IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართული ნაციონალური ტანსაცმელი, გამოთქვით თქვენი აზრი
ვეშაპო
პოსტი Jun 16 2007, 05:27 PM
პოსტი #1


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



იძულებითა ჯამბაკურისათა, ამ პოსტებს აქეთ გადმოვიტან, მგალობლის შესამოსელის თემაში ჩავპოსტე და იერთი ჰამბავი მაწია. biggrin.gif

იტოგში:

გვერდითა ფორუმში იყო ამაზე საუბარი და მინდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი პოსტი გადმოვიტანო.

ციტატა
Ar-Pharazôn
ჩოხა ზოგადად გვიან შუასაუკუნეებში შემოსული სამოსია. ნახატებზე მეთვრამეტე საუკუნიდან გვხვდება მარტო (სოლომონ II-ის პორტრეტი , მაგალითად), მანამდელ პორტრეტებში (მაგ. იმერეთის ბატონიშვილის ალექსანდრეს პორტრეტი, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო), ჩოხა არ არის გამოყენებული, არამედ სხვა ტიპის, დღემდე არმოღწეული საბრძოლო კოსტუმი, ჩოხის მსგავსი, მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავებული (მასრების და სხვა აქსესუარების გარეშე)... ჩოხის სიგრძეზე ვერაფერს ვიტყვი...


ციტატა
Ar-Pharazôn
იმერლებს მოკლე ჩოხები ეცვათ მეცხრამეტე საუკუნემდე. გრძელი ჩოხა ჩერქეზეთიდან შემოვიდა, ჯერ სამეგრელოში და აფხაზეთში მოიდგა ფეხი და მეცხრამეტე საუკუნის შუახნისათვის იმერლებმაც გრძელი ჩოხების ტარება დაიწყეს. მანამდელ მინიატურებში იმერლები მოკლე ჩოხებში გვხდებიან. მაგალითად ამ სურათში.
IPB-ს სურათი


ციტატა
kardu
ვითომ???არ ვიცი მე სხვა ინფორმაცია მაქვს. მოკლე ჩოხა რომ ლეკურია ეგეც სადღაც ამომიკითხავს


ციტატა
Ar-Pharazôn
ზუსტად სად წარმოიშვა მოკლე და გრძელი ჩოხა არავინ იცის. უბრალოდ ფაქტია რომ გრძელი ჩოხა (ისევე როგორც ზოგადად ჩოხა) ჩრდილოკავკასიაში (უფრო ჩერქეზეთსა და ყაბარდოში, ანუ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში) გამოგონებული სამოსია და XVII-XVIII საუკუნეებში შემოვიდა ნელნელა საქართველოში. ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ გრძელი ჩოხების ტარება ქართველებს შორის პირველებმა მეგრელებმა დაიწყეს (ყოველ შემთხვევაში XIX საუკუნის დასაწყისისათვის ატარებდნენ), მერე გადაიღეს იმერლებმა. ქართლ-კახეთში გრძელი ჩოხა არასოდეს ყოფილა გავრცელებული.
ერთი ძალიან საინტერესო სურათი მაქვს. რუსმა ეთნოგრაფმა ჩაიხატა 1810-იან წლებში დასავლეთ საქართველოს ტიპაჟები. ამ სურათზე ასახულები არიან მეგრელი (გრძელ ჩოხაში), იმერელი (მოკლე ჩოხაში, შარვლით) და გურული (ჩაქურაში). გურული და მეგრული კოსტუმები ამის შემდეგ არც შეცვლილა თითქმის, მაგრამ იმერული ჩაცმულობა XIX საუკუნის ბოლოსათვის აშკარად განსხვავებულია - იმერლები ამ დროს უკვე გრძელ ჩოხებს იცვამდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ სამივე დასავლურქართული ეთნიკური ჯგუფის ტიპაჟს გრძელი თმები აქვს. კიდევ ერთი განსხვავება აღმოსავლეთ ქართველებთან, სადაც მამაკაცები ყოველთვის თმებს იჭრიდნენ - დასავლეთ ქართველი კაცები XIX საუკუნის შუახნებამდე, როგორც წესი თმებს იზრდიდნენ გრძლად....
IPB-ს სურათი


რაც შეეხება ჩაქურას.
აქ საქმე გაცილებით მარტივადაა, ეს ტანსაცმელი აცვიათ, აჭარლებს, გურულებს, მეგრელებს, მესხებს, ანატოლიელ თურქებს, პონტოელ და კვიპროსელ ბერძნებს.
არის ორი მოსაზრება.
პირველის თანახმად ეს სამოსი იყო ბიზანტიის ძირითადი მოსახლეობის გლეხური ტანსაცმელი.
მეორე ვერსიით, რაც უფრო სარწმუნოა (ჩემთვის), ეს ტანსაცმელი თურქებმა შემოიტანეს.

აი, ეს არიან ბერძნები.

IPB-ს სურათი

ხოლო ესენი კი, თურქები არიან.

IPB-ს სურათი

შეფასებები თქვენთვის მომინდვია.

გამოდის, რომ სუფთა ქართული ტანსაცმელი, რომელიც ქართველების გარდა არავის არ აცვია, ესაა ხევსურული ტანსაცმელი.


ხევსურები 1901

IPB-ს სურათი


ხევსურები 1929

IPB-ს სურათი


თუშები 1901

IPB-ს სურათი


სვანები

IPB-ს სურათი


სვანები

IPB-ს სურათი


გელოვანები

IPB-ს სურათი


ქელეხი სვანეთში 1886

IPB-ს სურათი

რაჭველი ცოლ-ქმარი 1886

IPB-ს სურათი



მეგრელები

IPB-ს სურათი


მეგრელი ქალი

IPB-ს სურათი


გურული პოლიცისტები IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


ყარაჩოხელები

IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
catherina_10
პოსტი Oct 24 2007, 12:32 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



სამოსი

ისევე როგორც სხვა ერების წარმომადგენლები, ქართველებიც უძველესი დროიდანვე, ორიგინალურად, თავისებურად იმოსებოდნენ. რასაც მრავალი მიზეზი განაპირობებდა. მკვლევართა აზრით, სხეულის ხელოვნური საფარის, ტანსაცმლის ფორმებს განსაზღვრავს ეთნიკური ნორმები და ეკოლოგიური პირობები, სამეურნეო მდგომარეობა და ხალხთა შორის კულტურულ-ისტორიული კავშირი. ადამიანმა ქვის ხანაში ისწავლა ტყავის დამუშავება, ნაჭრების ერთმანეთზე გადაბმის ხერხი. უფრო მოგვიანებით კი აითვისა ქსოვის ტექნიკა.

ტანსაცმლის პირველყოფილი სახეა შეუკერავი მოსასხამები და სხეულის გარკვეული ნაწილების დასაფარავი ნაჭრები. პირველიდან განვითარდა სამხრე, მეორიდან წელსქვედა სამოსელი. ფეხის უმარტივესი საფარავი საფუძვლად დაედო ფეხსაცმლის ფორმებს. ტანსაცმლის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა კლიმატურმა პირობებმა. ტროპიკულ ქვეყნებში დამკვიდრდა თეძოზე შემოსახვევი სამოსელი, ცივსა და არქტიკულ ქვეყნებში - ბეწვის ტანსაცმელი.
საზოგადოების განვითრების გარკვეულ ეტაპზე ერთმანეთს გაემიჯნა ქალის და მამაკაცის, გათხოვილი და გასათხოვარი ქალის, ყოველდღიური და სადღესასწაულო, რიტუალური, საქორწილო და სამგლოვიარო და სხვა ტანსაცმელი. გაჩნდა ტანსაცმლის პროფესიული და კლასობრივი სახეები.
ძველი ხალხებიდან სიშიშვლეს მხოლოდ ბერძნები არ ერიდებოდნენ, მაგრამ ბერძნულ გემოვნებას და ტრადიციებს ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობამ, ბიზანტიაში დაიწყეს მძიმე ქსაოვილისგან შეკერილი სამოსის ტარება, რაშიც ადამიანის სხეული გაუჩინარდა. სხეულის წარმომჩენი სამოსი უფრო მოგვიანებით გაჩნდა ევროპის ხალხებში, რასაც საფუძვლად დაედო ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან წამოსული ელემენტები-შარვალი და ხალათი.

მრავალი საერთო ელემენტი აქვს კავკასიელ ხალხთა სამსოსელს. განსაკუთრებით მამაკაცის ტანსაცმელს, რომელიც ჩოხა-ახალუხით, შარვლით, ტყავის ფეხსაცმლითა და ქუდით არის დაკომპლექტებული და ვერცხლის იარაღით გაწყობილი. ქალის ტანსაცმელი უფრო რეგიონალური იყო, მაგრამ ყაბარდოელების, ჩერქეზების, ოსების და ქართველების კოსტიუმთა შორის სიახლოვე აქაც შეიმჩნევა. კავკასიას, კერძოდ საქართველოს, თავისი მდგომარეობისა და მდებარეობის გამო ურთიერთობა ჰქონდა ძველი და ახალი სამყაროს ქვეყნებთან. საბერძნეთი, რომი, ბიზანტია, ირანი, ოსმალეთი, დასავლეთ ევროპა, რუსეთი.) ამ კონტაქტების შედეგად ქართველმა ხალხმა აითვისა და შემოქმედებითად გაითავისა, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ცივილიზაციათა მიღწევები. ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი თვითმყოფადი კულტურა, კერძოდ ტანსაცმელი. საერთო კავკასიურ ტრადიციებთან ერთად ამ ფართო კავშირების კვალსაც ატარებს.
საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ სამოსელის დასამზადებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ სელის, კანაფისა და მატყლის ქსოვილებს. დასამაგრებლად და მოსართავად ხმარობდნენ ღილებს, ხრიკებს, ქინძისთავებს, ბალთა-აბზინდებს და ა.შ.

ქართული ტანსაცმლის ისტორიას არქეოლოგიურ მასალებთან ერთად ავსებს უცხოელ მოგზაურთა ცნობები, სადაც ქართველთა წინაპარი ტომების სამოსელზეა საუბარი. ფეოდალურ საქართველოში გავრცელებული სამოსელის ნიმუშების აღდგენა ხდება ძირითადად სტელებისა და ტაძრების ფასადების მიხედვით. ამ მასალას ემატება ფრესკების, ჭედური ხელოვნების ნიმუშების, საფლავის ქვების, ნუმიზმატიკის, მინიატურების, ისტორიული წყაროების, ლიტერატურული ძეგლების მონაცემები და უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერები. დადგენილია ფეოდალურ საქართველოში გავრცელებული სამოსელის სხვადასხვა სახეობები. სამეფო-სადედოფლო, საერისკაცო, სამოხელეო, სამღვდელთმოძღვრო, ბერული, ვაჭრული, სამხედრო, სამგზავრო ანუ საღარიბო, სადიაცო, სამამაცო. ასევე დანიშნულებით განსხვავებული ფორმები: საშინაო და საგარეო, საქორწინო, სამგლოვიარო. შესწავლილია ე.წ. სამოსელი ქუეშეთი და სამოსელი ზეითი. ხერხდება ტანსაცმლის ფორმათა მონაცვლეობის დადგენა სხვადასხვა ისტორიული ეპოქისთვის. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დამოწმებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელებული ტანსაცმლის სხვადასხვა კომპლექსი, რომლებიც ხანგრძლივად გამოყენების გამო საგრძნობლად დაშორდნენ თავდაპირველ სახეს.
უძველესი ფორმები შემოინახა მთამ, სადაც განსაკუთრებით საინტრესოა ქალის ტანსაცმელი. აქ გამოყენებული ორიგინალური ელემენტებისა და გაწყობის ხერხების მრავალფეროვნება ქართული ხალხური ჩაცმულობის განუმეორებელ კოლორიტს ქმნის. ასეთია ხევსურული, რაჭული, თუშური, მოხევური, აჭარული, ინგილოური და სხვა კომპლექსები. ქალის ხევსურული ტალავარი შედგება კვართისებრი თარგის კაბისგან. - სადიაცოსგან. რასაც ახლავს ზემოდან შემოსაცმელი ქართული გახსნილ სახელოებიანი ფაფანაგი, ან მოკლესახელოებიანი "ქოქოლო", ჩიხტისმაგვარი თავსაბურავი სათაურა და თავზე შემოსახვევი მანდილი. ფეხზე იცვამენ ყელიანი წინდის მსგავს თათებს. ან წინდა პაჭიჭს. ამ კომპლექსის ძირითადი ნიშანია ყველა ელემენტის ფერადი ნაქარგითა და ვერცხლის სამკაულით შემკობა.

თუში ქალის სამოსი სისადავით გამოირჩევა. ერთმანეთს ენაცვლება შავი, ლურჯი და თეთრი ფერები. ძირითადი ელემენტია შალის ერთიანი კაბა - ჯუბა პერანგისებური თარგით, დეკორაციული სახელოებით შედგენილი ტყავის სამოსელი სახელჩაქნეულა, თავზე დასადგომი კუჭურა, და მოსახური მანდილი. ფეხზე ნაქსოვი ჩითები. მოხევე ქალის ჩასაცმელი შეიცავს ისეთ ელემენტებს (კაბა, საგულე, რომელბიც წერილობით წყაროებში მოწმდება და წინ უსწრებს სარტყელ-გულისპირიან ქართულ კაბას. მამაკაცის ჩამულობაში მიუხედავად საგრძნობი ერთგვაროვნებისა, მაინც ხერხდება ზოგიერთი თავისებური კომპლექსის გამოყოფა. ასეთია ხევსურული ტალავარი, რომელშიც შედის ზედატანი, პერანგი, და შარვალ-ნიფხავი, ჩოხა, მრგვლად შეკერილი ნაბდის ქუდი, შიბით ნაქსოვი ფეხსაცმელი, თათები ან ქალამანი ჯღანი და სხვა.

ჩაქურა გავრცელებული იყო აჭარაში. გურიაში და ნაწილობრივ სამეგრელოში. აჭარული კომპლექსის ელემენტებია შალის მოკლე ზედატანი, კვატუჯა ჩოხაჭონია, შალისავე ფართოუბიანი და ხვანჯრით შეკრული შარვალი ჩაქურა, ორჯიბიანი და საყელოიანი ახალუხი ზუბუნი, განიერი და გრძელი კუბოკრული აბრეშუმის სარტყელი თოლა ბულუსი, ყაბალახი, ფეხსაცმელი ლაფჩინი და წინდა პაჭიჭები.

თარგის ორიგინალობითა და შესრუელბის ხელოვნებით კავკასიაში ბადალი არ მოეპოვება ხევსურულ ტალავარს, რომლის შემქმნელთაც იშვიათი ოსტატობით მოუნახავთა ორნამენტის შერჩევის, ფერთა შეხამებისა და სამკაულის მორთვის ხერხები. ქართლის და კახეთის ტანსაცმლის ტიპების მსგავსებას აღნიშავს ისტორიული წყაროები. ეს ტრადიცია მეოცე საუკუნის პირველ ნახევარშიც გრძელდება. აქ დამოწმებულია ტანსაცმლლის კომპლექსი, რომელიც კაბა-ახალუხის ერთიანობას ეფუძნება. ჩაცმულობის ამ ტიპმა მეცხრამეტე საუკუნისთვის უნიფიცირებული ფორმა მიიღო და ფართოდ გავრცელდა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, შედარებით ნაკლებად გურია-სამეგრელოში. ასევე გამონაკლისს შეადგენს მთის ზოგიერთი რეგიონი. ქართული ჩაცმულობა მეცხრამეტე საუკუნეში საქორწინო სამოსლის ერთადერთ სასურველ ფორმად იყო მიჩნეული და მას როგორც საზეიმო სამოსელს კავკასიაში მრავალრიცხოვანი მომხმარებელი ჰყავდა.

მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში გაძლიერდა ევროპული გავლენა. ეს პროცესი პირველად ქალის სამოსელს დაეტყო ( გაქრა შეიდიში, ახალუხი, ქოშები.) 60 - იან წლებში ქალის კაბა ხაბარდიანი გახდა. 80 - იან წლებში კი გაჩნდა ქალის ახალი ტიპის კაბა, ახალი ტიპი პრინცესა, ანუ კუდინაი კაბა გარკვეული სახეცვლილებითურთ. მამაკაცის ჩასაცმელიდან მოკლე სამოსელი, ყურთმაჯიანი კაბა და ნაოჭიანი ახალუხი შეცვალა გრძელმა ჩოხა-ახალუხმა, ე.წ. ჩერქეზკამ. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გლეხობაში დაცული "ქართული ჩაცმულობა" აერთიანებდა "საქალო" ტანსაცმელში (საცვლების გარდა) კაბას, ქათიბს, თავსაბურავს-ჩიხტას თავსაკრავებითა და კოპით. ლეჩაქ-ბაღდადს, წინდებსა და ფეხსაცმელს. ქართული სარტყელიან-გულისპირიან კაბას ჰქონდა განსხვავებული მოქარგული და მძივებით შემკული გულისპირი და სარტყელი, რომლის დეკორი მცენარეული მოტივებისგან შედგებოდა.

საკაცო ტანსაცმელში შედიოდა საცვლები, შარვალ-ახალუხი, ჩოხა, ქამარი, ნაბდის პატარა ქუდი, ან ცხვრის ტყავის მრგვალი ქუდი. ტყავისავე ქალამანი და წუღა-მესტი, შალის წინდები და პაჭიჭები. ამ კომპლექსის ძირითადი ელემენტი იყო ჩოხა-ახალუხი. ქამარი ვერცხლის ნაწილებით იყო შემკული და ზედ ხანჯალი ეკიდა. ამ კომპლექსების გარდა არსებობდა ტანსაცმლის პროფესიული და სოციალური ნიშნით განსხვავებული სახეობანი. ასევე საგარეო, სადღესასწაულო, თუ სამგლოვიარო სამოსელი. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს მკელის სპეციალური ტანსაცმელი - სამკდილი. სახელოსნო ცენტრებში გავრცელებული მოქალაქის ტანსაცმელი, თბილისელი ყარაჩოხელების ტანსაცმელი, დასავლეთ საქართველოში დადასტურებული სამგლოვიარო სამოსელი-გაქა და სხვა. ხშირად დამოუკიდებელი მნიშვნელობით გამოიყოფა არა მხოლოდ კომპლექსები, არამედ ცალკეული ემენეტებიც, როგორიცაა მაგალითად სვანური ქუდი, (ნაბდის, მრგვალი), იმერული ფაფანაკი (მრგვალი ან ოვალური, კუთხეებამაღლებული და ოქრომკედით ნაქარგი, რომელიც თმაზე აფენია კაცებს), ხელოსნის ვერცხლის მთლიანი ქამარი (მსხვილგობაკებიანი), მონადირის ბანდულები (თასმებდახიდულძირიანი ქალამანი), მწყემსის გვაბანაკი (ნაბდის წამოსაცმელი, მოკლესახელოებიანი და თავზე წამოსადები), ზამთარში ჩასაცმელი გლეხური ქუდები ან საბეჭურები (ტყავი-გრძელი ქურქი, ტყაპუჭი-მოკლე ქურქი, ტყავკაბა-ტყავზე ქსოვილგადაკრული ქურქი. და ა.შ. ) ნაბადი და მრავალი სხვა. ქართული ჩაცმულობის ელემენტთა სიმრავლე მოწმობს დასამზადებელი მასალის ნაირფეროვნებას, გამოჭრის, კერვის, ქარგვისა და ა.შ. ოსტატობის მაღალ დონეს.

ევროპულმა ტანსაცმელმა რომელმაც საქართველოში მეცხრამტე საუკუნის მეორე ნახევარში მოიკიდა ფეხი, მეოცე საუკუნის 30-იან წლებში გაბატონებულ მდგომარეობას მიაღწია. დღეს ქართველები ჩაცმულობის მხრივ ორიგინალური და ინდივიდუალური სტილის მიმდევართა რიცხვში ითვლებიან. ალბათ ესხ განაპირობებს იმასაც, რომ მსხოფლიოს ცნობილ დიზაინერთა შორის თითო-ოროლა ქართველი უკვე გამოჩნდა. მათ შორის საფრანგეთში მოღვაწე ირაკლი ნასიძე მაღალი მოდის სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესოა. ნინო ქარსელაძის, იგივე ნინი ქეის ქუდებს კი სიამაყით ატარებენ ჰოლივუდში და დასავლეთის ქვეყნების მაღალი წრის წარმომადგენლები. უშუალოდ საქართველოში კი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დიზაინზე არაერთი წარმატებული დიზაინერი მუშაობს.
დიასპორა.გე დროდადრო საინტრესო ინფორამციებს შემოგთავაზებთ საქართველოში და უცხოეთში მცხოვრები ქართველი დიზაინერების შესახებ.






ტანსაცმლის მასალა ძველად

თუშური, ფშაური და ხევსურული ტანსაცმლის შემადგენლობაში აღრიცხული ელემენტების დასამზადებლად ძირითად მასალად მოიხმარეობოდა შინამრეწველური საშუალებით მიღებული შალის ქსოვილის რამდენიმე სახეობა, რომელთა აღმნიშვნელ ზოგად სახელწოდებად გამოიყენებოდა ტერმინი ტოლი. კავკასიის მთიანეთში განლაგებული ზოგიერთი კუთხის მსგავსად, თუშ-ფშავ-ხევსურეთში, ქარხნული პროდუქციის შემოსვლის შემდეგაც მოსახლეობის უმრავლესობა ძირითადად ისევ საოჯახო წესით მიღებული ნაწარმით იმოსებოდა. ამიტომაც საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად დღესაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მატყლის წარმოებასა და მის საფუძველზე აღმოცენებული ტრადიციული ხელობის ერთ-ერთ ძირითად დარგს - ფეიქრობას, სადაც ძირითადად ქალები იყვნენ დასაქმებული.

შემოდგომაზე ქალებს ოჯახში შემოსული მატყლის საერთო მარაგიდან გამოეყოფოდათ წილი. გასათხოვარი ქალი რძალთან შედარებით ნაკლებს ღებულობდა. მთიელი ქალის მატყლთან დაკავშირებული საქმიანობა წლის განმავლობაში ასე იყო განაწილებული: ოქტომბერში მატყლის გარეცხვა, გაშრობა. ნოემბერსა და დეკემბერში გაჩეჩვა. იანვარში დართვა, თებერვალში დაძახვა ჯარაზე. მარტ-აპრილში შალის მოქსოვა. ასე, რომ, გაზაფხულზე, მინდვრის სამუშაოების დაწყებამდე, ქალს ამგვარი სახის სამუშაო დასრულებული უნდა ჰქონოდა.

დღეს მატყლს ძირითადად იმისთვის ჩეჩავენ და ართავენ, რომ თბილი წინდები და სხვადასხვა მარტივი სამოსი მოქსოვონ. თუმცა, ბოლო დროს იმის გამო, რომ საზოგადოებაში ეროვნული სამოსის ჩაცმის ტენდენცია შეიმჩნევა, კვლავ დიდი ყურადღება ექცევა ხევსურული ტალავარის და ჩოხების შესაკერად ძველებური მეთოდებით შესაკერი მასალის დამზადებას. ამასთან, ქართველი დიზაინერები წარმატებით მუშაობენ ინდივიდუალური მეთოდებით ახალ-ახალ ქსოვილების მიღებასა და დამზადებაზე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ვეშაპო   ქართული ნაციონალური ტანსაცმელი   Jun 16 2007, 05:27 PM
ვეშაპო   [color=#CC0000]შემდეგ სოტირ...   Jun 16 2007, 05:40 PM
komisia   :lol: მაგარი დიალოგია ...   Jun 20 2007, 09:49 PM
ვეშაპო   komisia გრძელი ჩოხები დ...   Jun 20 2007, 10:42 PM
mariami-k   ულამაზესია ქართულ...   Jun 21 2007, 09:05 AM
komisia   ვეშაპო კიდევ კარგ...   Jun 21 2007, 12:01 PM
ulvashi   ყაბალახზე რას იტყვ...   Jun 21 2007, 04:56 PM
G A B O   რა მაინტერესებს, ჩ...   Jun 24 2007, 05:17 PM
komisia   G A B O როგორც მე ვიცი: ...   Jun 24 2007, 05:42 PM
Cecxladze I   ვაა რა კაი ფოტოები ...   Jun 25 2007, 01:01 PM
potiabesbaia   Cecxladze I იდეა გადასარე...   Jun 25 2007, 01:30 PM
komisia   მწვანე ჩოხა რა უბე...   Jun 25 2007, 03:31 PM
N. R.   მწვანე ჩოხა რა უბე...   Jul 6 2007, 04:26 AM
potiabesbaia   komisia არა პირველად არ...   Jun 25 2007, 06:31 PM
ქავთარაძე   ხოდა მეც ამ ტანსაც...   Jun 25 2007, 09:10 PM
komisia   ქავთარაძე შენც აპი...   Jun 25 2007, 10:40 PM
ვეშაპო   komisia ბექაა მგონი შუხ...   Jun 26 2007, 04:37 PM
komisia   კაცო, რო ჰქვიათ ჩოხ...   Jun 26 2007, 06:48 PM
ვეშაპო   N. R. ჰეჰ! შენ უნდა ნ...   Jul 7 2007, 08:55 PM
misdevs mela loms   komisia ვაოფებ, მაგრამ ...   Jul 7 2007, 09:05 PM
tako_chicho   misdevs mela loms მართალია... უ...   Jul 9 2007, 12:33 PM
bato   http://bin.ge/file/64652/dato-gugunava--sh...xvavi...   Sep 8 2007, 12:55 PM
komisia   bato აი აქ ნახე: http://church.ge...   Sep 13 2007, 11:34 AM
bato   არა,სამწუხაროდ არა...   Sep 13 2007, 03:27 PM
bato   http://img208.imageshack.us/img208/9752/post591135...   Sep 15 2007, 02:49 PM
გლახა   tako_chicho და რა უნდა გაა...   Sep 15 2007, 02:55 PM
M.M.   მგონი მართალია, ჯე...   Sep 20 2007, 10:45 AM
komisia   M.M. რას ვიზამთ, სიმა...   Sep 20 2007, 10:53 AM
M.M.   M.M. საქმის მეტი რა ა...   Sep 20 2007, 11:01 AM
komisia   M.M. :ფიქრი: ვენახი მა...   Sep 20 2007, 11:11 AM
ართი ვარდი   komisia :lol: :thumbs:   Sep 20 2007, 11:25 AM
M.M.   ხალხო, რას დასცინი...   Sep 22 2007, 11:41 AM
komisia   M.M. იხედება :) ნამდვი...   Sep 22 2007, 12:06 PM
M.M.   M.M. :ფიქრი: ვენახი მა...   Sep 24 2007, 11:30 AM
komisia   M.M. ჩემი პირველი გაც...   Sep 24 2007, 11:40 AM
M.M.   M.M. მაინც რა იდეა აბ...   Sep 24 2007, 11:45 AM
komisia   ახლა ვკითხავ ჩოხოს...   Sep 24 2007, 12:07 PM
catherina_10   მე წარმოგიდგენთ გრ...   Sep 25 2007, 05:12 PM
komisia   catherina_10 რომელი წლების...   Sep 25 2007, 05:50 PM
catherina_10   ჩანახატები გაკეთე...   Sep 25 2007, 06:03 PM
komisia   catherina_10 ჰმ... ახლა ყოფი...   Sep 25 2007, 06:17 PM
catherina_10   http://img504.imageshack.us/img504/3855/megreli2lb...   Oct 1 2007, 04:28 PM
catherina_10   http://img84.imageshack.us/img84/9684/khevsurians0...   Oct 18 2007, 12:54 PM
catherina_10   http://img100.imageshack.us/img100/6224/003ggnc4.j...   Oct 18 2007, 01:22 PM
catherina_10   [img]http://img139.imageshack.us/img139/4448/qartv...   Oct 18 2007, 01:36 PM
ქავთარაძე   catherina_10 აუ რა მაგარი ს...   Oct 18 2007, 02:04 PM
catherina_10   ქავთარაძე რომელ სუ...   Oct 18 2007, 02:42 PM
M.M.   [b]catherina_10 აუ რა მაგარი ...   Oct 19 2007, 11:07 AM
catherina_10   სამოსი ისევე როგო...   Oct 24 2007, 12:32 PM
ვეშაპო   ამოვიდა თემა მაღლა...   Mar 27 2008, 11:40 PM
marianitta   იქნებ აქ მიჩვენო მ...   Mar 27 2008, 11:47 PM
ვეშაპო   ქავთარაძე ერთადერ...   Mar 27 2008, 11:52 PM
marianitta   ეს ალბათ მათი ისტო...   Mar 27 2008, 11:57 PM
ვეშაპო   marianitta არა მგონია. მა...   Mar 28 2008, 12:53 AM
marianitta   ნახევრად :) შენ ხომ ...   Mar 28 2008, 01:05 AM
ვეშაპო   marianitta :არა: მე დედით...   Mar 28 2008, 01:10 AM
marianitta   აი, ეგ კი აღარ გამხ...   Mar 28 2008, 01:18 AM
ვეშაპო   marianitta სამაგიეროდ სვ...   Mar 28 2008, 01:24 AM
marianitta   ხოო, თან უნიკალური ...   Mar 28 2008, 01:35 AM
ვეშაპო   marianitta "ჭიბონი" აჭ...   Mar 28 2008, 01:37 AM
marianitta   ვაა, გაიხარე ეგ კი ...   Mar 28 2008, 01:44 AM
factorysaleoutlet   Ray Ban Outlet [url=https://www.raybans-outlet.us....   Mar 26 2022, 04:58 PM
marine   "ორიგინალური იყო ...   Mar 28 2022, 08:50 PM
marine   "კავკასია როგორც ...   Mar 31 2022, 10:19 PM
marine   "მეცნიერთა წრეში ...   Apr 1 2022, 01:49 PM
marine   "უნდა აღინიშნოს, ...   Apr 1 2022, 02:27 PM
marine   "გიორგი ჩიტაია: ქ...   Apr 2 2022, 09:34 PM
marine   "ქართულმა ყოფამ ხ...   Apr 3 2022, 10:17 PM
marine   "მამაკაცის სამოს...   Apr 7 2022, 02:05 PM
marine   "ქართველი მამაკა...   Apr 7 2022, 02:25 PM
marine   "მწუხარებისას სა...   Apr 18 2022, 08:43 PM
marine   "არქეოლოგიურად კ...   Apr 19 2022, 07:26 PM
marine   "საქართველოში გლ...   Apr 19 2022, 08:08 PM
marine   "ტანსაცმლის მოსა...   Apr 25 2022, 08:06 PM
marine   "დღემდე შემორჩენ...   May 1 2022, 04:16 PM
marine   "XII საუკუნეში ბიზა...   Jun 4 2022, 01:35 PM
marine   "მნიშვნელოვანია ...   Aug 18 2022, 12:41 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th June 2024 - 01:15 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი