IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართული ნუმიზმატიკა, ქართველი მეფეებისა და დამყრობლების საქართველოში მოჭრილი მონეტები
Lenus
პოსტი Apr 30 2007, 07:36 PM
პოსტი #1


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



-------------


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
catherina_10
პოსტი Oct 24 2007, 05:05 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



საქართველო, კერძოდ კი კოლხეთი, სამონეტო საქმის ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში. ფულის მიმოქცევა და ვერცხლის მონეტების მოჭრა აქ ძვ. წ. VI-V საუკუნეებში იწყება. ეს უძველესი სამონეტო ჯგუფი სამეცნიერო ლიტერატურაში „კოლხური თეთრის“ სახელითაა ცნობილი. მონეტების მაღალმხატვრული დონე ტოლს არ უდებს იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს მოწინავე ქვეყნების ნუმიზმატიკურ ძეგლებს. სტილისტურ-ტექნიკური თვალსაზრისით კი შეინიშნება მათი განსაკუთრებული მსგავსება ძვ. წ. VI საუკუნის შუა ხანების მილეტურ მონეტებთან, რადგან კოლხური ფული ქალაქ ფაზისში (ფოთი) – მილეტელთა ახალშენში იჭრებოდა.

კოლხური თეთრის აბსოლუტური უმრავლესობა აღმოჩენილია დასავლეთ საქართველოში: ჩრდილოეთით ქ. სოხუმიდან, სამხრეთით – მდინარე ჭოროხის შესართავამდე, და შავი ზღვის სანაპიროდან ლიხის ქედამდე. კოლხური თეთრი მცირე მასშტაბით საქართველოს ფარგლებს გარეთაც გადიოდა.

ქალაქ ფაზისის სამონეტო პროდუქციაში შესაძლებელია რვა ტიპის გამოყოფა:

· პირველი ტიპი (ლომის თავი/პეგასი) სამჯერ მაინც არის გამოყენებული. ფაზისში იჭრებოდა მილეტური (13 გრ.), ეგინური (12,7 გრ.) და სპარსული (10,4 გრ.) სისტემების სტატერები;

· მეორე ტიპი (ჰერმაფროდიტი ლომი/მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ქალი) გამოყენებულია ორჯერ: ერთხელ სპარსული სისტემის სტატერისათვის (რემედიუმი/წონის მერყეობა – 10-11,4 გრ.) და მეორედ – ატიკური სისტემის დიდრაქმისათვის (რემედიუმი – 7,9-9,4 გრ.);

· მესამე ტიპსაც (ქალის არქაული თავი/ქალის იდენტური თავები) ასეთი ქარგა მიესადაგება. 9,6 გრ., 9,9 გრ., 10,4 გრ. წონის ცალები სპარსულ სისტემას განეკუთვნება; 8,7 გრ., 9,2 გრ. წონის – ატიკურ სისტემას;

· მეოთხე ტიპის (ქალის არქაული თავი/ხარის თავები) წონითი მონაცემები არ მოგვეპოვება;

· მეხუთე ტიპი (ლომის თავი/ხარის თავი) სიკლია (5,5 გრ.);

· მეექვსე (ლომის თავი/ძუ ლომის პროტომა) – ატიკური ჰემიდრაქმა (რემედიუმი – 1,7-2,6 გრ.);

· მეშვიდე (ქალის არქაული თავი/ხარის თავი) იგივეა (რემედიუმი – 1,2-2,6 გრ.);

· მერვე (ქალის არქაული თავი/წერო) – უკნინესი ნომინალი ჰემიტეტარტემორიონია.

ყველა ტიპი, გარდა მეშვიდესი, რომლის რამდენიმე ათასი ცალი არსებობს, წარმოდგენილია მცირე რაოდენობის ეგზემპლარებით. მონეტათა ტიპების უმრავლესობა ძვ. წ. V საუკუნეში მოიჭრა (ძვ. წ. 494 (?) წლის შემდგომ), მეშვიდე ტიპის ემისია კი ძვ. წ. III საუკუნეშიც გრძელდებოდა.



წიგნიდან „ფული საქართველოში“, საქართველოს ეროვნული ბანკის II გამოცემა, 2003 წ. მეორე გადამუშავებული გამოცემის ავტორები: თედო დუნდუა, გიორგი დუნდუა, ნიკო ჯავახიშვილი, ანა ერისთავი. ავტორები: იულონ გაგოშიძე, მერი ანთაძე, ციალა ღვაბერიძე, მედეა წოწელია, თინათინ ქუთელია, მედეა შეროზია


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


ნახევარდრაქმა. II ტიპი. ვერცხლი. კოლხეთი. ძვ. წ. V-III სს. 1,61 გრ. 11 მმ. შუბლი: ქალის არქაული თავი ხაზოვან რკალში.

IPB-ს სურათი


ნახევარდრაქმა. II ტიპი. ვერცხლი. კოლხეთი. ძვ. წ. V-III სს. 1,61 გრ. 11 მმ. შუბლი: ქალის არქაული თავი ხაზოვან რკალში. ზურგი: ხარის თავი და ორი ბერძნული ასო.

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Lenus   ქართული ნუმიზმატიკა   Apr 30 2007, 07:36 PM
Lenus   -------------   Apr 30 2007, 07:57 PM
დათიკო   Lenus სადმე უნდა ატვი...   Apr 30 2007, 11:45 PM
Lenus   -------------   May 1 2007, 09:15 AM
death   ერეკლე II http://images.ge/uploads/f3...   May 1 2007, 01:06 PM
shakuna_   :D   May 1 2007, 08:32 PM
Lenus   -------------   May 2 2007, 01:23 PM
shakuna_   shakuna_ რატომ იცინი? მ...   May 2 2007, 01:24 PM
ქავთარაძე   ვაი რა მაგრებია, თა...   May 2 2007, 01:51 PM
Lenus   -------------   May 3 2007, 01:39 PM
catherina_10   რუსუდანის დროინდე...   Jul 11 2007, 04:00 PM
marine   ეროვნული ვალუტა ქ...   Jul 30 2007, 10:40 AM
meleqse   და ორას ლარიან კუპ...   Jul 30 2007, 07:53 PM
კოლხი   ქაქუცა ჩოლოყაშვი...   Jul 30 2007, 10:38 PM
meleqse   ქაქუცა ჩოლოყაშვილ...   Jul 31 2007, 12:02 AM
Lenus   კოლხი, დავცხებთ-ა...   Jul 31 2007, 08:10 AM
Lenus   კი ეგაა. აი ნიმუშე...   Jul 31 2007, 08:27 AM
marine   10 000 მანეთი, 1922 წ. http://img32...   Aug 3 2007, 02:52 PM
Lenus   http://www.old-stocks-bonds.com/tiflis-24.jpg ს...   Aug 6 2007, 07:25 AM
komisia   ბოლო სურათები მაგა...   Aug 6 2007, 03:17 PM
marine   1829 წელი, ნიკოლოზ I-ის ...   Aug 6 2007, 03:59 PM
LOVEGAME   Lenus ზემოთ სულ პირვე...   Aug 7 2007, 02:36 AM
Lenus   -------------   Aug 7 2007, 07:57 AM
marine   გიორგი XII-ის დროს მო...   Aug 8 2007, 10:00 AM
marine   კოლექცია 1898 წლიდან 1...   Aug 9 2007, 10:33 AM
catherina_10   საქართველო, კერძოდ...   Oct 24 2007, 05:05 PM
catherina_10   კოლხეთი ელინისტურ ...   Oct 25 2007, 02:49 PM
marine   catherina_10 დიდი მადლობა, ...   Oct 25 2007, 02:50 PM
catherina_10   http://img340.imageshack.us/img340/4732/makedoneli...   Oct 25 2007, 03:11 PM
catherina_10   http://img138.imageshack.us/img138/7186/makedoneli...   Oct 25 2007, 03:57 PM
მარიამი   ცნობისთვის შემიძლ...   Oct 25 2007, 03:59 PM
catherina_10   http://img502.imageshack.us/img502/1609/partiawp9....   Oct 25 2007, 04:02 PM
ნათია   ნუმიზმატიკური ცნო...   Oct 25 2007, 04:03 PM
catherina_10   მარიამი ზუსტად ერო...   Oct 25 2007, 04:08 PM
catherina_10   http://www.nbg.gov.ge/NbgCentralNavigation...a-GE...   Oct 25 2007, 05:26 PM
marine   "დამპყრობელი არა...   Nov 4 2020, 10:28 PM
marine   "გურგენი საკმაოდ ...   Feb 26 2022, 09:33 PM
marine   "როცა არაბთა ბატო...   Feb 28 2022, 05:25 PM
marine   "ჩვენ გვაქვს უაღრ...   Mar 7 2022, 12:45 PM
marine   "XIII-XV საუკუნეებში ...   Jun 8 2022, 09:34 PM
marine   "ვანო ქიქოძის [წმ...   Jul 6 2022, 12:22 PM
marine   "აღსანიშნავია, რო...   Sep 15 2022, 04:22 PM
marine   "გიორგი ბრწყინვა...   Jun 16 2023, 08:19 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 12:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი