სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Lenus |
Apr 30 2007, 07:36 PM
პოსტი
#1
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
-------------
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
![]() ![]() |
| catherina_10 |
Oct 24 2007, 05:05 PM
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
საქართველო, კერძოდ კი კოლხეთი, სამონეტო საქმის ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში. ფულის მიმოქცევა და ვერცხლის მონეტების მოჭრა აქ ძვ. წ. VI-V საუკუნეებში იწყება. ეს უძველესი სამონეტო ჯგუფი სამეცნიერო ლიტერატურაში „კოლხური თეთრის“ სახელითაა ცნობილი. მონეტების მაღალმხატვრული დონე ტოლს არ უდებს იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს მოწინავე ქვეყნების ნუმიზმატიკურ ძეგლებს. სტილისტურ-ტექნიკური თვალსაზრისით კი შეინიშნება მათი განსაკუთრებული მსგავსება ძვ. წ. VI საუკუნის შუა ხანების მილეტურ მონეტებთან, რადგან კოლხური ფული ქალაქ ფაზისში (ფოთი) – მილეტელთა ახალშენში იჭრებოდა.
კოლხური თეთრის აბსოლუტური უმრავლესობა აღმოჩენილია დასავლეთ საქართველოში: ჩრდილოეთით ქ. სოხუმიდან, სამხრეთით – მდინარე ჭოროხის შესართავამდე, და შავი ზღვის სანაპიროდან ლიხის ქედამდე. კოლხური თეთრი მცირე მასშტაბით საქართველოს ფარგლებს გარეთაც გადიოდა. ქალაქ ფაზისის სამონეტო პროდუქციაში შესაძლებელია რვა ტიპის გამოყოფა: · პირველი ტიპი (ლომის თავი/პეგასი) სამჯერ მაინც არის გამოყენებული. ფაზისში იჭრებოდა მილეტური (13 გრ.), ეგინური (12,7 გრ.) და სპარსული (10,4 გრ.) სისტემების სტატერები; · მეორე ტიპი (ჰერმაფროდიტი ლომი/მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ქალი) გამოყენებულია ორჯერ: ერთხელ სპარსული სისტემის სტატერისათვის (რემედიუმი/წონის მერყეობა – 10-11,4 გრ.) და მეორედ – ატიკური სისტემის დიდრაქმისათვის (რემედიუმი – 7,9-9,4 გრ.); · მესამე ტიპსაც (ქალის არქაული თავი/ქალის იდენტური თავები) ასეთი ქარგა მიესადაგება. 9,6 გრ., 9,9 გრ., 10,4 გრ. წონის ცალები სპარსულ სისტემას განეკუთვნება; 8,7 გრ., 9,2 გრ. წონის – ატიკურ სისტემას; · მეოთხე ტიპის (ქალის არქაული თავი/ხარის თავები) წონითი მონაცემები არ მოგვეპოვება; · მეხუთე ტიპი (ლომის თავი/ხარის თავი) სიკლია (5,5 გრ.); · მეექვსე (ლომის თავი/ძუ ლომის პროტომა) – ატიკური ჰემიდრაქმა (რემედიუმი – 1,7-2,6 გრ.); · მეშვიდე (ქალის არქაული თავი/ხარის თავი) იგივეა (რემედიუმი – 1,2-2,6 გრ.); · მერვე (ქალის არქაული თავი/წერო) – უკნინესი ნომინალი ჰემიტეტარტემორიონია. ყველა ტიპი, გარდა მეშვიდესი, რომლის რამდენიმე ათასი ცალი არსებობს, წარმოდგენილია მცირე რაოდენობის ეგზემპლარებით. მონეტათა ტიპების უმრავლესობა ძვ. წ. V საუკუნეში მოიჭრა (ძვ. წ. 494 (?) წლის შემდგომ), მეშვიდე ტიპის ემისია კი ძვ. წ. III საუკუნეშიც გრძელდებოდა. წიგნიდან „ფული საქართველოში“, საქართველოს ეროვნული ბანკის II გამოცემა, 2003 წ. მეორე გადამუშავებული გამოცემის ავტორები: თედო დუნდუა, გიორგი დუნდუა, ნიკო ჯავახიშვილი, ანა ერისთავი. ავტორები: იულონ გაგოშიძე, მერი ანთაძე, ციალა ღვაბერიძე, მედეა წოწელია, თინათინ ქუთელია, მედეა შეროზია ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ნახევარდრაქმა. II ტიპი. ვერცხლი. კოლხეთი. ძვ. წ. V-III სს. 1,61 გრ. 11 მმ. შუბლი: ქალის არქაული თავი ხაზოვან რკალში. ![]() ნახევარდრაქმა. II ტიპი. ვერცხლი. კოლხეთი. ძვ. წ. V-III სს. 1,61 გრ. 11 მმ. შუბლი: ქალის არქაული თავი ხაზოვან რკალში. ზურგი: ხარის თავი და ორი ბერძნული ასო. ![]() |
Lenus ქართული ნუმიზმატიკა Apr 30 2007, 07:36 PM
Lenus ------------- Apr 30 2007, 07:57 PM
დათიკო Lenus
სადმე უნდა ატვი... Apr 30 2007, 11:45 PM
Lenus ------------- May 1 2007, 09:15 AM
death ერეკლე II
http://images.ge/uploads/f3... May 1 2007, 01:06 PM
shakuna_ :D May 1 2007, 08:32 PM
Lenus ------------- May 2 2007, 01:23 PM
shakuna_
shakuna_
რატომ იცინი?
მ... May 2 2007, 01:24 PM
ქავთარაძე ვაი რა მაგრებია, თა... May 2 2007, 01:51 PM
Lenus ------------- May 3 2007, 01:39 PM
catherina_10 რუსუდანის დროინდე... Jul 11 2007, 04:00 PM
marine ეროვნული ვალუტა
ქ... Jul 30 2007, 10:40 AM
meleqse და ორას ლარიან კუპ... Jul 30 2007, 07:53 PM
კოლხი
ქაქუცა ჩოლოყაშვი... Jul 30 2007, 10:38 PM
meleqse
ქაქუცა ჩოლოყაშვილ... Jul 31 2007, 12:02 AM
Lenus
კოლხი,
დავცხებთ-ა... Jul 31 2007, 08:10 AM
Lenus
კი ეგაა. აი ნიმუშე... Jul 31 2007, 08:27 AM
marine 10 000 მანეთი, 1922 წ.
http://img32... Aug 3 2007, 02:52 PM
Lenus http://www.old-stocks-bonds.com/tiflis-24.jpg
ს... Aug 6 2007, 07:25 AM
komisia ბოლო სურათები მაგა... Aug 6 2007, 03:17 PM
marine 1829 წელი, ნიკოლოზ I-ის ... Aug 6 2007, 03:59 PM
LOVEGAME Lenus
ზემოთ სულ პირვე... Aug 7 2007, 02:36 AM
Lenus ------------- Aug 7 2007, 07:57 AM
marine გიორგი XII-ის დროს მო... Aug 8 2007, 10:00 AM
marine კოლექცია 1898 წლიდან 1... Aug 9 2007, 10:33 AM
catherina_10 კოლხეთი ელინისტურ ... Oct 25 2007, 02:49 PM
marine catherina_10
დიდი მადლობა, ... Oct 25 2007, 02:50 PM
catherina_10 http://img340.imageshack.us/img340/4732/makedoneli... Oct 25 2007, 03:11 PM
catherina_10 http://img138.imageshack.us/img138/7186/makedoneli... Oct 25 2007, 03:57 PM
მარიამი ცნობისთვის შემიძლ... Oct 25 2007, 03:59 PM
catherina_10 http://img502.imageshack.us/img502/1609/partiawp9.... Oct 25 2007, 04:02 PM
ნათია ნუმიზმატიკური ცნო... Oct 25 2007, 04:03 PM
catherina_10 მარიამი
ზუსტად ერო... Oct 25 2007, 04:08 PM
catherina_10 http://www.nbg.gov.ge/NbgCentralNavigation...a-GE... Oct 25 2007, 05:26 PM
marine "დამპყრობელი არა... Nov 4 2020, 10:28 PM
marine "გურგენი საკმაოდ ... Feb 26 2022, 09:33 PM
marine "როცა არაბთა ბატო... Feb 28 2022, 05:25 PM
marine "ჩვენ გვაქვს უაღრ... Mar 7 2022, 12:45 PM
marine "XIII-XV საუკუნეებში ... Jun 8 2022, 09:34 PM
marine "ვანო ქიქოძის [წმ... Jul 6 2022, 12:22 PM
marine "აღსანიშნავია, რო... Sep 15 2022, 04:22 PM
marine "გიორგი ბრწყინვა... Jun 16 2023, 08:19 PM
marine "ბრიტანეთის მუზე... Apr 9 2026, 12:32 PM
marine "დავით აღმაშენებ... Apr 9 2026, 12:48 PM
marine "დღემდე მოღწეული... Apr 10 2026, 04:34 PM
marine "თამარ მეფე დავით... Apr 21 2026, 04:58 PM
marine "თამარ მეფის პერი... Apr 22 2026, 08:53 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2026 - 03:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი