov 16 2007, 02:08 PM
marine "ახალი ქართლის ცხ... Feb 26 2008, 11:59 AM
marine ბახტრიონის ომი
"... Dec 12 2013, 03:08 PM
qetevano წმ. შალვა ელიზბარ დ... Dec 12 2013, 08:06 PM
G_saxva
წმ. შალვა ელიზბარ დ... Dec 13 2013, 09:34 AM
marine
წმ. შალვა ელიზბარ დ... Dec 13 2013, 11:09 AM
A.V.M qetevano
GVANAXE მერე აუცილე... Dec 12 2013, 10:56 PM
qetevano A.V.M
ხოოო განახებთ,ჯე... Dec 12 2013, 11:02 PM
marine "მხედართა წყობამ,... Dec 25 2013, 02:45 PM
marine "13 წლის ვახტანგი (... Jan 17 2014, 02:55 PM
marine "1752 წლის სექტემბე... Jan 28 2014, 12:06 PM
marine "ქართველები უნდა ... Nov 1 2014, 08:46 PM
sanfol თანამედროვეობის ე... Nov 3 2014, 06:38 PM
marine "მოგმართავთ ყველ... Dec 4 2014, 09:06 PM
marine "როდესაც ომში მიდ... Mar 24 2015, 08:45 PM
marine "საქართველო ჰგავ... Aug 5 2015, 07:27 PM
marine "როგორც დიდი ილია... Aug 6 2015, 11:24 PM
marine 7 წელი გავიდა 2008 წლი... Aug 7 2015, 03:07 PM
marine "მრავალმა დამპყრ... Aug 7 2015, 09:47 PM
marine http://s61.radikal.ru/i174/1508/57/0d2f2c89da17.jp... Aug 8 2015, 04:42 PM
marine "მან კარგად იცოდა... Aug 9 2015, 07:54 PM
marine „ერთადერთი შემთხვ... Aug 19 2015, 04:27 PM
marine "აქამომდე საქართ... Aug 25 2015, 07:54 PM
marine "ჩვენი წინაპრები ... Oct 24 2015, 09:25 PM
marine "ბრძოლას იარაღი ა... Apr 17 2016, 12:54 PM
marine როდესაც მამულის და... Feb 6 2017, 06:55 PM
marine "...მათ შორის ყოფილ... Feb 7 2017, 08:53 PM
marine "მაგრამ [ბასიანის... Apr 12 2017, 02:26 PM
marine "გოგოჭურთა ხმალი ... Jul 14 2017, 10:33 AM
marine "დიდგორი, კრწანის... Jul 26 2017, 03:13 PM
marine "ის [უფროსი სახიო... Jul 31 2017, 04:46 PM
marine "ქართველ ჯარისკა... Aug 8 2017, 08:48 PM
marine "მშვილდითა და შუბ... Aug 10 2017, 10:46 AM
marine "მთიულ გაგაძეთაგ... Sep 27 2017, 04:33 PM
marine "ძველი დროიდან კა... Oct 16 2017, 10:15 AM
marine "მეფე თავისი ლაშქ... Nov 2 2017, 10:39 AM
marine "ისტორიას თუ გადა... Nov 9 2017, 08:56 PM
marine "საკვირველი იყო ე... Dec 30 2017, 09:17 PM
marine "არსებობს ცნება - ... Jun 22 2018, 09:07 PM
marine "მეფეებმა და მთავ... Oct 27 2018, 08:34 PM
marine "როგორ შეძლო ქართ... Jul 4 2019, 05:15 PM
marine "მტრის სიმრავლეს ... Sep 16 2019, 08:47 PM
marine "ერთ-ერთ ჩემს გამ... Sep 20 2019, 11:22 AM
marine "...ბოლო არ უჩანდა ... Dec 2 2019, 10:09 PM
marine "საქართველოში მტ... Dec 9 2019, 09:23 PM
marine "ომი მაინც სჯობია... Jun 15 2020, 02:18 PM
marine "არსებობს ცნება - ... Nov 27 2020, 08:22 PM
marine "[დიდ სამამულო ომ... Dec 3 2020, 01:16 PM
marine "ომი არ არის თავგ... Dec 3 2020, 01:49 PM
marine "მეფეებმა და მმარ... Mar 23 2021, 08:25 PM
marine "ყველას, ვინც კი ო... May 9 2021, 06:24 PM
marine "ღმერთო, მშვიდობი... May 25 2021, 08:15 PM
marine "სანთელანთებული ... May 30 2021, 10:55 PM
marine "ბრძოლაში თავდავ... Apr 8 2022, 04:38 PM
marine "რთული გეოპოლიტი... Apr 28 2022, 02:12 PM
marine როკითის ბრძოლა
"16... May 10 2022, 08:28 PM
marine "გონებით ჩლუნგი მ... Oct 9 2022, 05:00 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th December 2025 - 06:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი