IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ხალხური ზღაპრები, გამოცანები, ანდაზები და სხვ.
ვეშაპო
პოსტი Jan 29 2007, 01:49 AM
პოსტი #41


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



აბა!
ვისაც რა ცოდნა გაქვთ ამ სფეროში, გთხოვთ.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
catherina_10
პოსტი Oct 24 2007, 12:50 PM
პოსტი #42


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



სიმართლე შვილიშვინამდინაო

ერთი ქურდი კაცი თურმე იყო, დიახ მოუსვენარი. უშლიდა მამა ბოროტს ყოფაქცევას: კაცმა თავისი უნდა სჭამოს და არა სხვისაო. შვილმა ყურადღება არ მიაქცია მამის დარიგებას. შემდეგ მამამ უთხრა შვილსა: წადი, შვილო, და ეს სამი მთა გადაიარეო, რომლიდგანაც რა ხმა გაიგონო მოდი და მითხარიო. გაუგონა შვილმა და აუსრულა თხოვნა. როდესც მოვიდა მთიდგან, უთხრა მამას: მესამე მთამ მითხრაო, წადი და მოგეწევიო. ამიხსენ მამავ რა არის ესაო? მამამ უთხრა: შენი ავკაცობისათვის არც შენ გეკითხვის, არც შენს შვილსაო, შვილიშვილს კი გადახდებაო. ნათქვამია, მამამ ჭამა ტყემალიო, შვილიშვილს კბილები დააჭრაო. ყველამ იცოდეთ, - სიმართლე შვილიშვინამდინაო.


აფორიზმები, შეგონებანი, შაირები


ესე არ იცი: ჯაბან კაცს გულს უკლავს სხვის მამაცობა,
თვით კარგ კაცობა არ ძალუძს, სხვისა შურს კაი კაცობა.
ვაი რა დიდი ბრალია, შავარდენ ახყავს ძერასა!
გაუფრინდება, წაუვა, შორით დაუწყებს ცქერასა.



ადექით აიშალენით, საომრათ შაემზადენით,
ერთი მე მოვალ საბრალო, ცხრანი თქვენ მოხვალთ გმირები!
ნეტავი შენსა დედასა, შენ გაუზდიხარ შვილათა,
ერთი შენ მოხვალ საბრალო, ცხრანი ჩვენ მოვალთ გმირები,
წახვალ, ამამს დაიკვეხებ: შუამთა ჰყრია ვირები!




ალაზნის პირსა ჰკიდია ვაჟის ჯურხაის ფარიო,
მოუვლის ომის წადილი, ხანდიხან შესძრავს ქარიო.




არ ვარგა კაცი უმტერო, არც ძლიერ მტერ მორეული,
თოფი უჯობს ჩახმახითა სიათა გვარშერეული,
რომელიც ხურობს მაჟარსა, არის გონგამოლეული.




არ გათეთრდები, ყორანო, რაც უნდა გხეხონ ქვიშითა.
მტერნი არ შაგვიბრალებენ ტირილითა და ვიშითა,
ხმალთ კი არ შევეპოვები, შუბნი გამხეთქენ შიშითა.




ტირილითა და გლოვნითა მტერნი არ შეგვიბრალებენ,
მოვლენ, დაგვწვენ და დაგვდაგვენ, მზე იყოს, - დაგვიბლენებენ
ჩვენ ბევრის ხმალი გვექდნის, ზევით მთის, ქვევით ბარისა,
ვერავინ ვერას დაგვაკლებს, ხორცი ძანძღია ვაჟისა!




ამირან, ბასრი ბუსრი ხარ, ორბი ხარ დაბრუნებული,
მტერთანა დათვის შუბლი ხარ, სტუმართან გაცინებული.




აღას შესულმა ფრიდონმა მუხა მოგლიჯა ძირითა,
გასხიპა, მხარეზე გაიდო ვაჟმა მამაცათ ქებულმა.




ვაჟკაცს რას გამოადგება სოფელს შვენება თავისა,
ხმალს უნდა აჭრევინებდეს, იმედი ჰქონდეს მკლავისა.




ხმალს რა უშლის სიმოკლე, ფეხ წადგი, წაემატება,
არც ვაჯი კაცსა სიდაბლე, თუ თავი გაემეტება.




ვინც რომ კაცია-ჩოხა ჯაჭვია,
ქუდი ნაბდისა,-ჩაბალახია.




კარგი ყმა მაშინ კარგია, ხმალი რომ შეიქს ელვასა,
მოციქულობდეს ისარი, შუბი აგდებდეს ენასა.




კაცი მტერთ გადმოგდებული, გეზელქორულბ ჰკიოდა,
ჩვენ მონადირე გვეგონა, თურმე მას გული სტკიოდა,
თავს ჰქონდა ხმალი ნაკრავი, გულს სისხლი ჩამოსდიოდა,
ათი მოეკლა გზადაგზა, უომრობასა ჩიოდა.




მგელი არ მოშლის მგლობასა, ლაღი ყმა მამაცობასა,
არც მოშლის ბერი არწივი, წვერის ძირს ნადირობასა.




მუშა უნდა მუშაობდეს, მეომარი ხმალს იღებდეს,
მტერზე იყოს გალესილი, მაშინ არაფერს ითმენდეს,
მამულის გულისათვინა თუნდ მოკვდეს, არცა იქვშვრედეს;
დღე არ ქონდეს მოსათმენი, რაკი მიდგება ძალზედა,
კაცი მოკვდება ცოლზედა, მამულზედ საკუთარზედა.




როსტომ თქვა: «მიწა გრილია, სიტყვას არ უნდა რბილობა,
შიში არ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა,
რაც ომში კაცი დეესწროს, გარჯა უნდა და ცდილობა,
ათასად გვარი დაფასდა, ორი ათასათ ზრდილობა,
თუ კაცი თვითონ არ არი, ცუდია გვარიშვილობა.
ცრუ კაცი წყალმა წაიღოს,- აქოს, ადიდოს,- გაქვიშოს,
უბრალოდ ლაყბას დაიწყებს, გუშინწინდელი არ იყოს».




სოფელს ტირიან ქალები: «სოფელს კაი ყმა კვდებაო,
ღმერთო, ნუ მოჰკლავ კაის ყმას, სოფლობა წაგვიხდებაო,
აფროსთანა ან მტერთანა წინვიღა წაგვიძღვებაო».




მშვიდს დროს გარჩეული საქმე სიჩქარიღ ვერ გასწორდება,
და კაცს თუ კაცობა ეთქმის, არც წარსულს დაავიწყდება.
ბევრჯერ ნათქვამს ერთ გადათქმა გზას ვერ უპოვნის სწორესა
და ვისაც რჩევა უნდოდეს, აასრულოს იმან ესა.




წინანდალს ვაზი ამშვენებს, ახმეტას ვაშლი წითელი,
ვაჟკაცსა ფარი და ხმალი, მოიმწითუროს კისერი.
შენ ბიჭო აზანბურელო, ხმა შენი ჩამოდიოდა,
შენი დაჭრილი ლეკები არაგვში ჩამოდიოდა.




ცოტა მოხნული სჯობია ბევრსა და ხარვეზიანსა,
ცოლი სჯობია ფერმკრთალი ლამაზს და სხვებთან ზიარსა,
ყველა ხელს იმას გადასდებს, იმ ოხერსა და ტიალსა.




სნეული და თერობა, ლამაზ ქალს უნდა ფერობა.
მაღლა მთაშია ყინული აპირობს ჩამოდნობასა,
გოგოების გათხოება უყურებს შემოდგომასა.




ქალი მყავდა მშვენიერი, ტურფა იყო კავოსანი.
გავათხოვე, გავატანე ჩემი ვეფხისტყაოსანი.
მან იკითხა, არ უსმინეს, ისინია სვანოსანი,
ისევე მე წამოვიღე, ჩემი ვეფხისტყაოსანი.




ლაშქარს წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო,
დაბრუნება და შინ მოსვლა, ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო.




ნეტავი ძმათა მრავალთა, შინ ვერვინ შაუხდებაო,
ვერვინ აგინებს ცოლ-დედას, ვერც ვინ ცხენ შაუჯდებაო!




ძმაო, რაი სჯობს ძმობასა, ერთმანეთისა ყმობასა!
ძმა მაშინ მოგაგონდება, ორნი რო გცემდნენ მარტოსა.




ობოლს სწყევლიან ყორნები: ნუმც გამოსულხარ ველადა,
მანამ შენ გამოხვიდოდი, ხორცი გვრჩებოდა ძველადა




სოფლისა თავსა ველსახლე, არა სოფელი ჩემ თავსა,
სოფელს კი ვეთავსებოდი, სოფელი მე არ მეთვისა.




იმ სოფელს ვერვინ წაიღებს ამ სოფლისა ცხოვრებასა,
წუთისოფლის სტუმრები ვართ, ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება.
ჩავიცვათ და დავიხუროთ, ამის მეტი რა შეგვრჩება!




ცა მტკავლით, ქვეყანა ციდით - ნახე თუ გაიზომება,
ზღვა თუ აიწყვის პეშვითა ან ცანი გადიწონება.




წუთია წუთისოფელი ცნობას არ გვაცლის ძმისასა,
გადავბრუნდებით, მოვკვდებით, ქვეშ მოვექცევით ქვიშასა!




ეგ სოფელი სთველია, აქ არავინ დარჩება, ყველა წასასვლელია.




წუთია წუთის ქვეყანა, წუთის წეობით იწვება,
ზოგი ლხინსაა, თამაშას, ზოგი უცეცხლოთ იწვება.




წუთისოფლისა ცხოვრება ვერცხლით არ მოიპოება,
მდიდარი კაციც მინახავს ოხრათ რჩებოდეს ქონება.




რასაც დავთესთ, იმას მოვმკით, საიქიოს წინ დაგვხვდება,
ამ სოფელს ხორციელობა ხის ფოთლივით გაცვივდება.




ღმერთო, შენ ხარ ყოვლის შემწე, მოწყალე კარგაღებულის,
სიცოცხლისგან აბეზარის, თავიდგან ხელაღებულის.




ზოგიერთი უგუნური ღმერთს ტყუილად ემადლება,
ზარის ხმას რომ გაიგონებს, პირჯვრის წერა ეზარება.




კარგი კაცის პურმარილი გზაზედ ხიდად გადებული,
ბატონი ჰყავს მადლიერი, კარის კაცი მოგებული!




თეთრისა თხისა ციკანსა შორს შაეტყობა ვაცობა.
ისევ შენ გამოგადგება ეგ შენი კარგი კაცობა.




კაცი უნდა კაცი იყოს, რომ დაჰპირდეს, არ გამტყუნდეს!




ღმერთმა რა ქნას და რა უყოს
იმ ამხანაკს: რაც იპოვნოს, არ გაუყოს.




აცადე, დაიზრდებიან ცხაოტს ფართონი მგლისანი,
ჯავრი არ შაურჩენიათ თავის მოლაღის მტრისანი.




ტკბილმა ენამ, კარგმა სიტყვამ ხმალი უკანვე ჩააგო,
თოფის ფეხშეყენებულის კვესი უკანვე გადადო,
ამაყმა კაცმა, ბოროტმა გული ხანჯალზე ააგო.




შაიყრებიან ფრინველნი, არ გაირევენ ძერასა,
კაცი ვერსაით წაუვა თავის ბედსა და წერასა.




ოცდაოთხსა გურულსა მაკე ტურა შეეყარა,
სანამდი ჯოხს აიღებდენ, სულით ხორცი გაეყარათ.
მეგრელმა თქვა, დავსწრებოდი-ყაზახურად დავდგებოდი,
სომეხმა თქვა, დავსწრებოდი-ჩახმახურად დავხვდებოდი,
ქართლელმა თქვა, დავსწრებოდი-მარილივით დავდნებოდი.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ვეშაპო   ხალხური ზღაპრები, გამოცანები, ანდაზები და სხვ.   Jan 29 2007, 01:49 AM
ნიკოლოზ_V   ქართული ანდაზები ...   Jan 29 2007, 02:55 AM
lamara   [b]ქართული ანდაზები...   Dec 3 2007, 03:13 PM
Zeskvi_ucha   ნიკოლოზ_V აუხ რამდე...   Feb 7 2007, 02:02 AM
მნათე   ეუფ :D   Feb 7 2007, 02:03 AM
makuna7474   ბავშვებო, მე კიდე ე...   Mar 21 2007, 08:00 PM
Qeti   იის ამბავი გაზაფხ...   Mar 29 2007, 06:59 PM
zaza-78   ქეტი ძალიან კარგი ...   Jun 21 2007, 01:01 AM
komisia   makuna7474 ზღაპრებში რაც ...   Jun 21 2007, 01:01 PM
mariami-k   makuna7474 ერთ ზღაპარი პ...   Jun 21 2007, 04:59 PM
komisia   აუ მე ისინიც მქონდ...   Jun 22 2007, 07:10 PM
eku_nika   იგავი ღმერთმა თუ მ...   Jun 22 2007, 08:55 PM
bato   http://bin.ge/file/64631/cecxlisburtv.mp3.html ...   Sep 8 2007, 12:08 PM
sobarba   http://bin.ge/file/64631/cecxlisburtv.mp3.html ...   Sep 8 2007, 02:24 PM
bato   http://bin.ge/file/64640/datvidamelia.mp3.html   Sep 8 2007, 12:21 PM
bato   საერთოდ, ზღაპარი რ...   Sep 8 2007, 12:34 PM
bato   კიდევ მაქვს ბეევრი...   Sep 8 2007, 02:29 PM
sobarba   კიდევ მაქვს ბეევრ...   Sep 8 2007, 04:48 PM
ketino   აუ ზღაპრები მიყვარ...   Sep 8 2007, 07:03 PM
bato   http://bin.ge/file/65384/axaljvrisda.mp3.html :) ...   Sep 9 2007, 06:06 PM
sobarba   [url=http://bin.ge/file/65384/axaljvrisda.mp3.htm...   Sep 9 2007, 06:33 PM
bato   :) ჰო ეთეროა.   Sep 9 2007, 09:47 PM
bato   ლექსებიც ნახეთ საი...   Sep 9 2007, 10:00 PM
sobarba   ლექსებიც ნახეთ სა...   Sep 10 2007, 10:14 AM
bato   მაქვს და ლექსებში ...   Sep 10 2007, 10:40 AM
M.M.   კარგი ყმა ლაშქარს ...   Oct 15 2007, 10:51 AM
catherina_10   სიმართლე შვილიშვი...   Oct 24 2007, 12:50 PM
Georgia-O-Keefe   :)   Oct 24 2007, 09:43 PM
t.d   მაგარია ზღაპრები ხ...   Oct 24 2007, 09:44 PM
staywhite   სამართლიანი განაჩ...   Oct 24 2007, 09:53 PM
M.M.   აი მაგალითი იმისა, ...   Oct 25 2007, 11:50 AM
კანონისტი   ძალიან მიყვარს ეს ...   Oct 25 2007, 01:27 PM
catherina_10   M.M. მთლად ბრძნულ გამ...   Oct 25 2007, 05:31 PM
Ismail   თურმე მიცვალებული...   Oct 27 2007, 04:29 PM
M.M.   თურმე მიცვალებული...   Oct 29 2007, 04:41 PM
lamara   აი კიდევ ანდაზები: ...   Dec 21 2007, 12:44 PM
lamara   აი გამოცანაც. ჯერ პ...   Dec 27 2007, 01:07 PM
maikusi   აი გამოცანაც. ჯერ პ...   Jun 28 2008, 07:17 PM
iisperiTOVLI   ზღაპარი ველის ყვავ...   Jun 28 2008, 06:52 PM
lamara   lamara პასუხი: ალვის ხ...   Oct 28 2008, 09:04 PM
qetevano   თავზე მაღლა ვერ ახ...   Feb 27 2013, 09:05 PM
A.V.M   თავს გააჩნია...:D   Feb 27 2013, 09:08 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 02:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი