IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს ომები
ნათია
პოსტი Oct 23 2007, 02:07 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



საქართველოს ომები ქრისტეშობამდე
  • 1112 ასურეთის მეფის ტიგლათფილესერ I-ის ბრძოლები დიაოხის მეფის სიენის მეთაურობით ჩრდილოელ ტომთა დიდ გაერთიანებასთან.
  • IX დასასრული - VIII დასაწყისი ურარტუს მეფის მენუას ბრძოლები დიაოხთან.
  • VIII 8060 წწ. ურარტუს მეფის არგიშთი I-ის ლაშქრობები დიაოხზე.
  • VIII 40-იანი წწ. ურარტუს მეფის სარდური II-ის ბრძოლები კოლხას სამეფოსთან.
  • VIII 20-იანი წწ. კიმერიელთა შემოსევები და კოლხას განადგურება
  • 83 კოლხეთის აჯანყება.მმართველად მითრიდატეს დაყენება.
  • 65 რომაელთა ლაშქრობები პომპეუსის სარდლობით იბერიასა და კოლხეთში.
საქართველოს ომები ქრისტეშობიდან
  • I საუკუნე ფარსმან I-ის ბრძოლები პართიასთან.
  • 69 აჯანყება კოლხეთში ანიკეტეს მეთაურობით რომის წინააღმდეგ.
  • 482-484 ქართველთა ანტიირანული აჯანყება ვახტანგ გორგასლის მეთაურობით.
  • 523 ქართლის აჯანყება ირანელთა წინააღმდეგ გურგენ მეფის წინამძღოლობით.
  • VII 20-იანი წწ. ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს ლაშქრობები საქართველოში.
  • 627 თბილისის აღება ბიზანტიელთა და ხაზართა მიერ.
  • 640-იანი წწ. არაბთა პირველი მარბიელი რაზმების გამოჩენა ქართლში.
  • 650-იანი წწ. არაბთა შემოსვლა ქართლში.
  • VIII 30-იანი წწ. მურვან ყრუს ლაშქრობა საქართველოზე.
  • 853 ბუღა თურქის ლაშქრობა ამიერკავკასიაში.
  • 1011-1112 ქართველთა გალაშქრება განძაზე.
  • 1021 შირიმნის ბრძოლა.
  • 1032-1040 ბრძოლა თბილისის შემოერთებისათვის.
  • 1064-1068 ალფ-არსლანის ლაშქრობები საქართველოში.
  • 1071 მანაზკერტის ბრძოლა.
  • 1080 დიდი თურქობა
  • 1104 ერწუხის ბრძოლა
  • 1110 სამშვილდის აღება
  • 1110 ძერნის აღება
  • 1115 რუსთავის აღება
  • 1116 თურქ-სელჯუკთა დამარცხება ტაო-კლარჯეთში.
  • 1117 გიშის აღება
  • 1117 შამქორის ლაშქრობა და ქალაძორის აღება.
  • 1118 ლორის აღება.
  • 1120 შირვანის ქალაქ ყაბალის აღება.
  • 1121 თურქ-სელჯუკების დამარცხება ხუნანთან.
  • 1121 ბარდავის აღება ქართველთა ლაშქრის მიერ.
  • 1121 12 აგვისტო დიდგორის ბრძოლა
  • 1122 თბილისის აღება
  • 1123 თურქ-სელჯუკთა დამარცხება შამახიასთან.
  • 1123 გულისტანის აღება.
  • 1124 დმანისის აღება.
  • 1124 შაბურანის აღება.
  • 1124 სომხეთის ციხეების აღება.
  • 1124 ივნისი ქართული ლაშქრის მიერ ჯავახეთის, კოლას, კარნიფორის, ბასიანის გაწმენდა თურქ-სელჯუკებისაგან.
  • 1124 23 აგვისტო ანისის და მისი მიმდებარე ციხეების აღება.
  • 1124 სექტემბერი შირვანის შემოერთება.
  • 1138 განძის აღება.
  • 1162 დვინის აღება ქართველთა მიერ.
  • 1167 შირვანს ლაშქრობა.
  • 1177-1178 ორბელთა ამბოხება.
  • 1195 შამქორის ბრძოლა.
  • 1203 ბასიანის ბრძოლა.
  • 1208-1209 არჭეშის აღება.
  • 1210 ქართველთა ლაშქრობა ირანში.
  • 1220-1221 პირველი ბრძოლები მონღოლებთან.
  • 1225 გარნისის ბრძოლა.
  • 1226 თბილისის აღება ჯალალედინის მიერ.
  • 1227-1228 ბოლნისის ბრძოლა.
  • 1235-1236 აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობა მონღოლების მიერ.
  • 1247 კოხტასთავის შეთქმულება.
  • 1259 აჯანყება მონღოლთა წინააღმდეგ დავით VI-ის მეთაურობით.
  • 1260 აჯანყება მონღოლთა წინააღმდეგ დავით VII-ის მეთაურობით.
  • 1260 ბრძოლა ახალდაბასთან.
  • 1261 არღუნის ლაშქრობა სამცხეში.
  • 1265 ბერქა-ყაენის ლაშქრობა.
  • 1282-1285 დავით VI-ის ბრძოლა ტრაპიზონის სამეფოში.
  • 1285-1306 რუმელი თურქების შემოსევები.
  • 1297 აჯანყება მონღოლთა წინააღმდეგ დავით VIII-ის მეთაურობით.
  • 1386 თემურლენგის პირველი შემოსევა. თბილისის აღება.
P.S. საინტერესო იქნება ისტორიკოსების აზრი ზემოთჩამოთვლილი ბრძოლების შესახებ... იქნებ მოვიპოვოთ ცნობები და უფრო ვრცლად მიმოვიხილოთ


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ნათია
პოსტი Oct 24 2007, 12:22 AM
პოსტი #2


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ერწუხის ბრძოლა 1104 წელი - ბრძოლა ერწუხთან (ახლანდელი საინგილო) საქართველოს ლაშქარსა და განძის ათაბაგს შორის.

მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებლმა თურქ-სელჩუკებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა და კახეთ-ჰერეთის სამეფო შემოიერთა, მაჰმადიანებს არ შეეძლოთ მშვიდად ეცქირათ, როგორ გამოაცლიდა მათ ხელიდან საქართველოს მეფე ამიერკავკასიის ერთ-ერთ მდიდარ რეგიონს, რომელიც ამასთან ერთად უაღრესად ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ პლაცდარმს წარმოადგენდა. ამიტომ მათ გადაწყვიტეს უკან დაებრუნებინათ კახეთ-ჰერეთი. სელჩუკთა სულთანმა „ურიხვნის სპანი“ შეკრიბა, რომელიც რაოდენობით ბევრად აღემატებოდა ქართველებს. მოწინააღმდეგის ლაშქარში იბრძოდნენ აგრეთვე „ათაბაგი განძისა და უმრავლესი კახთა და ქუეყანათა ერი მტერთავე თანა გარემოდგომილი ჩუენდა“. როგორც ჩანს დავით აღმაშენებლის გამაერთიანებელ პოლიტიკას თავად კახეთ-ჰერეთშივე ჰყავდა მრავალი მოწინააღმდეგე. მეფემ მომხვდურთ კარგად გაწვრთნილი „მცირედი ლაშქარი“ და „წვრილი ერი“ შეაგება.

დავითის უცნობი ისტორიკოსის ცნობით ბრძოლა ერწუხში გაიმართა. ქართველებმა საარაკო გამარჯვება მოიპოვეს, რომელსაც მემატიანე „ხმა-განსმენილი იგი დიდი ბრძოლა“-ის სახელით ნათლავს. დავით აღმაშენებელი უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ბრძოლაში - „ხოლო თვით მეფე არათუ ვითარცა სხუა ვინმე ზურგით უდგა ვითარცა სპათა თვისთა, ანუ შორით უზახებდა, ვითარცა ერთი მთავართაგანი ვინმე, არამედ უპირატეს ყოველთასი თვით წინე უვიდოდა, და ვითა ლომი შეუზახებდა ხმითა მათლითა და ვითა გრიგალი მი-და-მო იქცეოდა და თვით გოლიათებრ მიმართებდა და მკლავითა მტკიცითა დაამხობდა ახოვანთა, სვრიდა და დასცემდა წინა დამთხვეულთა“.

გმირმა მეფემ არაერთი მუსლიმი გამოასალმა სიცოცხლეს ისე რომ ლიპორიდან „უკმომდინარითა სისხლითა წელნი აღსავსე ესხნეს“. ბრძოლის სემდეგ, როდესაც დავითმა სარტყელი შეიხსნა სისხლი ტქრიალით დაესხა მიწაზე - „რა დაინახა ესოდენი მტკნარისი სისხლისი შეყინებულისი, რომელსა პირველ განხილვისა თვით მისგან ვგონებით გამოსრულად“. ერწუხის ომში დავით აღმაშენებელს „სამნი ცხენნი გამოუკლნეს და მეოთხესაღა ზედა მჯდომმან სრულყო მის დღისა ომი“. ერწუხთან მოპოვებულ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის. ფაქტობრივად ეს იყო სელჩუკთა მრავალრიცხოვან არმიასთნ პირისპირ სამხედრო შეჯახებაში მოპოვებული პირველი სერიოზული გამარჯვება, რომელმაც ხალხს ნათლად დაანახა, რომ თურქები სულაც არ წარმოადგენდნენ დაუძლეველ ძალას.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   საქართველოს ომები   Oct 23 2007, 02:07 PM
marine   ნათია დიდი მადლობა...   Oct 23 2007, 02:22 PM
ირაკლი   ნათი გაიხარე, საინ...   Oct 23 2007, 02:32 PM
marine   "ძეგლი ერისთავთა...   Oct 23 2007, 02:50 PM
ნათია   ირაკლი მგონი, კიდე...   Oct 23 2007, 03:01 PM
marine   იქნებ დანარჩენი ბ...   Oct 23 2007, 03:31 PM
t.d   დზალიან საინტერეს...   Oct 23 2007, 07:55 PM
solomony   1757 14. XII - ხრესილის ბრძ...   Oct 23 2007, 09:03 PM
nini_1   მართლა კარგი თემაა...   Oct 23 2007, 11:27 PM
ნათია   nini_1 დიდი მადლობა ნი...   Oct 23 2007, 11:45 PM
ნათია   დიდი თურქობა - ამ ტე...   Oct 24 2007, 12:07 AM
ნათია   ერწუხის ბრძოლა 1104 წ...   Oct 24 2007, 12:22 AM
sable   „წვრილი ერი“-ს მოგ...   Oct 24 2007, 11:22 PM
ქავთარაძე   ბოლო ომზეც დაწერეთ...   Oct 25 2007, 12:21 AM
marine   ოსმალო ისტორიკოსი ...   Oct 25 2007, 11:31 AM
გიორგი   ოსმალო ისტორიკოსი...   Oct 25 2007, 11:34 AM
marine   ქართველი ისტორიკო...   Nov 16 2007, 02:08 PM
marine   ქართველი ისტორიკო...   Nov 16 2007, 02:08 PM
marine   "ახალი ქართლის ცხ...   Feb 26 2008, 11:59 AM
marine   ბახტრიონის ომი "...   Dec 12 2013, 03:08 PM
qetevano   წმ. შალვა ელიზბარ დ...   Dec 12 2013, 08:06 PM
G_saxva   წმ. შალვა ელიზბარ დ...   Dec 13 2013, 09:34 AM
marine   წმ. შალვა ელიზბარ დ...   Dec 13 2013, 11:09 AM
A.V.M   qetevano GVANAXE მერე აუცილე...   Dec 12 2013, 10:56 PM
qetevano   A.V.M ხოოო განახებთ,ჯე...   Dec 12 2013, 11:02 PM
marine   "მხედართა წყობამ,...   Dec 25 2013, 02:45 PM
marine   "13 წლის ვახტანგი (...   Jan 17 2014, 02:55 PM
marine   "1752 წლის სექტემბე...   Jan 28 2014, 12:06 PM
marine   "ქართველები უნდა ...   Nov 1 2014, 08:46 PM
sanfol   თანამედროვეობის ე...   Nov 3 2014, 06:38 PM
marine   "მოგმართავთ ყველ...   Dec 4 2014, 09:06 PM
marine   "როდესაც ომში მიდ...   Mar 24 2015, 08:45 PM
marine   "საქართველო ჰგავ...   Aug 5 2015, 07:27 PM
marine   "როგორც დიდი ილია...   Aug 6 2015, 11:24 PM
marine   7 წელი გავიდა 2008 წლი...   Aug 7 2015, 03:07 PM
marine   "მრავალმა დამპყრ...   Aug 7 2015, 09:47 PM
marine   http://s61.radikal.ru/i174/1508/57/0d2f2c89da17.jp...   Aug 8 2015, 04:42 PM
marine   "მან კარგად იცოდა...   Aug 9 2015, 07:54 PM
marine   „ერთადერთი შემთხვ...   Aug 19 2015, 04:27 PM
marine   "აქამომდე საქართ...   Aug 25 2015, 07:54 PM
marine   "ჩვენი წინაპრები ...   Oct 24 2015, 09:25 PM
marine   "ბრძოლას იარაღი ა...   Apr 17 2016, 12:54 PM
marine   როდესაც მამულის და...   Feb 6 2017, 06:55 PM
marine   "...მათ შორის ყოფილ...   Feb 7 2017, 08:53 PM
marine   "მაგრამ [ბასიანის...   Apr 12 2017, 02:26 PM
marine   "გოგოჭურთა ხმალი ...   Jul 14 2017, 10:33 AM
marine   "დიდგორი, კრწანის...   Jul 26 2017, 03:13 PM
marine   "ის [უფროსი სახიო...   Jul 31 2017, 04:46 PM
marine   "ქართველ ჯარისკა...   Aug 8 2017, 08:48 PM
marine   "მშვილდითა და შუბ...   Aug 10 2017, 10:46 AM
marine   "მთიულ გაგაძეთაგ...   Sep 27 2017, 04:33 PM
marine   "ძველი დროიდან კა...   Oct 16 2017, 10:15 AM
marine   "მეფე თავისი ლაშქ...   Nov 2 2017, 10:39 AM
marine   "ისტორიას თუ გადა...   Nov 9 2017, 08:56 PM
marine   "საკვირველი იყო ე...   Dec 30 2017, 09:17 PM
marine   "არსებობს ცნება - ...   Jun 22 2018, 09:07 PM
marine   "მეფეებმა და მთავ...   Oct 27 2018, 08:34 PM
marine   "როგორ შეძლო ქართ...   Jul 4 2019, 05:15 PM
marine   "მტრის სიმრავლეს ...   Sep 16 2019, 08:47 PM
marine   "ერთ-ერთ ჩემს გამ...   Sep 20 2019, 11:22 AM
marine   "...ბოლო არ უჩანდა ...   Dec 2 2019, 10:09 PM
marine   "საქართველოში მტ...   Dec 9 2019, 09:23 PM
marine   "ომი მაინც სჯობია...   Jun 15 2020, 02:18 PM
marine   "არსებობს ცნება - ...   Nov 27 2020, 08:22 PM
marine   "[დიდ სამამულო ომ...   Dec 3 2020, 01:16 PM
marine   "ომი არ არის თავგ...   Dec 3 2020, 01:49 PM
marine   "მეფეებმა და მმარ...   Mar 23 2021, 08:25 PM
marine   "ყველას, ვინც კი ო...   May 9 2021, 06:24 PM
marine   "ღმერთო, მშვიდობი...   May 25 2021, 08:15 PM
marine   "სანთელანთებული ...   May 30 2021, 10:55 PM
marine   "ბრძოლაში თავდავ...   Apr 8 2022, 04:38 PM
marine   "რთული გეოპოლიტი...   Apr 28 2022, 02:12 PM
marine   როკითის ბრძოლა "16...   May 10 2022, 08:28 PM
marine   "გონებით ჩლუნგი მ...   Oct 9 2022, 05:00 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 10:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი