ქართული ნუმიზმატიკა, ქართველი მეფეებისა და დამყრობლების საქართველოში მოჭრილი მონეტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ნუმიზმატიკა, ქართველი მეფეებისა და დამყრობლების საქართველოში მოჭრილი მონეტები |
Lenus |
Apr 30 2007, 07:36 PM
პოსტი
#1
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
-------------
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
catherina_10 |
Oct 25 2007, 02:49 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
კოლხეთი ელინისტურ ხანაში. ძვ. წ. IV-I საუკუნეები
ბერძნული და აღმოსავლური ცივილიზაციების სინთეზი, რომელიც ელინიზმის სახელით არის ცნობილი, ალექსანდრე მაკედონელისა (ძვ. წ. 336-323 წწ.) და მისი დიადოხების იმპერიების წიაღში იღებს სათავეს. ალექსანდრე მაკედონელმა შემოიღო ახალი ფულადი სისტემა, რომელიც, ძირითადად, ოქროზე იყო ორიენტირებული. ამ პერიოდში შეიცვალა მონეტის გარეგნული სახე და სტრუქტურა – მასზე მეფის პორტრეტსა და სახელის აღმნიშვნელ წარწერას ათავსებენ. მსოფლიო სამონეტო ბაზარი ალექსანდრე მაკედონელის ფულმა – ოქროს სტატერმა და ვერცხლის ტეტრადრაქმამ დაიპყრო. მოგვიანებით შავი ზღვისპირეთის ქვეყნებში ასეთივე პოპულარული იყო მისი ერთ-ერთი პოლიტიკური მემკვიდრის, თრაკია-მაკედონიის მეფის ლისიმაქეს (ძვ. წ. 306-282 წწ.) სტატერები. ეს საფასეები მთელი ელინისტური სამყაროს ფულადი მიმოქცევის საფუძველს წარმოადგენდა. ცივილიზებული მსოფლიოს ყველა აღნიშნული ცვლილება, ცხადია, საქართველოსაც შეეხო. ელინისტური ხანის დასაწყისში შეწყდა კოლხური თეთრის ემისია და ის თანდათანობით გაქრა მიმოქცევიდან. მისი ადგილი ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სახელით მოჭრილმა ოქროს სტატერებმა დაიმკვიდრა. მოგვიანებით სამონეტო ბაზარზე ორიგინალური სტატერების დეფიციტმა და ეკონომიკურმა კრიზისმა მათი ადგილობრივი მინაბაძების გაჩენა გამოიწვია. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ალექსანდრესა და ლისიმაქეს ტიპის სტატერების ადგილობრივი მინაბაძები ძვ. წ. II-ახ. წ. I საუკუნეებში უნდა იყოს მოჭრილი. ორივე მათგანი ისტორიული კოლხეთისა და იბერიის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. მათ შორის ყველაზე ადრეული, რომელიც ძვ. წ. II საუკუნით თარიღდება, კოლხეთის მეფის აკას სახელით არის მოჭრილი. ასეთი მონეტა მხოლოდ ორ ცალადაა ცნობილი და ორივე მათგანი კოლხეთის ტერიტორიაზეა ნაპოვნი. ძვ. წ. II საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის ნიმუშად არის მიჩნეული კოლხეთის მეფის სავლაკის მიერ მოჭრილი ვერცხლისა და სპილენძის მონეტები, რომელთაგან სულ რვა ცალია ცნობილი. ძვ. წ. II-I საუკუნეებში შავი ზღვისპირა ქალაქ დიოსკურიაში (სოხუმი) იჭრებოდა სპილენძის საქალაქო მონეტა, რომელზეც ქალაქის ეპონიმების, ტყუპი ძმების – დიოსკურების ქუდებია გამოსახული. მონეტების წონა 1,3 გრამიდან 6,14 გრამამდე მერყეობს, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ დიოსკურიაში რამდენიმე ნომინალს (ხალკი, დიხალკი, ტეტრახალკი) უშვებდნენ. ძვ. წ. 65 წელს ქართლში (იბერია) პომპეუსის მხედართმთავრობით რომაელთა ჯარი შეიჭრა. პომპეუსთან დამარცხების შემდეგ ქართლის მეფე არტაგი იძულებული შეიქნა „რომაელთა მეგობრად და მოკავშირედ“ ეცნო თავი. შემდგომში პომპეუსი კოლხეთში გადავიდა. ძვ. წ. 63 წელს პომპეუსმა ქვეყნის მმართველად დანიშნა ვინმე არისტარქე, რომელსაც ბერძნულ-რომაული წერილობითი წყაროები მეფედ მოიხსენიებს. ცნობილია არისტარქე კოლხის სახელით ძვ. წ. 52-51 წლებში მოჭრილი ვერცხლის დრაქმა, რომლის სულ ექვსმა ეგზემპლარმა მოაღწია ჩვენამდე. მონეტის შუბლზე გამოსახულია სხივოსან-გვირგვინოსანი ჰელიოსი პომპეუსის სახის ნაკვთებით, ზურგზე კი ქალღმერთი ტიხე (ფორტუნა). ვარაუდობენ, რომ ამ მონეტის ემისია ფაზისის ზარაფხანაში წარმოებდა. ცოტა უფრო ადრე, ძვ. წ. 84 წელს, კოლხეთის მეფემ, პონტოს მეფის მითრიდატე VI ევპატორის შვილმა, მითრიდატე ფილადელფოს ფილოპატორმა ვანში (სურიონი) მოჭრა ვერცხლისა და სპილენძის მონეტები ლოტოსის ყვავილისა და რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებით. არისტარქეს მმართველობის დასრულების შემდეგ კოლხეთი რომის ვასალური პონტოს სამეფოს დაქვემდებარებაში მოექცა. ახ. წ. 63 წელს რომის იმპერატორმა ნერონმა პონტოს სამეფო, და მასთან ერთად კოლხეთი, რომის პროვინციად გამოაცხადა, რამაც შესაბამისი ასახვა ჰპოვა ქვეყნის სამონეტო ბაზარზე. ფულის მიმოქცევის თვალსაზრისით, კოლხეთი სამ რეგიონად დაიყო: შავი ზღვის სანაპირო ზოლში, რომელიც რომაელთა რეალურ კონტროლს ექვემდებარებოდა, ფულადი მიმოქცევის საფუძველი კაპადოკიის კესარიასა და ტრაპეზუნტში მოჭრილი მონეტები გახდა, ცენტრალურ კოლხეთში – კაპადოკიური ვერცხლი, არგვეთი კი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში მოექცა და, შესაბამისად, მისი სამონეტო ბაზარიც იბერიისას დაემსგავსა. ტრაპეზუნტთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხარე, გარკვეულწილად, ქართველური სამყაროს ნაწილი იყო და ის I-III საუკუნეებში მონეტების ემისიას მკვეთრად გამოხატული ადგილობრივი რელიგიური ტიპებით ახორციელებდა. აქ მოჭრილი ფული იკონოგრაფიულად წმინდა ელინური არ ყოფილა – ტრაპეზუნტის მუნიციპალურ სპილენძის მონეტებზე გამოსახული მისტიკური მხედარი წმ. გიორგის იკონოგრაფიის პროტოტიპია. წიგნიდან „ფული საქართველოში“, საქართველოს ეროვნული ბანკის II გამოცემა, 2003 წ. მეორე გადამუშავებული გამოცემის ავტორები: თედო დუნდუა, გიორგი დუნდუა, ნიკო ჯავახიშვილი, ანა ერისთავი. ავტორები: იულონ გაგოშიძე, მერი ანთაძე, ციალა ღვაბერიძე, მედეა წოწელია, თინათინ ქუთელია, მედეა შეროზია სტატერი. ოქრო. ალექსანდრე მაკედონელი (ძვ. წ. 336-323 წწ.). 8,59 გრ. 19 მმ. შუბლი: ქალღმერთი ათენა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 06:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი